მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 16:23

22. ხოლო თქუენ აწ ჭირი გაქუს. და მერმე კუალად გიხილნე თქუენ, და უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან.23. და მას დღესა შინა მე არარაჲ მკითხოთ. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რაოდენიცა-რაჲ სთხოოთ მამასა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ.24. აქამომდე არარაჲ გითხოვიეს სახელითა ჩემითა. ითხოვდით და მოიღოთ, რაჲთა სიხარული თქუენი სავსებით იყოს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 16
23. და მას დღესა შინა მე არარაჲ მკითხოთ. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რაოდენიცა-რაჲ სთხოოთ მამასა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო თქუენცა აწ ჭირი გაქუს. და მერმე კუალად გიხილნე თქუენ, და უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან. და მას დღესა მე არაჲ მკითხოთ“ (16,22-23).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად ამათ სიტყუათა მიერ არარას სხუასა დაამტკიცებს, გარნა ვითარმედ ღმრთისა მიერ არს, რამეთუ მაშინ სცნათო ყოველთა. ხოლო რაჲ არს ესე: „მე არარაჲ მკითხოთო“? ესე იგი არს, ვი-თარმედ: არა იყოს თქუენდა შუამდგომელი, არამედ კმა არს, რაჲთა სახელი ოდენ ჩემი სთქუათ და ყოველივე მიიღოთ. და უჩუენებს ძალსა მას სახელისა თჳსისასა, რაჟამს არა ჰხედვიდენ მას და ოდენ სახელსა მისსა სახელ-სდვან, ყოველივე აღასრულონ. და მოიჴსენე, რაჟამს-იგი ილოცეს, ვითარმედ: „მოეც მონათა შენთა კადნიერებით ქმნად და სიტყუად სახელითა შენითა სასწაულთა. და შეიძრა ადგილი იგი, სადა დგეს“.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის