📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელნი მომცენ მე; სოფლისა ამისგანნი იყვნეს და მომცენ, და სიტყუაჲ შენი დაუმარხავს“ (17,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „დიდისა ზრახვისა ანგელოზ“1 ეწოდების ძესა ღმრთისასა ყოველთა მათ სწავლათათჳს, რომელ ასწავა, და პირველად, რომელ მამაჲ უქადაგა კაცთა, რომელსა აწ იტყჳს, ვითარმედ: „გამოუცხადე სახელი შენი კაცთა“; რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „საქმჱ შენი აღვასრულე“,2 აწ იტყჳს, თუ რომელი საქმჱ. ესეო: „გამოუცხადე სახელი შენი კაცთა“. უკუეთუ ვინ თქუას, ვითარმედ სახელი ღმრთისაჲ თჳთ საცნაურ იყო, გულისხმა-ყავთ, რამეთუ ჰურიათა მიერ ოდენ იყო საცნაურ, და არცა მათ მიერ სრულიად, არამედ წარმართთა ყოვლადვე არა იცოდეს, ხოლო ჰურიათა დაღაცათუ იცოდეს, არამედ მამად არა. ხოლო ქრისტემან გამოუცხადა სახელი მისი სიტყჳთცა და საქმით.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელნი მომცენ მე სოფლისა ამისგან“ (17,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ზემო იტყოდა, ვითარმედ: „ვერვინ მოვალს ჩემდა, უკუეთუ არა მოცემულ იყოს მისდა ზეცით, უკუეთუ არა მოიყვანოს იგი მამამან“,3 ეგრეთვე აქა იტყჳს, ვითარმედ: „რომელნი მომცენ მე“. და კუალად თავადიცა სახელ-სდებს თავსა თჳსსა „გზად“,4 ამისთჳს ორსა საქმესა აჩუენებს აქა: ერთად, ვითარმედ არა წინააღმდგომი არს მამისაჲ, და მეორედ, ვითარმედ მამასა ჰნებავს, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს ძჱ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შენნი იყვნეს და მომცენ იგინი“ (17,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: გამოაჩინებს აქა სიყუარულსა მას, რომელი აქუნდა მამისა მიმართ, თუ არა, მას არა თუ უჴმდა მოცემაჲ მათი, რამეთუ მან დაჰბადნა იგინი, და იგივე განაგებდა მათთჳს, და ვითარმცა მოცემულ იყვნეს იგინი? არამედ, ვითარცა ვთქუ, გამოაჩინებს ერთობასა მას, რომელი აქუს მამისა მიმართ. ხოლო უკუეთუ ვინ კაცობრივ გულისხმაჰყოფდეს სიტყუათა ამათ, ბოროტად იპოვოს გულისხმის-ყოფაჲ იგი. რამეთუ უკუეთუ ოდეს მამასა ჰყვეს, მაშინ არა ძისანი იყვნეს, არამედ უკუანაჲსკნელ მოსცნა ძესა. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ რაჟამს მოსცნა ძესა, თჳთ განეყენა მათისა უფლებისაგან. და ესე კუალად სხუაჲ უბოროტესი სიტყუაჲ არს, რამეთუ გამოჩნდების, ვითარმედ ოდეს მამისა თანა იყვნეს, არა სრულ იყვნეს, და რაჟამს ძესა თანა მოვიდეს, სრულ იქმნნეს. არამედ ესე სიტყუანი ეშმაკისანი არიან. ხოლო უფალი ამას მოასწავებს, ვითარმედ მამასა ჰნებავს ფრიად, რაჲთა ჰრწმენეს ყოველთა.
1 ესაია 9,6. 2 იოან. 17,4. 3 შდრ. იოან. 6,44,65. 4 შდრ. იოან. 14,6.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სიტყუაჲ შენი დაუმარხავს. და აწ უცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი მომეც მე, შენნი არიან“ (17,6-7).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს ესე, ვითარმედ: „სიტყუაჲ შენი დაუმარხავს“? გარნა ესე არს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: რომელ ჩემი ჰრწმენა და ჰურიათაჲ არა ისმინეს, რამეთუ იტყჳს: „რომელსა ჰრწმენეს მისი, მან დაჰბეჭდა, ვითარმედ ღმერთი ჭეშმარიტ არს“,1 „და აწ უცნობიეს“, რამეთუ ყოველსა რომელსა ვიტყჳ, შენ მიერ არს, და შენნი სიტყუანი არიან, და არა ესე ოდენ, არამედ ესეცა, ვითარმედ: „შენგან გამოვედ“ (17,8), რამეთუ ამას ისწრაფდა ყოლადვე დარწმუნებად.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე მათთჳს გევედრები“ (17,9).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს ესე? რამეთუ ვითარმცა არა იცოდა საქმჱ იგი, ესრეთ ასწავლის მამასა, ვითარცა კაცსა, რომელმანცა არა იცოდა. რაჲ არს უკუე ესე განყოფაჲ? ჰხედავა უკუე, რამეთუ სხჳსა არარაჲსათჳს იყო ლოცვაჲ მისი, არამედ ამისთჳს, რაჲთა ცნან, თუ ვითარი სიყუარული აქუს მათდა მიმართ? რამეთუ რომელი არა თჳსსა ოდენ შეწევნასა მისცემდა, არამედ სახესა ჰყოფდა, ვითარმცა სხუასაცა ევედრებოდა მათთჳს, უჩუენებდა, ვითარმედ ფრიადი აქუს მათა მიმართ სიყუარული. „მე მათთჳს გევედრებიო და არა სოფლისათჳს, არამედ რომელნი მომცენ მე“ (17,9), ზედაჲსზედა იტყჳს, რაჲთა ცნან, ვითარმედ მამასაცა ესრეთვე ჰნებავს. და მერმე, ვინაჲთგან ზედაჲსზედა თქუა, ვითარმედ: „შენნი იყვნეს და მომცენ“, რაჲთა დაჰჴსნას ბოროტი იჭჳ მათი, რომელთა ეგულებოდა თქუმად, ვითარმედ განყოფილ არს სადამე მამისაჲ ძისაგან, ახალი არს მისი უფლებაჲ, ამისთჳს შესძინა და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ჩემი ყოველი შენი არს, და შენი ჩემი არს, და დიდებულ ვარ მე მათ შორის“ (17,10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა სარწმუნოებაჲ ესე? რაჲთა რაჟამს გესმეს, ვი-თარმედ: „მომცენ“, არა ჰგონებდე, ვითარმედ ჴელმწიფებისაგან მამისა განშორებულ არიან და პირველ ამისა ძისაგან უცხო იყვნეს, ამისთჳს ესე ორივე იჭჳ დაჰჴსნა სიტყჳთა თჳსითა, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ნუცა, ოდეს გესმეს, თუ: „მე მომცენ“, ჰგონებ, თუ მამისაგან უცხო იქმნნეს, რამეთუ „ჩემი ყოველი მისი არს“, ნუცა, ოდეს გესმეს, თუ: „შენნი იყვნეს“, ჰგონებ, თუ ჩემგან უცხო იყვნეს, რამეთუ „მისი ყოველი ჩემი არს“. ხოლო სიტყუაჲ ესე, თუ: „მომცენ მე“, მსმენელთათჳს ითქუა, რამეთუ ყოველი, რაოდენი მამასა აქუს, ძისაჲ არს, და რაოდენი ძესა აქუს, მამისაჲ, ვითარ სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „ყოველი მამისაჲ ჩემი არს“.2 ხოლო სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „მომცენ მე“, და სხუანი ესევითარნი თქუნა, რამეთუ გამოაჩინებს, ვითარმედ: არა თუ უცხონი
1 იოან. 3,33. 2 შდრ. იოან. 16,15.
შევიწყნარენ, არამედ ჩემნი იყვნეს და შევიწყნარენ; და მერმე მიზეზიცა თქუა და გამოჩინებაჲ, ვითარმედ: „დიდებულ ვარ მათ შორის“, ესე იგი არს, ვითარმედ: ჴელმწიფებაჲ მაქუს მათ ზედა, და ვითარმედ: მადიდონ მე, რაჟამს ჩემდა მომართ და შენდა მომართ სწორად ჰრწმენეს. რამეთუ ესრეთცა იქმნა, და იგი ყოველნი მამისა და ძისათჳს მოკუდეს და სწორად ქადაგეს მამაჲ და ძჱ, ვითარცა სახელითა მისითა იქმოდეს ყოველსავე, ეგრეთვე სახელითა მისითა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არღარა ვარ მე სოფელსა ამას, და ესენი სოფელსა არიან“ (17,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: დაღაცათუ ჴორციელად არა ვჩნდე, არამედ ვიდიდებოდი მე მათ მიერ. ხოლო რაჲსათჳს იტყჳს ზედაჲსზედა, ვითარმედ: „არა ვარ სოფელსა შინა და შენ შეგვედრებ მათ. და ოდეს მათ თანა ვიყავ, მე ვსცევდი მათ“?1 რამეთუ ესე სიტყუანი უკუეთუ ვინ ესრეთ გულისხმა-ყვნეს, მრავალი ბოროტი შეემთხჳოს. რამე-თუ ვითარმცა იყო ესრეთ, თუ იგი განეშორა მათ სრულიად? და ვითარ სხუასა შეჰვედრნა? რამეთუ ესე საქმენი კაცთანი არიან, არამედ ესე ყოველი მათთჳს თქუა და გონებისა მათისათჳს, რაჲთამცა ყვნა, რომელ უმეტესსა შეწევნასა მოელოდეს, ვინაჲთგან იგი წარვიდა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „ოდეს მე ვიყავ, ვჰფარევდი მათ“; და კუალად მათ ჰრქუა, ვითარმედ: „მოვალ თქუენდა და თქუენ თანა ვიყო ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“.2 და ვითარ იტყოდა ამათ სიტყუათა, უკუეთუმცა თჳთ დაუტევებდა? არამედ, ვითარცა ვთქუ, მათისა იჭჳსაებრ იტყოდა, რაჲ-თა განიხარონ მცირედ, და მწუხარებასა მათსა ნუგეშინი-სცეს, რაჟამს ესმეს, ვითარმედ მამასა შეჰვედრებდა. რამეთუ ვინაჲთგან მრავალნი ნუგეშინის-ცემისა სიტყუანი ესმნეს მისგან და არა ჰრწმენა, ამისთჳს აწ მამასა ეტყჳს მათთჳს, რაჲთა უჩუენოს მათ სიყუარული თჳსი მათა მიმართ. ვითარ იტყოდა, რამეთუ: ვინაჲთგან თავისა შენისა მიმიწოდ, დაიცვენ ესენი, რამეთუ მე შენდა მოვალ? რასა იტყჳ, და შენ ვერ ძალგიცა დაცვაჲ მათი? - ჰე, ძალ-მიცო. - და რაჲსა იტყჳ სიტყუათა ამათ? - ამისთჳსო, „რაჲთა აქუნდეს სიხარული ჩემი სავსებით მათ შორის“ (17,13) და არა ეშინოდის, რამეთუ ჯერეთ არღა სრულქმნულ არიან. ხოლო ამას ყოველსა უფალი მათისა სიხარულისა და განსუენებისათჳს იტყოდა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „მე არა სოფელსა შინა ვარ, და ესენი სოფელსა შინა არიან“ (17,11). და იგინი ამასვე ჰგონებდეს, და მათისა იჭჳსათჳს თქუა ესე; და უკუეთუმცა ეთქუა, ვითარმედ: „მე ვჰფარევდ მათ“, არა ირწმუნებდეს. ამისთჳსცა თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა“ (17,11).
1 შდრ. იოან. 17,11-12. 2 შდრ. მათ. 28,20.
თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად ვითარცა კაცი იტყჳს და ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი, რამეთუ არასადა ჩანს, თუმცა სადა ეთქუა, თუ: სახელი-თა ჩემითა იქმნენინ ესე რაჲმე, ხოლო აქა იტყჳს ამას:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელნი მომცენ მე, დავიცვენ, და არავინ მათგანი წარწყმდა, გარნა ძჱ იგი წარწყმედისაჲ, რაჲთა წერილი აღესრულოს“ (17,12).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „ყოველი, რაოდენი მომეც, არა წარვწყმიდო მისგანი“.1 და არა იუდა ოდენ წარწყმდა, არამედ სხუანიცა მრავალნი უკუანაჲსკნელ. ვითარ უკუე იტყჳს, ვითარმედ: „არა წარვწყმიდო“? გარნა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ჩემსა ნაწილსა არა წარვსწყმედო, ვითარცა სხუასა ადგილსა იტყოდა, ვითარმედ: „არა განვაძო გარე“,2 ხოლო უკუეთუ ვინ ნეფსით ისწრაფოს წარწყმედად, მე იძულებით არა შევიპყრობ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მე აწ შენდა მოვალ და ამას ვიტყჳ სოფელსა შინა, რაჲთა აქუნდეს სიხარული ჩემი სავსებით“ (17,13).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ მრავალნი ესე სიტყუანი კაცობრივ თქუმულ არიან, და რომელი უგულისხმოჲ იყოს და დაბნელებული და ამათ სიტყუათა მიერ დაამდაბლებდეს ძესა, მან დაამდაბლოს მამაჲცა. რამეთუ იხილე პირველითგან, ვითარ რომელიმე სიტყუაჲ სწავლისაჲ არს და რომელიმე მცნებისაჲ. და სწავლისაჲ არს, რომელ იტყჳს, ვითარმედ: „არა სოფლისათჳს გევედრები“, ხოლო მცნებისაჲ: „მე დავიცვენ იგინი ვიდრე აქამომდე, და არავინ წარწყმდა; და აწ შენცა დაიცვენ იგინი“. არამედ ამათ ყოველთა განმარტებაჲ ესე არს, რამეთუ უძლურებისა მათისათჳს იტყოდა ესრეთ. ხოლო თქუა რაჲ, ვითარმედ: „არავინ წარწყმდა, გარნა ძჱ იგი წარწყმედისაჲ“, და შესძინა: „რაჲთა წერილი აღესრულოს“. რომელსა წერილსა იტყჳს? გარნა მას, რომელსა მრავალგზის იტყჳს. და რამეთუ წარწყმდებოდა, ამისთჳს თქუა წერილმან, და სხუაგანცა მითქუამს ამისთჳს, ვითარმედ ესე თჳსაგან სახჱ არს წერილისაჲ, რამეთუ ვითარცა მიზეზად დააწესებს მას, რომელი თჳთ აღესრულებოდის. და ჯერ-არს ყოვლისაჲვე გამოწულილვით გულისხმის-ყოფაჲ გონებასაცა მეტყუელისასა და პირსა საქმისასა და წესთა წერილისათა, რაჲთა არა ვსცთებოდით, რამეთუ იტყჳს მოციქული: „ძმანო, ნუ ყრმა იქმნებით გონებითა“.3
1 იოან. 6,39. 2 იოან. 6,37. 3 1 კორ. 14,20.
სწავლაჲ პა ვითარმედ ჯერ-არს ზეცისა დიდებისა ძიებაჲ და არა ქუეყანისაჲ; და მოწყალებისათჳს
ხოლო ამისი არა წერილთა ოდენ გულისხმის-ყოფისათჳს ჯერ-არს კითხვაჲ, არამედ საქმეთათჳსცა ჩუენთა, რამეთუ მცირეთა ყრმათა დიდთა საქმეთათჳს არა ჰსურის, არამედ უნდოთა საქმეთათჳს, მღერისათჳს სწადის ცუდთა და არარათა, რამეთუ შეიქმან მეფეთა თიჴისათა და საყდართა და ცხენთა, ხოლო ჭეშმარიტი მეფჱ არარად შეურაცხიეს. ეგრეთვე არიან კაცნი, რომელნი ამას ესევითარსა საქმესა იქმან, და ზეცისა კეთილთათჳს ესმის და ყოლადვე არა ზრუნვენ, ხოლო საქმეთა მათ ამაოთა და თიჴისათა, ვითარცა ყრმანი, ესრეთ მოსწრაფე არიან, და სიმდიდრჱ და დიდებაჲ და ყოველივე სოფლისაჲ უყუარს, რომელი-იგი ყრმათა მღერაჲ არს, ხოლო ჭეშმარიტსა მას ზეცისა დიდებასა და სუფევასა არა ეძიებენ, არამედ ვითარცა ყრმანი ამათ ამაოთათჳს ტირიან, ხოლო მათ ჭეშმარიტთა ყოლადვე არა მოიჴსენებენ. ამისთჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „ნუ ყრმა ხართ გონებითა“.1
კაცო, წარმავალთათჳს გსურის და წარუვალთა არა ეძიება? და შენ უკუეთუ ვინ იხილო, ვითარმედ დრაჰკანსა ოქროჲსასა დააგდებდეს და ტყჳვისასა აღირჩევდეს, ფრიად აბრალებ მისსა უმეცრებასა, ხოლო შენ ამისაცა უუნდოესსა შეჰკრებ და გგონიეს, ვითარმედ სიმდიდრჱ გაქუს. არამედ მე მდიდრად მას ვიტყჳ, რომელსა სოფლისა საქმენი შეურაცხ ექმნნეს. და არავინ შეურაცხ-ჰყოფს უნდოთა მათ საქმეთა, უკუეთუ სურვილი უზეშთაესისა მის სურვილისაჲ არა აქუნდეს, ვითარცა ტყჳვასა არავინ უგულებელს-ჰყოფს, უკუეთუ არა იცნას ოქროჲ. და შენცა უკუეთუ იხილო კაცი, რომელი ყოველსა სოფელსა თანაწარჰვიდოდის, ცან, ვითარმედ საუკუნოჲსა მის სურვილი დამკჳდრებულ არს მის თანა. ეგრეთვე მუშაკი მცირედსა იფქლსა შეურაცხ-ჰყოფს, რაჟამს უმეტესსა მოელოდის ნაყოფსა. და უკუეთუ სადა-ესე უცნაურ არს, თუ მოვი-ღოთ ნაყოფი ანუ არა, და ესრეთ შეურაცხ-ვჰყოფთ მონაგებსა ჩუენსა, არა უფროჲსად, სადა-იგი მტკიცე არს და უეჭუელ მოღებაჲ ნაყოფისაჲ, დავსთესოთა თესლი?
ამისთჳს გევედრები, ნუმცა დავიჭირვებთ კეთილთა მათ ზეცისა-თა; რაჲცა ჰნებავს, თქუას ვინ ჩუენთჳს, და ვის ჰნებავს, განრისხნებოდიან ზედაჲსზედა სწავლისა ამისთჳს და მრავალმეტყუელად გჳწოდენ, ხოლო მე არა დავსცხრე სწავლად და თქუმად სიტყუასა მას წინაჲსწარმეტყუელისასა, ვითარმედ: „ცოდვანი შენნი მოწყალებითა აღჴოცენ“.2
1 1 კორ. 14,20. 2 დან. 4,24.
არამედ ნუ ესრეთ, რაჲთამცა დღეს ჰქმენ და ხვალე დასცხერ; რამე-თუ ვითარცა ჴორცთა ამათ მარადღე საზრდელი უჴმს, ეგრეთვე არს სული, და უფროჲსად მას ეჴმარების, და უკუეთუ არა მივსცეთ, მოუ-ძლურდების. და ნუმცა უკუე შეურაცხ-ვჰყოფთ, რამეთუ ჭირსა შინა მოიშთვების მარადის, რამეთუ მრავალნი წყლულებანი მოვლენ მის ზედა გულისთქუმათაგან, გულისწყრომისაგან, ძჳრისზრახვისა, უდბებისა, ძჳრისჴსენებისა და შურისა. ჯერ-არს უკუე, რაჲთა წამალნიცა დავასხნეთ მის ზედა, ხოლო არა მცირე არს წამალი იგი მოწყალებისაჲ ყოველთათჳს წყლულებათა, რამეთუ „მიეცით მოწყალებაჲ, და ყოველივე წმიდა გეყოს თქუენ“,1 მოწყალებაჲ დადევით თქუენ ზედა და ნუ ანგაჰრებასა დასდებთ, რამეთუ მოწყალებაჲ ჯერ-არს, რაჲთა უცხო იყოს ყოვლისაგან უსამართლოებისა. უკუეთუ არა, მოწყალებაჲ ანგაჰრებით ქმნილი არად საჴმარ არს, არამედ რომელი წმიდა იყოს, იგი არს კეთილ და ყოვლისა უმჯობეს განანათლებს სულსა და შუენიერ-ჰყოფს და განაპოხებს.
ვიცხოთ უკუე ესე ზეთი ჴელთა ჩუენთა, რაჲთა კეთილად შეუძლოთ ეშმაკისა წინააღდგომად, რამეთუ ყოველივე ვნებაჲ დაჰჴსნდების მოწყალებისა მიერ. რამეთუ ვითარცა მკურნალი, რომელი მარადღე უძლურთა თანა იქცეოდის, დამდაბლდების, უკუეთუ გულისხმა-ჰყოფდეს ბოროტსა მას კაცობრივსა, ეგრეთვე ჩუენ უკუეთუ გლახაკთა თანა ვიქცეოდით და ვსწყალობდეთ მარადის, ფრიადი სიბრძნჱ მოვიგოთ ამის საქმისაგან და ყოველივე სოფელი შეურაცხ-ვყოთ და ავმაღლდეთ ზეცად და ადვილად მივემთხჳნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 შდრ. ლუკ. 11,41.