თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ მრავალნი ესე სიტყუანი კაცობრივ თქუმულ არიან, და რომელი უგულისხმოჲ იყოს და დაბნელებული და ამათ სიტყუათა მიერ დაამდაბლებდეს ძესა, მან დაამდაბლოს მამაჲცა. რამეთუ იხილე პირველითგან, ვითარ რომელიმე სიტყუაჲ სწავლისაჲ არს და რომელიმე მცნებისაჲ. და სწავლისაჲ არს, რომელ იტყჳს, ვითარმედ: „არა სოფლისათჳს გევედრები“, ხოლო მცნებისაჲ: „მე დავიცვენ იგინი ვიდრე აქამომდე, და არავინ წარწყმდა; და აწ შენცა დაიცვენ იგინი“. არამედ ამათ ყოველთა განმარტებაჲ ესე არს, რამეთუ უძლურებისა მათისათჳს იტყოდა ესრეთ. ხოლო თქუა რაჲ, ვითარმედ: „არავინ წარწყმდა, გარნა ძჱ იგი წარწყმედისაჲ“, და შესძინა: „რაჲთა წერილი აღესრულოს“. რომელსა წერილსა იტყჳს? გარნა მას, რომელსა მრავალგზის იტყჳს. და რამეთუ წარწყმდებოდა, ამისთჳს თქუა წერილმან, და სხუაგანცა მითქუამს ამისთჳს, ვითარმედ ესე თჳსაგან სახჱ არს წერილისაჲ, რამეთუ ვითარცა მიზეზად დააწესებს მას, რომელი თჳთ აღესრულებოდის. და ჯერ-არს ყოვლისაჲვე გამოწულილვით გულისხმის-ყოფაჲ გონებასაცა მეტყუელისასა და პირსა საქმისასა და წესთა წერილისათა, რაჲთა არა ვსცთებოდით, რამეთუ იტყჳს მოციქული: „ძმანო, ნუ ყრმა...
სახარებაჲ იოვანესი 17:13
12. ოდეს ვიყავ მათ თანა სოფელსა შინა, მე ვსცევდ მათ სახელითა შენითა; რომელნი მომცენ მე, დავიცვენ, და არავინ მათგანი წარწყმდა, გარნა ძე იგი წარწყმედისაჲ, რაჲთა წერილი აღესრულოს.13. ხოლო აწ შენდა მოვალ და ამას ვიტყჳ სოფელსა შინა, რაჲთა აქუნდეს მათ სიხარული ჩემი სავსებით.14. მე მივსცენ მათ სიტყუანი შენნი, და სოფელმან მოიძულნა იგინი, რამეთუ არა არიან სოფლისა ამისგანნი, ვითარცა მე არა ვარ სოფლისა ამისგან.
სახარებაჲ იოვანესი თავი 17