თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ თავი თჳსი დასაჯა თჳთვე? რამეთუ უკუეთუ შენ გაქუს ყოვლისავე ჴელმწიფებაჲ, უბადრუკო და ამაოო, რამეთუ მიზეზსა არცა ერთსა ჰპოებ, რად არა განუტეობ? ვინაჲთგან უკუე თჳთ დაჰსაჯე თავი შენი. ამისთჳს ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: „მიმცემელსა ჩემსა შენდა უდიდჱსი ცოდვაჲ აქუს“ (19,11), რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ მასცა ფრიადი ცოდვაჲ აქუს, დაღაცათუ მიმცემელთა უმეტესი აქუს. და მერმე დაამდაბლებდა მისსა გონებასა და ეტყოდა, ვი-თარმედ: „არა გაქუს ჴელმწიფებაჲ ჩემ ზედა არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო“ (19,11), უჩუენებდა, ვითარმედ დიდი საიდუმლოჲ არს საქმჱ იგი და არა თუ ესრეთ ლიტონად ქმნილი. ხოლო რაჲთამცა ესმა რაჲ, თუ: „ზეგარდამო მოცემულ არს“, და ჰგონებდა, ვითარმედ გარეგან ბრალისა არს, ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „უდიდჱსი ცოდვაჲ აქუს მათ“, რამეთუ აქა „მოცემასა“ არა თუ სხუასა რას იტყჳს, არამედ მიშუებასა, ესე იგი არს, ვითარმედ: შენდობილ არს ყოფად ამის საქმისა; არამედ არა თუ ამისთჳს გარეგან ბრალისა ხართ, - შეაშინა იგი სიტყჳთა. ამისთჳსცა ენება განტევებაჲ მისი, არამედ იგინი ღაღადებდეს: „უკუეთუ ეგე განუტევო, არა ხარ...
სახარებაჲ იოვანესი 19:10
9. და შევიდა კუალად მუნვე ტაძრად და ჰრქუა იესუს: ვინაჲ ხარ შენ? ხოლო იესუ სიტყუაჲ არა მიუგო მას.10. ჰრქუა მას პილატე: მე არას მეტყჳა? ანუ არა უწყია, რამეთუ ჴელმწიფებაჲ მაქუს ჯუარს-ცუმად შენდა და ჴელმწიფებაჲ მაქუს განტევებად შენდა?11. ჰრქუა მას იესუ: არა გაქუს ჴელმწიფებაჲ ჩემი არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო. ამისათჳს მიმცემელსა ჩემსა შენდა უდიდესი ცოდვაჲ აქუს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 19