📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე თქუენ პირველითგან არა გარქუ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ. ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა, და არავინ თქუენგანი მკითხავს, თუ: ვიდრე ხუალ? არამედ ამას რაჲ გეტყოდე თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი“ (16,4-6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს მწუხარებისა მძლავრებაჲ, და დიდი ახოვნებაჲ გჳღირს ამის ვნებისა წინააღდგომად და რაჲთა რომელი-რაჲ არს მის თანა საჴმარი, იგი მოვიღოთ და სხუაჲ დაუტევოთ, რამეთუ აქუს საჴმარიცა რაჲმე. რაჟამს ცოდვათათჳს ვწუხდეთ, მაშინ კეთილ არს, ხოლო რაჟამს კაცობრივთა ჭირთა შევცჳვეთ, მაშინ უჴმარ არს მწუხარებაჲ. და ამისთჳს, ვინაჲთგან ქრისტეს მოწაფენი ჯერეთ სრულებისა საზომსა ვერ მიწევნულ იყვნეს და ესე ვნებაჲ მწუხარებისაჲ ებრძოლა, იხილე, ვითარ ნუგეშინის-სცემს უფალი. რამეთუ რომელნიიგი პირველ ფრიად ჰკითხვიდეს, ვითარ-იგი პეტრე ჰრქუა: „უფალო, ვიდრე ხუალ?“1 და თომა ჰრქუა: „არა უწყით, ვიდრე ხუალ“,2 და ფილიპე ჰრქუა: „გჳჩუენე ჩუენ მამაჲ შენი“,3 მათ ესმა რაჲ, ვითარმედ: „კრებულისაგან განგასხნენ“,4 და: „რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა“,5 ესრეთ შეძრწუნდეს თქუმულთა მათ ზედა, რამეთუ სიტყუასაცა ვერ ეტყოდეს. და ამისთჳს ჰრქუა უფალმან ყუედრებით, ვითარმედ: „ესე პირველითგან არა გარქუ თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ. ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა, და არავინ თქუენგანი მკითხავს მე: ვიდრე ხუალ? არამედ ამას რაჲ გეტყოდე თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი“, რამე-თუ ვიცოდე პირველითგანო, და არა თუ არაცებნისათჳს არა გითხრობდი, არამედ „რამეთუ თქუენ თანა ვიყავ“. ხოლო ვითარ არა ჰრქუა პირველითგან? არა ეტყოდაა ათორმეტთა, ვითარმედ: „წინაშე მეფე-თა და მთავართაჲსა მიგიყვანებდენ თქუენ და გტანჯვიდენ“?6 ვითარ უკუე იტყჳს, ვითარმედ: „პირველითგან არა გარქუ“? გარნა ტანჯვანი და ძჳრნი ეთქუნეს პირველცა, ხოლო ესე არა ეთქუა, თუ მოკლვაჲ მათი ესრეთ დიდად შერაცხილ იყოს, ვითარცა მსხუერპლისა შეწირვაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ამან უფროჲსად შეაწუხნა, რაჟამს ესმა, თუ: ვითარცა ძჳრისმოქმედნი და უწყალონი მოწყუედად არიან; გინა თუ ესეცა არს, რამეთუ მაშინ წარმართთათჳს ოდენ იტყოდა, ხოლო აწ ჰრქუა, ვითარმედ: ჰურიათაცა ესრეთ გიყონ, და ვითარმედ: ახლოს არს საქმჱ იგი. ხოლო რაჲსათჳს აწ ჰრქუა მათ და არა მაშინ, ოდეს სული
1 იოან. 13,36. 2 იოან. 14,5. 3 იოან. 14,8. 4 იოან. 16,2. 5 იოან. 16,2. 6 შდრ. მათ. 10,17-18; მარკ. 13,9; ლუკ. 21,12-13.
წმიდაჲ მოვიდა? არამედ რაჲთა სცნა, ვითარმედ ფრიად სათნოებითა სავსენი იყვნეს. რამეთუ უკუეთუ ჯერეთ სული წმიდაჲ არა მოსრულ იყო მათდა და არავე ივლტოდეს მისგან ამათ ესევითართა სიტყუათათჳს, გულისხმა-ყავ, თუ ვითარნიმცა იყვნეს, რაჟამს მოიღეს სული წმიდაჲ. რამეთუ უკუეთუმცა შემდგომად სულისა მოსლვისა ასმიოდამცა და თავს-ედვა ესე ყოველი, ვთქუთმცა, თუ მადლი იგი იქმოდა ყოველსავე. ხოლო აწ ყოველივე ესე ნაყოფი მათისა გონებისაჲ არს და სასწაული არს ცხადი ქრისტეს მიმართ სიყუარულისაჲ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არამედ მე ჭეშმარიტსა გეტყოდე თქუენ“ (16,7).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ ნუგეშინის-სცემს მათ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: არა თქუენისა მომადლებისათჳს ვიტყჳ, არამედ დაღაცა-თუ ბევრეულგზის შესწუხნეთ, მე უმჯობჱსსა თქუენსა გეტყჳ. რამეთუ თქუენი ნებაჲ ესე არს, რაჲთამცა თქუენ თანა ვიყავ, არამედ უმჯობესი არა ესრეთ არს, რამეთუ „უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინისმცემელი იგი არა მოვიდეს“ (16,7). იხილე აქა, ჴელმწიფებაჲ იგი სულისაჲ ვითარ დიდ არს, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ წარვიდე, მოგივლინო იგი თქუენ. და მოვიდეს იგი და ამხილოს სოფელსა“ (16,7-8). ესე იგი არს, ვითარმედ: ჩემ მიერცა ქმნულნი საქმენი კმა არიან პირისა დაყოფად უკეთურთა და მიზეზისა მოწყუედად, ხოლო ოდეს იგიცა მოვიდეს და ქმნეს ესრეთვე და სწავლანი უმეტესნი და სასწაულნი დიდნი, მაშინ უმეტესისა საშჯელისა თანამდებ იქმნენ, რაჟამს ჰხედვიდენ, ვითარმედ იგი ყოველი სახელითა ჩემითა იქმნებოდის. რამეთუ აწ იტყჳან, ვითარმედ: „ხუროჲსა ძჱ არს, რომლისა მამაჲ და დედაჲ ჩუენ ვიცით“;1 ხოლო რა-ჟამს იხილონ სახელითა ჩემითა უკეთურებისა დევნულებაჲ, ბუნებათა კურნებაჲ, ეშმაკთა სივლტოლაჲ, მაშინ რაჲ თქუან? რამეთუ წამა ჩემთჳს მამამან, წამოს სულმანცა, დაღაცათუ პირველცა წამა, არამედ აწცა წამოს „და ამხილოს სოფელსა ცოდვისათჳს“ (16,8). ესე იგი არს, ვითარმედ ყოველი მიზეზი მოუწყჳდოს და გამოაჩინოს, ვითარმედ შეუნდობელად ცოდეს, და დაამტკიცოს, ვითარმედ მე არასადა მიცოდავს; „და სიმართლისათჳს, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ, და არღარა მხედვიდეთ მე“ (16,10), ესე იგი არს, ვითარმედ: გამოაჩინოს უბიწოჲ იგი ცხორებაჲ ჩემი, რომლისა სახე არს მამისა მიმართ მისლვაჲ. რამეთუ ვინაჲთგან ჰურიანი იტყოდეს, ვითარმედ არა ღმრთისა მიერ და ცოდვილი არსო, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ ესეცა მიზეზი მოუწყჳდოს და ამისთჳსცა ამხილოს, რაჟამს მოვიდეს სული იგი წმიდაჲ და გამოაჩინოს სიმართლჱ ჩემი და ვითარმედ მამისა თანა მისრულ ვარ და უკუნისამდე მის თანა ვიყო. რამეთუ ამას მოასწავებს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა, ვითარმედ: „არღარა
1 შდრ. მათ. 13,55; მარკ. 6,3; იოან. 6,42.
მხედვიდეთ მე“. იხილე უკუე, ვითარ ამის ორისა სახისა მიერ დაიჴსნების მათი იგი ბოროტი იჭჳ, რამეთუ არცა სასწაულთა ქმნაჲ არს ცოდვილისაჲ, არცა ღმრთისა თანა ყოფაჲ მარადის. და ამისთჳს ვერღარა უძლონ თქუმად, თუ: „ცოდვილი არს“,1 ანუ: „არა ღმრთისაგან არს“.2
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო საშჯელისათჳს, რამეთუ მთავარი ამის სოფლისაჲ დაშჯილ არს“ (16,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად აქა სიმართლისა თჳსისა სიტყუასა წარმოიღებს, რამეთუ უკუეთუ დასაბამითგანთა წმიდათა ვერ უძლეს ამის საქმისა ქმნაჲ, და მე ვქმენ და დავსაჯე მთავარი ამის სოფლისაჲ, ვი-თარ იტყჳან, თუ: „ცოდვილი არს“ და „არა ღმრთისაგან არს“? რამეთუ იტყჳან ჩემთჳს, თუ: „მაცთური არს, და ეშმაკი არს მის თანა“,3 არამედ ამასცა ზედა მხილებაჲ აქუნდეს, რამეთუ უკუეთუმცა ესრეთ ვიყავ, ვი-თარმცა დავსაჯე მთავარი ამის სოფლისაჲ?
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ არღარა ძალ-გიც ტჳრთვად აწ. ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გიძღოდის ჭეშმარიტებასა ყოველსავე“ (16,12-13).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲ არს? უმეტეს შენსა არსა სული, რომელ აწ ვერ ვიტჳრთავთ, ხოლო ოდეს მოვიდეს, მაშინ ვიტჳრთოთ? ნუ იყოფინ! რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „თავით თჳსით არარას იტყოდის, არამედ რაოდენი ესმეს, მას იტყოდის და მომავალი გითხრას თქუენ. რამეთუ ყოველი, რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს“ (16,13,15). რამეთუ ვინაჲთგან ჰრქუა, ვითარმედ: „მან გასწავოს ყოველი და მოგაჴსენოს და ნუგეშინის-გცეს“,4 და ვითარმედ: „ჯერ-არს ჩემი წარსლვაჲ და მისი მოსლვაჲ“,5 და ვითარმედ: „აწ ვერ იტჳრთავთ, ხოლო მაშინ იტჳრთოთ, და გიძღოდის ჭეშმარიტებასა ყოველსა“, რაჲთა არა ამის ყოვლისაგან შეჰრაცხონ სული უმეტეს მისა და უშჯულოებად შთავარდენ, ამისთჳს ჰრქუა: „ჩემგან მიიღოსო“ (16,14), ესე იგი არს, ვითარმედ: რასა მე ვიტყჳ, მანცა იგივე თქუას. ხოლო თუ: „თავით თჳსით არას იტყოდის“, ესე იგი არს, ვითარმედ: არარას წინააღმდგომსა ჩემსა იტყოდის და უცხოსა ჩემთა სიტყუათაგან. ვითარცა-იგი თავისა თჳსისათჳს იტყოდა, ვითარმედ: „თავით თჳსით არა ვიტყჳ“,6 ესე იგი არს, ვითარმედ: არარას ვიტყჳ უცხოსა მამისაგან, ეგრეთვე სულისათჳს იტყჳს. ხოლო თუ: „ჩემგან მიიღოს“, ესე იგი არს, ჩემისა გულისხმის-ყოფისაგან, რამეთუ ერთ არს გულისხმის-ყოფაჲ ჩემი და სულისა წმიდისაჲ. „და მომავალი გითხრას თქუენ“. - რამეთუ ამას სურვიელ იყვნეს იგინი, ვინაჲთგან ზედაჲსზედა ჰკითხვიდეს მომავალთა საქმეთა; ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: მან ყოველი მომავალი გითხრას.
1 იოან. 9,24. 2 იოან. 9,16. 3 შდრ. იოან. 7,20; 10,20. 4 შდრ. იოან. 14,26. 5 შდრ. იოან. 16,7. 6 იოან. 14,10.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მან მე მადიდოს“ (16,14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: ყოველნი სასწაულნი სახელითა ჩემითა აღასრულნეს. რამეთუ ვინაჲთგან უმეტესთა სასწაულთა ეგულებოდა ქმნაჲ შემდგომად სულისა წმიდისა მოსლვისა, ამისთჳს კუალად სწორებასა გამოაჩინებს და იტყჳს, ვითარმედ: „მან მე მადიდოს“. ხოლო რომელ იტყჳს, თუ: „გიძღოდის ყოველსა ჭეშმარიტებასა“, რომელსა ჭეშმარიტებასა იტყჳს? გარნა ამას, რამეთუ: ვინაჲთგან უფალსა ჴორცთა მათთჳს, რომელ ემოსა, და უძლურებისათჳსცა მოწაფეთაჲსა და რაჲთა არა თქუან, თუ: თავსა თჳსსა აქებს, და ჰურიათათჳსცა ვერ იტყოდა ზედაჲსზედა მაღალთა და დიდებისა თჳსისა საქმეთა, ამისთჳს იტყჳს: მან გითხრას ყოველი ჭეშმარიტი. ხოლო რაჲთამცა არა თქუეს, თუ: შენ არა იცია ყოველი ჭეშმარიტი? ამისთჳს შესძინა და ჰრქუა, ვი-თარმედ: „თავით თჳსით არას იტყოდის“, რამეთუ „არავინ იცის ღმერთი, გარნა სულმანვე ღმრთისამან“,1 არამედ ჩემთა თქუმულთაგან უცხოჲ არარაჲ თქუას, რამეთუ ჩემგან მიიღოს, ვითარმედ ჩემთავე სიტყუა-თა მსგავსად იტყოდის, რამეთუ „ყოველი, რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს“. და იგი მამისა სიტყუათა იტყოდის, და ესრეთ საცნაურ არს, ვითარმედ ჩემთავე იტყჳს. ხოლო რაჲსათჳს პირველ ქრისტეს წარსლვისა არა მოვიდა სული წმიდაჲ? გარნა ვინაჲთგან წყევაჲ არა დაჴსნილ იყო და ცოდვაჲ არა აჴოცილ, არა მოვიდოდა, რამეთუ ჯერიყო პირველ მტერობისა დაჴსნაჲ და დაგებაჲ ჩუენი ღმრთისა მიმართ და ესრეთ ნიჭისა მის მოსლვაჲ. ხოლო რად იტყჳს, თუ: „მოგივლინო“? ვითარ მოივლინების, რომელი-იგი ყოველგან არს? გარნა ესე იგი არს, ვითარმედ: განგმზადნეთ თქუენ ესრეთ, რაჲთა მოვიდეს იგი და სთნდეს თქუენ შორის ყოფაჲ. და კუალად ამისთჳს თქუა ესე, რაჲთამცა გუამოვნებისა განყოფილებაჲ გამოაჩინა. რამეთუ ძალ-ედვა თავადსაცა მის ყოვლისა ქმნაჲ, არამედ ამისთჳსცა ყო ესე, რაჲთა სულისაცა წმიდისა პატივი გულისხმა-ყონ; ვითარცა-იგი ძალ-ედვა მამასა არაარსთაჲ არსად მოყვანებაჲ, არამედ ძემან მოიყვანნა, ეგრეთვე არს ესეცა, რამეთუ ნათლის-ღებასაცა შინა შემძლებელ არს სახელი მამისაჲ ოდენ, გინა ძისაჲ ანუ სულისა წმიდისაჲ ქმნად ყოველსავე, არამედ სამთავე სახელსვსდებთ, რაჲთა გულისხმა-ვყოთ სამთავე პატივისა ზიარებაჲ, გულისხმა-ვყოთ ჟამსა მას კეთილთა მათ ზიარებისასა. უკუეთუ არა, რაჲ-თა სცნა, ვითარმედ ძესაცა ოდენ ძალ-უც ცოდვათა მოტევებაჲ და სულსა წმიდასაცა, ისმინე, ძისათჳს ვითარ ეტყჳს ჰურიათა, ვითარმედ: „ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა შენდობად ცოდვათა“;2 და კუალად: „რაჲთა შვილ ნათლის იქმნნეთ“;3 და: „მე ცხორებაჲ საუკუნოჲ მივსცე მათ“.4 ხოლო სულისა წმიდისათჳს, ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ:
1 1 კორ. 2,11. 2 მათ. 9,6; მარკ. 2,10; ლუკ. 5,24. 3 იოან. 12,36. 4 იოან. 10,28.
„სული არს ცხოველსმყოფელი“;1 და: „სული არს ცხორებაჲ და სიმართლჱ“.2 და მოციქული იტყჳს: „არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა“.3 ვინაჲთგან უკუე მამისათჳს ფრიად ასმიოდა და ძისა მრავალნი საქმენი ეხილვნეს, ხოლო სულისა წმიდისათჳს ესრეთ არარაჲ უწყოდეს, ამისთჳს მოვიდა და ქმნნა სასწაულნი და მისცა მათ სრული გულისხმის-ყოფაჲ, რაჲთა ესრეთ იგიცა იცნან, არამედ კუალად, რაჲთა არა უზეშთაესად ძისა შეჰრაცხონ იგი, ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „რაოდენი ესმეს, იტყოდის“; და ვითარმედ: „მე მადიდოს“. და არა თუ მას სმენაჲ და სწავლაჲ უჴმდა. რამეთუ რაჲმცა ისმინა, რომელსა ყოველივე ეთქუა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ, გინა თუ დაჴსნისათჳს შჯულისა, გინა თუ ღმრთეებისა მისისათჳს, და განგებისა ყოველივე თქუმულ იყო მის მიერ?
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მომავალი გითხრას“ (16,13).
თ ა რ გ მ ა ნ ი: აქა უფროჲსად გამოაჩინებს პატივსა მისსა, რამეთუ უფროჲს ყოველთასა ესე არს თჳსი საქმჱ - ღმრთისაჲ - თხრობაჲ მომავალთა საქმეთაჲ, ხოლო უკუეთუ მასცა სხჳსაგან ისწავლიდეს, რაჲ აქუს უმეტესი წინაჲსწარმეტყუელთასა? არამედ აქა ჭეშმარიტსა მას ღმრთისა მიმართ გულისხმის-ყოფასა მოასწავებს, ვითარმედ შეუძლებელ არს, თუმცა სხუასა რასმე იტყოდა იგი. ხოლო სიტყუაჲ იგი: „რამეთუ ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ“ (16,14,15), ამას მოასწავებს: გინა თუ ფრიად მადლისა მისგან, რომელი მოვიდა ჩემთა ზედა ჴორცთა, ანუ თუ გულისხმის-ყოფისა მისგან, რომელი მე მაქუს. არა თუ ვითარმცა უჴმდა ანუ სხჳსა მიერ ისწავლიდა, არამედ ერთი არს და იგივე ჩემიცა და მისი. ხოლო რაჲსათჳს ესრეთ თქუა და არა სხუაებრ? ამისთჳს, რამეთუ სულისა წმიდისათჳს ჯეროვანი გულისხმის-ყოფაჲ არა აქუნდა; და ამისთჳს ერთისა მიმართ ოდენ საქმისა იღუწის - რაჲთა სარწმუნო იქმნას იგი მათ მიერ და არა დაბრკოლდენ. რამეთუ ვინაჲთგან ეტყოდა, ვითარმედ: „ერთი არს მოძღუარი თქუენი - ქრისტე“,4 რაჲთა არა ჰგონებდენ, ვითარმედ უკუეთუ მას დაემორჩილნენ, ამას ურჩ ექმნებიან, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: მისი და ჩემი სწავლაჲ ერთ არს, და რომლისაჲ მე მეგულებოდა თქუენდა სწავლაჲ, მისთჳს გრქუას მანცა, და ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მისი სწავლაჲ სხუაჲ რაჲმე არს, რამეთუ ჩემი არს და ჩემსა დიდებასა დაამტკიცებს იგი, რამეთუ ერთი ნებაჲ არს მამისა და ძისაჲ და სულისა წმიდისაჲ. ეგრეთვე უკუე ჩუენიცა ყოფაჲ ჰნებავს უფალსა, ვითარცა იტყოდა: „რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა მე და შენ, მამაო, ერთ ვართ“,5 და არარაჲ არს სწორ ერთობისა და სიყუარულისა.
1 იოან. 6,63. 2 შდრ. რომ. 8,10. 3 1 კორ. 6,11. 4 მათ. 23,8. 5 შდრ. იოან. 17,11,21-22.
სწავლაჲ ოჱ ერთობისათჳს და სიყუარულისა
ხოლო ამით სახითა ერთი არა ერთი არს, არამედ მრავალი, რამე-თუ უკუეთუ ერთსულ იყვნენ ორნი გინა ათნი, არღარა ერთ არს ერთი იგი, არამედ ათწილად განმრავლდების თითოეული მათი, და ჰპოვო ათთა მათ შორის ერთი იგი და ერთთა შორის - ათნი იგი. და გინა თუ მტერი ჰყვეს, რომელი ერთსა ეტყოდის, ესრეთ არს, ვითარმცა ათთა ეტყოდა, რამეთუ არა ერთისა მიერ დაეცემის, არამედ ათთა პირთაგან. და უკუეთუ ერთი იგი მოუძლურდეს, არა მოუძლურებულ არს, რამეთუ ცხრანი იგი წილნი ცხოველ არიან და უძლურებასა მას მისსა ჰფარვენ. თითოეულსა მათგანსა ოცი თუალი აქუს და ოცი ჴელი და ფერჴნი, და ეგრეთვე, რამეთუ არა თჳსითა თუალითა ოდენ ჰხედავს, არამედ სხუა-თაჲთაცა, არცა თჳსითა ოდენ ფერჴითა ტჳრთულ არს, არამედ სხუათაჲ-თაცა, არცა თჳსითა ოდენ ჴელითა იქმს, არამედ სხუათაჲთაცა. სულნი ჰქონან ათნი, რამეთუ არა თჳთ ოდენ ზრუნავს თავისა თჳსისა, არამედ სხუანიცა იგი მისთჳს ზრუნვენ. და უკუეთუ ასნი იყვნენ, ეგრეთვე იყოს მათ შორის, და აღორძნდების ძალი მათი.
ჰხედავა სიყუარულისა საქმესა? ვითარ უძლეველ-ჰყოფს და მრავალწილ ერთსა მას, ვითარ ერთსა ძალ-უც მრავალგან ყოფაჲ, რაჲთა ერ-თი იგი იყოს სპარსეთსცა და ჰრომს. და რომელი ბუნებასა ვერ ძალ-უც, იგი სიყუარულსა ძალ-უც, რამეთუ ერთი ნაწილი მისი აქა არნ და ერთი - მუნ, და უფროჲსად ყოვლითურთ აქა და ყოვლითურთ მუნ. და უკუეთუ ასთა შორის შევიდეს ძალი სიყუარულისაჲ და ორ ათასთა, გულისხმაყავ, თუ სადა გარდაემატოს ძალი სიყუარულისაჲ. ჰხედავა აღორძინებასა სიყუარულისასა? რამეთუ საკჳრველი ესე არს, რამეთუ ათასეულჰყოფს ერთსა. რაჲსათჳს უკუე არა მოვიგებთ ამას ძალსა, რაჲთა ესრეთ უშუენიერეს ვიყვნეთ? და ესე ყოვლისა სიმდიდრისა უაღრეს არს, ყოვლისა სიმართლისა და ყოვლისა კეთილისა უმჯობეს, ესე ნათლისაცა უმჯობეს არს, ესე სიხარულისა მომატყუებელ არს. ვიდრემდის ერთსა და ორთა თანა შევაიწრებთ სიყუარულსა?
ხოლო გულისხმა-ყავ წინააღმდგომიცა. ვითარმცა იყო ვინმე, რომელსა არცა ერთი ესუა მოყუარჱ, რომელი-ესე საქმჱ არს უკუანაჲსკნელისა უგუნურებისაჲ, ვითარი უკუე ყოფად არს ცხორებაჲ მისი? რამეთუ დაღაცათუ ბევრეულგზის მდიდარი იყოს და შუებასა შინა და განცხრომასა, არცა ერთი რაჲ აქუს კეთილთაგანი, არამედ ყოვლისაგანვე შიშუელ არს და ოჴერ, ხოლო რომლისა მოყუარენი მრავალნი იყვნენ, იგი დაღაცათუ გლახაკი იყოს, მდიდართასა უმდიდრეს არს, და რაოდენსა თჳთ ვერ შემძლებელ იყოს თქუმად გინა ქმნად, მეგობართა მათ მიერ შეუძლოს; და ფრიადისა სიხარულისა და განსუენებისა მომატყუებელ არს საქმჱ იგი და უშიშობისა, რამეთუ შეუძლებელ არს ბოროტისა რაჲსამე მოწევნად მის ზედა, რომლისა მცველი სიყუარული იყოს. და არა არიან ესრეთ კეთილად მცველნი იგი მეფისანი, ვითარ ესე, ვინაჲთგან იგინი იძულებით იქმან საქმესა მას და შიშით, ხოლო ესე - ნეფსით და ყოვლითა მოსწრაფებითა, და მას მცველთა მათგანცა ეშინის, ხოლო აქა არარაჲ არს ესევითარი.
მოვიგოთ უკუე კეთილი ესე საქმჱ და მოვივაჭროთ კეთილი ესე ვაჭრობაჲ გლახაკთა მიერ, რაჲთა იყოს ნუგეშინისმცემელ სიგლახაკისა, და მდიდართა რაჲთა უშიშობაჲ აქუნდეს, მთავარი რაჲთა კეთილად მთავრობდეს, და მსახური, რაჲთა მთავარი კეთილად ჰხედვიდეს მას. ესე სიმშჳდისა მიზეზი არს, ესე სახიერებისა საქმჱ. რამეთუ მჴეცნიცა, რომელნი არა არიან ერთმანერთისა მოყუარე, არიან უფროჲსად ბოროტ და ველურ. რამეთუ ამისთჳს ქალაქთა შინა მკჳდრ ვართ, და უბანნი არიან, რაჲთა ურთიერთას შევკრბებოდით, და არა იყოს მარტოებისაგან უყუარულობაჲ.
ხოლო უკუეთუ ვინ თქუას, ვითარმედ: და რაჲ სთქუა მონაზონთა-თჳს, რომელნი მთათა შინა მყოფ არიან? არამედ გულისხმა-ყავთ, ვი-თარმედ მათ შორის დიდ არს სიყუარულისა საქმჱ და ერთობისაჲ, და ამბოხებათა მათგან სოფლისათა ივლტიან, ხოლო ერთსულ მრავალთა მიმართ არიან და კეთილად შეერთებულ, და უფროჲსად ამისთჳს განეშორნეს სოფლისა საქმეთაგან, რაჲთა ესე წარჰმართონ, რამეთუ ვინაჲთგან ჴდომაჲ და შური საქმეთათჳს სოფლისათა შობს სიძულილსა, ამისთჳს იგინი განეშორნეს ამის ყოვლისაგან და კეთილად იქმან სიყუარულსა. რამეთუ არა თუ მარტოებასა შინა არა იქმნების სიყუარული სხუათა მიმართ, ვინაჲთგან არა საქმჱ არს მოქმედი სიყუარულისაჲ, არამედ გონებაჲ, გინა თუ მარტოდ ვინ იყოს, გინა ერსა შორის. და ამისთჳსცა მარტოდ მყოფთა მათ მრავალნი არიან მაქებელ, ხოლო უკუეთუმცა არა უყუარდა, ვითარმცა აქებდეს? და იგინი კუალად ყოვლისა სოფლისათჳს ილოცვენ, რომელი-ესე დიდი სახჱ არს სიყუარულისაჲ. ამისთჳსცა ჟამისწირვასა ამბორს-უყოფთ ურთიერთას, რაჲთა მრავალნი ვიქმნეთ ერთ, და ვჰყოფთ კათაკუმეველთათჳს ლოცვასა. ესე არს მიზეზი ყოველთა კეთილთაჲ. უკუეთუ იგი შევიტკბოთ, ამასცა სოფელსა კეთილად განვაგოთ ცხორებაჲ ჩუენი და სასუფეველსა ცათასა მივემთხჳნეთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.