მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 15:11

10. უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყუარულსა ზედა ჩემსა, ვითარცა მე მცნებანი მამისა ჩემისანი დავიმარხენ და ვჰგიე სიყუარულსა ზედა მისსა.11. ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს.12. რამეთუ ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 15
11. ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს. ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“ (15,11-12).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველსავე კეთილსა მაშინ აქუს სასყიდელი, რაჟამს აღსასრულად მიიწიოს. უკუეთუ კულა განზოგებასა ოდენ საქმისასა გარდასწყდეს, დანთქმაჲ იქმნების მის საქმისაჲ. და ვითარცა ნავი აღვსებული მრავლითა სიმდიდრითა ვერ მიიწიის ნავთსაყუდელად, არამედ შორს რაჲ არნ, ზღუასა დაინთქის (არარაჲ ერგო ფრიადისა მისგან შრომისა და სლვისა მისგან გზათაჲსა, არამედ უფროჲსად განსაცდელი მოიწია მის ზედა, რაოდენცა უმეტესი შრომაჲ თავს-იდვა), ეგრეთვე სულნი, რომელნი უწინარეს აღსასრულისა დავარდენ შრომათაგან; ამაო იქმნა ღუაწლი მათი. ამისთჳსცა პავლე იტყოდა, ვითარმედ: „პატივი და დიდებაჲ მათა, რომელნი მოთმინებითა საქმეთა კეთილთაჲთა რბიოდიან“, რომელსაცა მოწაფეთათჳს იქმს აწ ქრისტე. რამეთუ ვინაჲთგან შეიწყნარნა იგინი, და იგინი იხარებდეს მის თანა, და მერმე მოიწია ჟამი ვნებისაჲ, და სიტყუანი იგი მწუხარებისანი ესმოდეს და ეგულებოდა სიხარულისა მათისა დაჴსნად, ამისთჳსცა ვინაჲთგან მრავალნი სიტყუანი მიუთხრნა მათ და ნუგეშინის-სცა, მერმე ჰრქუა მათ:

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის