თ ა რ გ მ ა ნ ი: იგი სარწმუნო იყოსო, რამეთუ სული არს ჭეშმარიტებისაჲ. ამისთჳს უწოდა „სულად ჭეშმარიტებისა“, რამეთუ ყოველივე უწყის მან, ვინაჲთგან მამისაგან გამოვალს, ვითარცა-იგი თავისა თჳსისათჳს იტყოდა: „ვიცი, ვინაჲთგან მოვალ, ანუ ვიდრე ვალ“. ხოლო „რომელი მე მოგივლინო“, - აჰა ესერა არა მამაჲ ოდენ არს მომავლინებელ სულისა, არამედ ძჱცა, - და „თქუენცა მოწამე ხართ“, რამეთუ ჩემ თანა ყოფილ ხართ და გიხილავ მე, არა თუ სხუათაგან გასმიეს ჩემთჳს. ამისთჳს მოციქულნი უკუანაჲსკნელ იტყოდეს, ვითარმედ: „რომელნი-იგი ვჭამდით და ვსუემდით მის თანა“.
სახარებაჲ იოვანესი 15:27
26. ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს.27. და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 15