მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 19:1

1. მაშინ მოიყვანა პილატე იესუ და ტანჯა იგი.2. და ერისაგანთა მათ შეთხზეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და სამოსელი ძოწეული შეჰმოსეს მას.
სახარებაჲ იოვანესი თავი 19
1. მაშინ მოიყვანა პილატე იესუ და ტანჯა იგი.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მე ამისთჳს შობილ ვარ და ამისთჳს მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. და ყოველი რომელი იყოს ჭეშმარიტებისაგან, ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ“ (18,37).

თ ა რ გ მ ა ნ ი: საკჳრველ არს სულგრძელებაჲ, და ვითარცა ნავთსაყუდელად მიიყვანებს სულსა დაწყნარებად და განათავისუფლებს ღელვათაგან და სულთაგან ბოროტთა. და ესე ქრისტემან მრავალგან გუასწავა, ხოლო უფროჲსად, რაჟამს-იგი შეიპყრეს ჰურიათა, რამეთუ ანასცა ფრიადითა დაწყნარებულებითა მიუგო და მონასა მას, რომელმან სცა ყურიმალსა, ჰრქუნა სიტყუანი ფრიადისა სულგრძელებისა და ურისხველობისანი; და კუალად კაიაფაჲსა და მერმე პილატესა მივიდა და ესეზომსა ჟამსა ფრიადი აჩუენა სიმშჳდე. და იტყოდეს იგინი, ვითარმედ: ბოროტისმოქმედი არს, და მხილებაჲ ვერ ძალ-ედვა, და იგი დუმნავე. ხოლო რაჟამს ჰკითხა პილატე მეუფებისათჳს, მაშინ ჰრქუა მას, რაჲთამცა ასწავა და აღიყვანა გონებაჲ მისი სიმაღლედ. ხოლო პილატე რაჲსათჳს თჳსაგან შეიყვანებს და არა ჰკითხავს მათ წინაშე? ამისთჳს, რამეთუ აქუნდა მისთჳს დიდი რაჲმე გულისსიტყუაჲ, და რაჲთა არა დაუხრწევდეს ამბოხებაჲ მათი, ამისთჳს თჳსაგან ჰკითხა, რაჲთამცა ცნა ყოველივე...

სრულად ნახვა
თავი ჱ̂. ჰურიათა აღდგომისათჳს სტეფანეს ზედა და ქვითა განტჳნვისა მისისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ესე მოსე, რომელი უარ-ყვეს და თქუეს, — ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა, — ესე ღმერთმან მთავრად და მჴსნელად მოუვლინა ჴელითა მის ანგელოზისაჲთა, რომელი ეჩუენა მაყულოვანსა მას შინა (7.35).:

..., — ესე ღმერთმან მთავრად და მჴსნელად მოუვლინა ჴელითა მის ანგელოზისაჲთა, რომელი ეჩუენა მაყულოვანსა მას შინა (7.35).

თარგმანი: ამას ქრისტეს სახედ შემოიღებს, ვითარმედ: ვითარ-იგი მაშინ უარყოფილი მოსე ღმრთივ დადგინებულ მთავარ და მჴსნელ ექმნა ისრაელთა, ეგრეთვე აწ ჯუარის-მცუმელთა მიერ თქუმული — "არა გჳვის ჩუენ მეუფე" () — ღმერთმან მამამან ღმერთი ძე მეუფედ და მჴსნელად ყოველთა მორწმუნეთა სოფლად მოავლინა, რამეთუ ესე თჳთ იგი არს, — პირველ საუკუნეთა ჴელი მარჯუენე და მკლავი მამისაჲ, ანგელოზი ქადაგი დიდისა მის ზრახვისაჲ, ღმერთი აბრაჰამისი და მისგანთაჲ, რომელი ეჩუენა მოსეს მაყულოვანით და ეგჳპტედ წარავლინა იგი.

ამან გამოიყვანნა იგინი და ქმნა ნიშები და სასწაულები ქუეყანასა მას ეგჳპტისასა და ზღუასა მას მეწამულსა და უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ. ესე არს მოსე, რომელმან-იგი ჰრქუა ძეთა ისრაელისათა, ვითარმედ: წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა-ესე მე, მისი ისმინეთ (7,36-37).

თარგმანი: შემდგომად მოსეს შესხმისა ჟამიერად შემოაქუს წამებაჲ მისი წიგნისაგან მეორისა შჯულისა, ვითარმედ: უეჭუელად ჯერ-არს აღსრულებად წინაჲსწარმეტყუელებასა შჯულის-მდებელისასა, რამეთუ აჰა წინაჲსწარმეტყუელი იგი, მსგავსი მისი თჳსთაგან დაწუნ...

სრულად ნახვა
თავი დ̂. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა და სწავლისათჳს ერისა პეტრეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ღმერთმან აბრაჰამისმან და ისაკისმან და იაკობისმან, ღმერთმან მამათა ჩუენთამან ადიდა ძე თჳსი იესუ, რომელი თქუენ მიეცით და უარ-ჰყავთ წინაშე პილატესსა, რომელმან საჯა განტევებაჲ მისი. ხოლო თქუენ წმიდაჲ იგი და მართალი უარ-ჰყავთ, და ითხოვეთ კაცი იგი კაცის-მკვლელი მიმადლებად თქუენდა, ხოლო წინამძღუარი იგი ცხორებისაჲ მოჰკალთ, რომელი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, რომლისა ვართ ჩუენ მოწამე. და სარწმუნოებითა სახელისა მისისაჲთა ამას რომელსა ხედავთ და იცით, განამტკიცა სახელმან მისმან და სარწმუნოებამან მისმან მოსცა მას სიცოცხლე ესე წინაშე თქუენ ყოველთა. (3,13-16).:

...ცხა: ამისთჳს პეტრე ქადაგებს მას ღმრთად და კაცად და ეგრეთღა სიმაღლესა ამათ სიტყუათასა დაჰფარავს მამისა მიერ აღდგინებითა, და თავთა თჳსთა უწოდს მოწამედ აღდგომისა მისისა, ხოლო ჰურიათა — მიმცემელად წმიდისა მის და მართლისა, რაჟამს მისცეს პილატეს, და უვარის-მყოფელად, რაჟამს თქუეს: "არა გჳვის ჩუენ მეუფე, გარნა კეისარი" (), და რაჟამს მის წილ ბარაბა გამოითხოვეს, ხოლო მკლველად —რაჟამს თქუეს: "სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა" ().

და აწ უწყი, ძმანო, რამეთუ უმეცრებით ჰქმენით, ვითარცა-იგი მთავართა თქუენთა, ხოლო ღმერთმან, რომელი-იგი წინაჲსწარ აღუთქუა პირითა წინაჲსწარმეტყუელთა მისთაჲთა, ვნებაჲ ქრისტესი აღასრულა ესრეთ (3,17-18).

თარგმანი: ვინაჲთგან განაფიცხა მხილებაჲ დადებითა მათ ზედა ბრალსა მკლველობისასა, აწ ნუგეშინის-ცემით ეტყჳს: აწ უწყი თქუენისა მაგის მოქცევისა და სინანულისაგან, ვითარმედ უმეცრებით ჰქმენით, რაჲ-იგი ქრისტეს ზედა ჰქმენით თქუენცა და მთავართაცა თქუენთა. ხოლო ამის მიერ განუღებს მათ კარსა სინანულისასა, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთა წინამოსწავებულად იტყჳს ვნებასა ქრისტესსა, ვითარმედ: ნებსით ივნო ცხორებისათჳს ყოვლისა სოფლისა, სათნო-ყოფითა მამისაჲთა, და არათუმცა ესე ყოფილ იყო, შემძლ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მისცა იგი მათ პილატე, რაჲთა ჯუარს-აცუან, ხოლო მათ წარიყვანეს იგი. და ეკიდა მას ჯუარი თჳსი, და აღვიდოდა იგი ადგილსა მას თხემისასა“ (19,16-17).:

...(იოან. 18,36) არამედ მან უბადრუკმან არა ინება მცირედისაცა სიბრძნისა ჴმარებაჲ და ჩუენებასაცა ზედა ცოლისა თჳსისასა, რომელი კმა იყო შეშინებად, ამას ყოველსა ზედა არა შეიკდიმა, არცა აღიხილნა ზეცად, არამედ მისცა მათ იგი. ხოლო მათ აღჰკიდეს ჯუარი, და ვითარცა დაშჯილსა, რამეთუ ძელისა მისცა შეხებად იზმნიდეს, ამისთჳსცა თავადსა აღჰკიდეს, და ვი-თარცა წარვლესრე, პოვეს სჳმონ კჳრინელი, რომლისათჳს იტყჳან სხუანი მახარებელნი, და მერმე აღიღეს უფლისაგან და მას ზედა დადვეს იგი. ; ; არამედ აქა იოვანე უფლისათჳს იტყჳს, რომელსა ზედა დადვეს ჯუარი, გან-რაჲ-იყვანებდეს სამშჯავროჲთ. ეგრეთვე იყო სახესა მას ზედა, რამეთუ მაშინცა ისაკ აღიკიდა შეშაჲ, არამედ მუნ ნებისამებრ მამისა იქმნა საქმჱ იგი, რამეთუ სახჱ იყო, ხოლო აქა ჭეშმარიტებით აღესრულა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ იყო და არა იგავი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მივიდეს თხემისა ადგილსა, სადა-იგი ჯუარსაცუეს“ (19,17-18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ იტყჳან ვი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ მოიწია ჟამი, რაჲთა იდიდოს ძჱ კაცისაჲ“ (12,23).:

...(მათ. 15,26); და ესრეთ, ვიდრემდის არა ჯუარს-აცუეს იგი და მოკლეს, არა დაუტევნა იგინი, ხოლო რაჟამს მათ თჳთ მოიძულეს და მოკლეს იგი, მიერითგან არღარად საჴმარ იყო მათ თანა დადგრომაჲ, რამეთუ მათ თჳთ იჯმნეს და თქუეს, ვითარმედ: „არა გჳვის მეუფჱ, გარნა კეისარი“. მერმე უკუე დაუტევნა იგინი, რამეთუ მათ დაუტევეს იგი. ამისთჳს იტყჳს: „რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა თქუენთაჲ, და არა ინებეთ“. ; ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მარცუალი იფქლისაჲ არა დავარდეს ქუეყანასა ზედა და მოკუდეს“ (12,24)?

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე ჯუარს-ცუმისათჳს თქუა, რაჲთა არა იტყოდიან, ვითარმედ: რაჟამს წარმართნიცა მოუჴდეს, მაშინ მოიკლა. და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: თჳთ სიკუდილმან ჩემმან უმეტესად მოიყვანნეს იგინი, და აღორძნეს ქადაგებაჲ ჩემი“. და მერმე საქმჱცა ესე სახედ მოარ-თუა, რამეთუ: იფქლსაცა ზედა ესე იქმნების, და სიკუდილითა თჳსითა უმეტესსა ნაყოფსა მოიღებს. უკუე არა ჩემ ზედა უფროჲს იქმნესა ესე?

სწავლაჲ ჲვ სარწმუნოებისათჳს მართლისა

ხ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა ჯდა პილატე საყდართა ზედა, მოუვლინა მას ცოლმან თჳსმან და ჰრქუა: არარაჲ ძეს შენი და მართლისა მაგის კაცისაჲ, რამეთუ მრავალი მევნო მე ჩუენებით მაგისთჳს დღეს“ (27,19).:

...და, უკუეთუ საფასეთა იუნჯებდა, უკუეთუ საჭურველთა ჭედდა ანუ სხუასა რასმე ესევითარსა იქმოდა. ხოლო მან არარაჲ გამოიკულია, არამედ ესრეთ უგუნურებითა და სიცოფით მიჰყვებოდა ნებასა ბოროტისა მის ერისასა.

ამისთჳს არა ყო იგი ქრისტემან გარეგან ბრალისა, არამედ ჰრქუა, ვი-თარმედ: „მიმცემელსა ჩემსა შენდა უდიდესი ცოდვაჲ აქუს“, და გამოაჩინა, ვითარმედ: დაღაცათუ მიმცემელსა მას უდიდესი ცოდვაჲ აქუს (გინა თუ იუდას იტყჳს, გინა თუ მღდელთმოძღუართა, რამეთუ მათ მისცეს პილატეს), გარნა არცა უგუნური იგი მთავარი გარეგან ცოდვისა არს, რამე-თუ მუნ ეშინოდა მას შიში, სადა-იგი არა იყო შიშ. უგუნურებითა სავსე იყო იგი და დაჴსნილებითა, ხოლო მღდელთმოძღუარნი იგი - უკეთურებითა, შურითა, ზაკუვითა და ბოროტებითა. ამისთჳსცა დაარწმუნეს ერსა მას, რაჲთა მოითხოონ ბარაბა.

ჰხედავთა, რავდენი ღონე აჩუენა ქრისტემან, რაჲთამცა მოდრიკნა ფიცხელნი იგი გულნი მათნი, და რაჲზომ ისწრაფეს მათ, რაჲთა სრულიად უსიტყუელ-ყვნენ თავნი თჳსნი?

ჵ უშჯულონო! ჵ ნაწილნო ეშმაკისანო! ჵ შვილნო წარწყმედისანო! ვისი უმჯობეს იყო გამოთხოვაჲ და განტეობაჲ: განცხადებულისა მის კაცისმკლველისა და შესწავებულისა მის ავაზაკისა, რომელსა ურიცხჳ კაცის-კლვაჲ ექმნა, ანუ უფლისა იესუჲსი, რომლისა თანა ბრალი არცა ერთი იპოვა?

ვაჲ სულისა თქ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განაქრიოს იგი“ (21,44).:

...აჲსწარმეტყუელმან, და გულისჴმა-ყავთ, რომელსა იტყჳს ეკალსა ანუ რომელსა ღაღადებასა.

ეკალსა მოასწავებს ყოველსა უშჯულოებასა მათსა, და უმეტესად, რომელ-იგი შეთხზნეს ეკალთაგან გჳრგჳნი და დადგეს თავსა მეუფისასა; ხოლო ღაღადებაჲ, რომელ ქმნეს, ყოველთა მიერ საცნაურ არს, რაჟამს ღაღად-ყვეს: „აღიღე ეგე, აღიღე და ჯუარს-აცუო“. ამისთჳს ისმინეთ შემდგომიცა სიტყუაჲ ჴმამაღლისაჲ მის: „აწ გითხრაო, რაჲ უყო სავენაჴესა მას ჩემსა: მოვარღჳო ზღუდე მისი, და იყოს მიმოსატაცებელ, და დავარღჳო კედელი მისი, და იყოს დასათრგუნველ, და დაუტეო სავენაჴე ჩემი, და არა განისხლას და არცა მოითოჴნოს, და აღმოსცენდეს მას, ვითარცა ოჴერსა, ეკალი; და ღრუბელთა უბრძანო, რაჲთა არა წჳმონ მას ზედა წჳმაჲ; რამე-თუ სავენაჴე უფლისა საბაოთისი სახლი ისრაჱლისაჲ არს“. და კუალად სხუაჲ წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს: „რაჲ ბრალობაჲ პოეს ჩემ თანა მამათა თქუენთა? ერო ჩემო, რაჲ გავნე შენ, ანუ რაჲ შეგაწუხე შენ?“ ;

ეგრეთვესახედ აწ თავადმან მათითავე პირითა ათქუმია სასჯელი მა-თი და თჳსითა ბრძანებითა დაამტკიცა და წინაჲსწარმეტყუელებაჲ დავი-თისი წინაუყო. ამას ყოველსა ზედა...

სრულად ნახვა