თ ა რ გ მ ა ნ ი: ქველისმოქმედებანი უკეთურთა და უგუნურთა მავნებელ ექმნებიან, რამეთუ ჰურიათაცა პირველ აქუნდა მადლი ღმრთისაჲ და შეწევნაჲ, და მოიძიეს მონებაჲ წარმართთაჲ და უდაბნოს მანანაჲსა წილ ნიორისა გული უთქუმიდა, და აწ მეუფებაჲ ქრისტესი უარ-ყვეს და კეისრისაჲ დაიდვეს თავთა თჳსთა ზედა. ამისთჳსცა უფალმან მისცა მათ მეუფჱ მათისა სიტყჳსაებრ. ხოლო ესე ესმა რაჲ პილატეს, მისცა, რაჲთა ჯუარს-აცუან ფრიად უჯეროდ. რამეთუ ჯერ-იყო, რაჲთამცა ეკითხა, თუ ოდეს-ძი ინება მან მეფობისა მის, რამეთუ პირველვე ბრძანა ქრისტემან, ვითარმედ: „ჩემი მეუფებაჲ არა არს ამის სოფლისაგან“, არამედ მან უბადრუკმან არა ინება მცირედისაცა სიბრძნისა ჴმარებაჲ და ჩუენებასაცა ზედა ცოლისა თჳსისასა, რომელი კმა იყო შეშინებად, ამას ყოველსა ზედა არა შეიკდიმა, არცა აღიხილნა ზეცად, არამედ მისცა მათ იგი. ხოლო მათ აღჰკიდეს ჯუარი, და ვითარცა დაშჯილსა, რამეთუ ძელისა მისცა...
სახარებაჲ იოვანესი 19:17
16. მაშინ მისცა იგი მათ, რაჲთა ჯუარს-ეცუას. ხოლო მათ წარიყვანეს იესუ.17. და ეკიდა თჳთ ჯუარი თჳსი, და განვიდა ადგილსა მას თხემისა, რომელსა ჰრქჳან ებრაელებრ გოლგოთა.18. და მუნ ჯუარს-აცუეს იგი, და მის თანა სხუანი ორნი ამიერ და იმიერ და შორის იესუ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 19