მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 16:19

18. და იტყოდეს უკუე: რაჲ არს ესე „მცირედ“? არა უწყით, რასა იტყჳს.19. გულისჴმა-ყო იესუ, რამეთუ უნდა კითხვის, და ჰრქუა მათ: ამისთჳს გამოეძიებთა ურთიერთას, რამეთუ ვთქუ: მცირედღა, და არღარა მხედვიდეთ მე; და კუალად მცირედ, და მიხილოთ მე?20. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ სტიროდით და ჰგოდებდეთ თქუენ, ხოლო სოფელსა უხაროდის, და თქუენ სწუხდეთ, არამედ მწუხარებაჲ თქუენი სიხარულად გარდაიქცეს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 16
19. გულისჴმა-ყო იესუ, რამეთუ უნდა კითხვის, და ჰრქუა მათ: ამისთჳს გამოეძიებთა ურთიერთას, რამეთუ ვთქუ: მცირედღა, და არღარა მხედვიდეთ მე; და კუალად მცირედ, და მიხილოთ მე?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოთ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მცირედღა, და არა მხედვიდეთ მე; და კუალად მცირედღა, და მიხილოთ მე, რამეთუ მივალ მამისა ჩემისა. თქუეს მოწაფეთა ურთიერთას: რაჲ არს, რომელსა მეტყჳს ჩუენ: მცირედღა, და არ-ღარა მხედვიდეთ მე?“ (16,16-17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: სულსა მწუხარებითა და ურვითა შეპყრობილსა არარაჲ ესრეთ დაჰჴსნის, ვითარ მწუხარებისა მომატყუებელნი სიტყუანი, რაჟამს ზედაჲსზედა ითქუმოდიან. და რაჲსათჳს უკუე, ქრისტემან თქუა რაჲ, ვითარმედ: წარვალ და არღარა გეტყოდი თქუენ, ზედაჲსზედა ეტყჳს მათ კუალად ამას, ვითარმედ: „მცირედღა, და არღარა მხედვიდეთ მე, და კუალად მცირედღა, და მიხილოთ“, და: „მივალ მამისა ჩემისა“? რამეთუ რაჟამს ნუგეშინი-სცა სიტყუათა მათ მიერ, სულისა წმიდისათჳს თქუმულთა, კუალად აწ შეაწუხებს გონებათა მათთა, არამედ ამას ამისთჳს იქმს, რამეთუ გამოსცდის გონებასა მათსა და გამოაჴურვებს და დააჩუევს მათ კეთილად შემაწუხებელთა სიტყუათა სმენად, რაჲთა ახოვნად თავს-იდვან მისი განშორებაჲ, რამეთუ რომელთა სიტყჳთ ფრიად იწუართეს ესე, პირველვე მათ ეგულებოდა საქმითცა თავს-დებად მისა. ხოლო უკუეთუ ვინ კეთილად გულისხმა-ყოს, ესეცა ნუგეშინის-ცემაჲ იყო, რომელ თქუა,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის