თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა შიშითა აღვსებულთა სულთა მათთა? რამეთუ შეძრწუნდა და შეშფოთნა და ჰგონებდა, ვითარმედ ვითარცა მკუდართა ვხედავთ სიზმრივ, ესრეთ ეგულებოდა მისი ხილვაჲ. ხოლო რაჲთა არა ესე მოიგონონ, ამისთჳს ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ: „მე და მამაჲ მოვიდეთ და სავანე მის თანა ვყოთ“, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ვითარცა მამაჲ გამოაცხადებს თავსა თჳსსა, ეგრეთვე მე, და არა ამით ოდენ, არამედ მითცა სიტყჳთა, რომელ თქუა, ვითარმედ: „სავანე მის თანა ვყოთ“, დაჰჴსნა იჭჳ იგი მსგავსად სიზმრისა ხილვისა. ხოლო შენ იხილე მოწაფჱ იგი შეშფოთებული და ვითარ ვერ იკადრებდა თქუმად განცხადებულად გულისსიტყჳსა თჳსისა, რამეთუ არა თქუა, ვითარმედ: ვაჲ ჩუენდა, რამეთუ მოჰკუდები, და ვითარცა აღსრულებულთაგანსა გეგულების ჩუენებად ჩუენდა თავისა შენისა! გარნა არა თქუა ესრეთ, არამედ: „რაჲ არსო, რომელ ჩუენ გამოგჳცხადებ თავსა შენსა და არა სოფელსა?“ მიუგებს უკუე ამისთჳს: რამეთუ თქუენ მიყუართ, და თქუენ იმარხავთ მცნებათა ჩემთა. რამეთუ რაჲთა არა შემდგომად ამისა იხილონ რაჲ იგი, უცნებაჲ ეგონოს, ამისთჳს წინაჲსწარ ეტყჳს მიზეზსა,...
სახარებაჲ იოვანესი 14:22
21. რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე. ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი.22. ჰრქუა მას იუდა, არა ისკარიოტელმან: უფალო, რაჲ არს, რამეთუ ჩუენ გამოგჳცხადებ თავსა შენსა და არა სოფელსა?23. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 14