მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 19:26

25. ხოლო დგეს ჯუარსა მას თანა იესუჲსსა დედაჲ მისი დაჲ დედისა მისისაჲ, მარიამ კლეოპაჲსი, და მარიამ მაგდალენელი.26. ხოლო იესუ ვითარცა იხილა დედაჲ თჳსი და მოწაფე იგი, რომელი უყუარდა, წინაშე მდგომარენი, ჰრქუა დედასა თჳსსა: დედაკაცო, აჰა ძე შენი!27. და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაჲ შენი! და მიერითგან წარიყვანა იგი მოწაფემან მან თჳსთა თანა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 19
26. ხოლო იესუ ვითარცა იხილა დედაჲ თჳსი და მოწაფე იგი, რომელი უყუარდა, წინაშე მდგომარენი, ჰრქუა დედასა თჳსსა: დედაკაცო, აჰა ძე შენი!
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „დედაკაცო, აჰა ძჱ შენი! მერმე ჰრქუა მოწაფესა მას: აჰა დედაჲ შენი!“ (19,26-27).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ეჰა პატივი იგი! რაბამითა პატივითა პატივ-სცა მოწაფესა მას, რამეთუ ვინაჲთგან წარვიდოდა, ნაცვალად თჳსა მოწაფესა შეჰვედრა და ჰრქუა: „აჰა დედაჲ შენი!“ რომლისათჳსცა „წარიყვანა მან თჳსთა თანა“. ხოლო ესე ქმნა, რაჲთამცა გუასწავა უფროჲს ყოვლისა მშობელთათჳს ზრუნვაჲ. ხოლო უკუეთუ სულისა სარგებელსა დაგჳხრწევდენ, არა ჯერ-არს მათი შერაცხაჲ, და უკუეთუ არა გუავნებდენ სულსა, უფროჲს ყოვლისა მათი ჯერ-არს ზრუნვაჲ.

სიტყვა დღესა ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა მიძინებისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ოდეს კაცი ვინმე გარდაიცვლება ქვეყანაზე, მაშინ ყოველნი მისნი მახლობელნი, მცნობელნი და მონათესავენი სტირიან და სწუხან; ხოლო დღესა გარდაცვალებისასა დიდხანს იხსენებენ გლოვითა და მწუხარებითა. გარნა ჩვენ ქრისტიანენი, სიხარულითა და დღესასწაულობითა ვიხსენებთ დღეს მიძინებასა, ანუ მიცავლებასა ყოვლადწმიდისა ღვთის-მშობელისასა. რას ნიჰშნავს ეს უჩვეულო განწესება წმიდის ეკკლესიისა? ნაცვლად ჩვეულებრივისა ტირილისა და მწუხარებისა, რისთვის გვიხარიან და ვდღესასწაულობთ ჩვენ დღესა ყოვლადწმიდის გარდაცვალებისასა? მისთვის, რომელ მიძინება, ანუ გარდაცვალება ყოვლადწმიდისა ღვთის-მშობლისა არ იყო მსგავსი გარდაცვალებისა სხვათა კაცთასა. რისთვის ვსწუხვართ და ვსტირით ჩვენ, როდესაც გარდაიცვლება კაცი ვინმე? მისთვის, რომელ მოგვაკლდება მისი ხილვა, მასთან მუსაიფობა; მონათესავეთა მისთა მოაკლდება მისგან ნუგეში; რომელნი შრომითა მისითა იზრდებოდენ, მათ მოაკლდებათ საზრდო; ერთი სიტყვით, სიკვდილი ერთისა კაცისა არის დიდი მოკლება მრავალთა სხვათა კაცთათვის. გარნა არა ესრეთი იყო მიცვალება ყოვლადწმიდისა ღვთის-მშობლისა. მიძინებითა მისითა არა თუ მოაკლდა რაიმე მახლობელთა მისთა და სოფელსა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის