მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 16:28

27. რამეთუ თჳთ მამასა ჩემსა უყუართ თქუენ, რამეთუ თქუენ მე შემიყუარეთ და გრწმენა რამეთუ მე ღმრთისაგან გამოვედ.28. გამოვედ მამისაგან და მოვედ სოფლად და კუალად დაუტეობ სოფელსა და მივალ მამისა.29. ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: აჰა აწ განცხადებულად იტყჳ და იგავსა არცა ერთსა რას იტყჳ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 16
28. გამოვედ მამისაგან და მოვედ სოფლად და კუალად დაუტეობ სოფელსა და მივალ მამისა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ თქუენცა შემიყუარეთ მე და გრწამს, რამეთუ ღმრთისაგან გამოვედ და მოვედ სოფლად და კუალად დაუტეობ სოფელსა და მივალ მამისა“ (16,27-28).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან სიტყუაჲ იგი აღდგომისაჲ არამცირედ ნუგეშინის-სცემდა მათ, და კუალად იგი, რამეთუ: „ღმრთისაგან გამოვედ და მუნვე მივალ“, ამისთჳს ზედაჲსზედა აქცევს სიტყუათა ამათ, ერთად, რაჲთა დაუმტკიცოს, ვითარმედ კეთილად ჰრწამს მათ, და მეორედ, რაჲთა გულისხმა-ყონ, ვითარმედ არარაჲ ძჳრი მოიწიოს მათ ზედა. და რაჟამს ეტყოდა, ვითარმედ: „მცირედღა, და არა მხედვიდეთ მე“, და: „მცირედღა, და მიხილოთ მე“, მაშინ სამართლად ვერ გულისხმაჰყოფდეს, ხოლო აწ არღარა; რამეთუ რაჲ არს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „მე არა მკითხოთ“? ესე იგი არს, ვითარმედ: არღარა მრქუათ მე, ვი-თარმედ: „მიჩუენე მამაჲ შენი“, ანუ: „ვიდრე ხუალ?“ რამეთუ ყოველივე გულისხმის-ყოფაჲ სცნათ, ესრეთ იყოს თქუენი მამაჲ, ვითარცა მე. და მით სიტყჳთა უმეტესად ნუგეშინის-სცემს მათ, რამეთუ ესმა, ვითარმედ: მამისა მეგობარ იყვნეთ; ამისთჳსცა ჰრქუეს:

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის