თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა ნებსით თჳსით, თჳსითა პირითა განვარდეს ღმრთისა მეუფებისაგან და კეისარი აღირჩიეს მეუფედ. და ამისთჳს უფალმან მათისა სიტყჳსაებრ მისცნა კეისარსა, და ვინაჲთგან მისი მეუფებაჲ უარ-ყვეს, დაუტევნა იგინი, რომელნი ღაღადებდეს ჯუარსცუმად მისა. რამეთუ სიკუდილი იგი ჯუარს-ცუმისაჲ ბოროტ იყო და წყევასა ქუეშე, ამისთჳს ინებეს მით მოკლვაჲ, რაჲთამცა სრულიად აღჴოცეს მისი საჴსენებელი, და არა გულისხმა-ყვეს, თუ ვითარ გამოჩნდების ჭეშმარიტებაჲ და მისი იგი დიდებაჲ.
სახარებაჲ იოვანესი 19:14
13. ხოლო პილატეს რაჲ ესმა სიტყუაჲ ესე, გამოიყვანა იესუ გარე და დაჯდა იგი საყდართა ზედა, ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან ქვაფენილ, ხოლო ებრაელებრ კაპპათა.14. და იყო პარასკევი პასქაჲსაჲ, და ჟამი იყო მეექვსე. ჰრქუა პილატე ჰურიათა მათ: აჰა მეუფჱ თქუენი!15. ხოლო იგინი ღაღადებდეს და იტყოდეს: აღიღე, აღიღე და ჯუარს-აცუ ეგე! ჰრქუა მათ პილატე: მეუფე თქუენი მე ჯუარს-ვაცუაა? მიუგეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ჰრქუეს: არა გჳვის ჩვენ მეუფჱ, გარნა კეისარი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 19