თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს ესე? რამეთუ ვითარმცა არა იცოდა საქმჱ იგი, ესრეთ ასწავლის მამასა, ვითარცა კაცსა, რომელმანცა არა იცოდა. რაჲ არს უკუე ესე განყოფაჲ? ჰხედავა უკუე, რამეთუ სხჳსა არარაჲსათჳს იყო ლოცვაჲ მისი, არამედ ამისთჳს, რაჲთა ცნან, თუ ვითარი სიყუარული აქუს მათდა მიმართ? რამეთუ რომელი არა თჳსსა ოდენ შეწევნასა მისცემდა, არამედ სახესა ჰყოფდა, ვითარმცა სხუასაცა ევედრებოდა მათთჳს, უჩუენებდა, ვითარმედ ფრიადი აქუს მათა მიმართ სიყუარული. „მე მათთჳს გევედრებიო და არა სოფლისათჳს, არამედ რომელნი მომცენ მე“ (17,9), ზედაჲსზედა იტყჳს, რაჲთა ცნან, ვითარმედ მამასაცა ესრეთვე ჰნებავს. და მერმე, ვინაჲთგან ზედაჲსზედა თქუა, ვითარმედ: „შენნი იყვნეს და მომცენ“, რაჲთა დაჰჴსნას ბოროტი იჭჳ მათი, რომელთა ეგულებოდა თქუმად, ვითარმედ განყოფილ არს სადამე მამისაჲ ძისაგან, ახალი არს მისი უფლებაჲ, ამისთჳს შესძინა და თქუა:
სახარებაჲ იოვანესი 17:9
8. რამეთუ სიტყუანი, რომელნი მომცენ მე, მივსცენ მათ, და მათ მიიხუნეს და ცნეს ჭეშმარიტად, რამეთუ შენგან გამოვედ, და ჰრწმენა, რამეთუ შენ მომავლინე მე.9. მე მათთჳს გკითხავ; არა თუ სოფლისათჳს გკითხავ, არამედ მათთჳს, რომელნი მომცენ მე, რამეთუ შენნი არიან.10. და ჩემი ყოველი შენი არს, და შენი ჩემი არს, და დიდებულ ვარ მე მათ შორის.
სახარებაჲ იოვანესი თავი 17