მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 16:8

7. არამედ მე ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ: უმჯობეს არს თქუენდა, რაჲთა მე წარვიდე; უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინის-მცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა; უკუეთუ მე წარვიდე, მოვავლინო იგი თქუენდა.8. და მოვიდეს იგი და ამხილოს სოფელსა ცოდვისათჳს და სიმართლისათჳს და სასჯელისათჳს:9. ცოდვისათჳს ესრეთ, რამეთუ არა ჰრწმენა ჩემდა მომართ;
სახარებაჲ იოვანესი თავი 16
8. და მოვიდეს იგი და ამხილოს სოფელსა ცოდვისათჳს და სიმართლისათჳს და სასჯელისათჳს:
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე თქუენ პირველითგან არა გარქუ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ. ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა, და არავინ თქუენგანი მკითხავს, თუ: ვიდრე ხუალ? არამედ ამას რაჲ გეტყოდე თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი“ (16,4-6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს მწუხარებისა მძლავრებაჲ, და დიდი ახოვნებაჲ გჳღირს ამის ვნებისა წინააღდგომად და რაჲთა რომელი-რაჲ არს მის თანა საჴმარი, იგი მოვიღოთ და სხუაჲ დაუტევოთ, რამეთუ აქუს საჴმარიცა რაჲმე. რაჟამს ცოდვათათჳს ვწუხდეთ, მაშინ კეთილ არს, ხოლო რაჟამს კაცობრივთა ჭირთა შევცჳვეთ, მაშინ უჴმარ არს მწუხარებაჲ. და ამისთჳს, ვინაჲთგან ქრისტეს მოწაფენი ჯერეთ სრულებისა საზომსა ვერ მიწევნულ იყვნეს და ესე ვნებაჲ მწუხარებისაჲ ებრძოლა, იხილე, ვითარ ნუგეშინის-სცემს უფალი. რამეთუ რომელნიიგი პირველ ფრიად ჰკითხვიდეს, ვითარ-იგი პეტრე ჰრქუა: „უფალო, ვიდრე ხუალ?“ და თომა ჰრქუა: „არა უწყით, ვიდრე ხუალ“, და ფილიპე ჰრქუა: „გჳჩუენე ჩუენ მამაჲ შენი“, მათ ესმა რაჲ,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის