თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ უგუნურებაჲ უკეთური! მსგავსსა თჳსსა კაცისმკლველსა ითხოვენ და უბრალოსა მისცემენ სიკუდიდ, რამეთუ ესე ჩუეულებაჲ მათა პირველითგან იყო. ხოლო შენ ამას ყოველსა ზედა გულისხმა-ყავ კაცთმოყუარებაჲ მეუფისაჲ. ამას ზედა გუემა იგი პილატე, ნუუკუედა ამისთჳს, რაჲთამცა გულისწყრომაჲ ჰურიათაჲ დაჰჴსნა, და არღამცა მოკლეს; და ამისთჳს ტანჯა და შეუნდო მჴედართა მათ ძოწეულისა მის შემოსად და გჳრგჳნისა მის ეკლისა დარქუმად და მერმე გჳრგჳნოსანი განიყვანა მათა მიმართ, (შდრ. მათ. 27, 26-30); ; რაჲთამცა დასცხრა გულისწყრომაჲ მათი, და იხილონ რაჲ შეურაცხებაჲ მისი, აღმოაგდონ გესლი გულისაგან და დასცხრენ. ხოლო უფალი ამას ყოველსა ზედა დუმნა, ვითარცა-იგი პირველ, განიკითხვიდეს რაჲ. ხოლო შენ ნუ ოდენ ისმენ სიტყუათა ამათ, არამედ გონებადცა მიიღე; და იხილე მეუფჱ იგი ყოვლისა დაბადებულისაჲ, ვითარ ემღერდეს მას მჴედარნი იგი სიტყჳთ და საქმით, და ყოველსავე დუმილით თავს-იდებდა, და ჰბაძევდ მას შენცა საქმით. რამეთუ ვინაჲთგან თქუა პილატე, ვითარმედ: „მეუფჱ...
სახარებაჲ იოვანესი 18:39
38. ჰრქუა მას პილატე: რაჲ არს ჭეშმარიტებაჲ? და ვითარცა ესე თქუა, კუალად გამოვიდა და ჰრქუა ჰურიათა მათ: მე არცა ერთსა ბრალსა ვჰპოებ ამის თანა.39. ხოლო არს ჩუეულებაჲ თქუენი, რაჲთა ერთი მიგიტეო თქუენ დღესასწაულსა ამას. გნებავსა, რაჲთა მიგიტევო თქუენ მეუფჱ ჰურიათაჲ?40. კუალად უკუე ღაღატ-ყვეს ყოველთა და თქუეს: ნუ ეგე, არამედ ბარაბა. და იყო ესე ბარაბა ავაზაკი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 18