მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 19:28

27. და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაჲ შენი! და მიერითგან წარიყვანა იგი მოწაფემან მან თჳსთა თანა.28. ამისა შემდგომად იხილა იესუ, რამეთუ ყოველივე აღსრულებულ არს. და რაჲთა აღესრულოს წერილი იგი, თქუა: მწყურის.29. დგა მუნ ჭურჭელი ძმრითა სავსე. და მათ ღრუბელი აღავსეს ძმრითა მით უსუპსა თანა და დაადგეს ლერწამი და მიუპყრეს პირსა მისსა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 19
28. ამისა შემდგომად იხილა იესუ, რამეთუ ყოველივე აღსრულებულ არს. და რაჲთა აღესრულოს წერილი იგი, თქუა: მწყურის.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად იხილა იესუ, რამეთუ ყოველივე აღესრულა, და რაჲთა აღესრულოს წერილი, თქუა: მწყურის“ (19,28).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილა, რამეთუ ყოველივე განგებულებაჲ მისი აღესრულა, რამეთუ მისსა ჴელმწიფებასა შინა იყო სიკუდილი და არასიკუდილი. და ამისთჳს, ვიდრემდის აღესრულა ჟამი, არა ინება სიკუდილისა გემოჲსხილვაჲ. ხოლო თქუა, ვითარმედ: „მწყურის“, რაჲთამცა იგიცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ აღასრულა. ხოლო შენ მათი ბილწებაჲ იხილე, რამეთუ დაღაცათუ ბევრეულნი მტერნი გუესხნენ და ვიხილნეთ იგინი სიკუდილსა შინა, მოვდრკებით, ხოლო იგინი არავე მოდრკეს ყოველსა მას ზედა, არამედ უფროჲსად განფიცხნებოდეს და კიცხევასა განადიდებდეს; და ძმარსა ღრუბლითა მიუპყრობდეს და უსუპი ლერწამსა ზედა დადვეს და ესრეთ მიუპყრეს, ; რამეთუ თჳთცა არა ენება შეხებაჲ მისი, ვითარცა ბოროტისა რაჲსამე, არამედ ლერწმითა და უსუპითა მიუპყრობდეს, ხოლო თავადმან მიიღო რაჲ ძმარი იგი, თქუა: „აღსრულებულ არს წერილი“ (19,30). ჰხედავა, ვითარ ყოველსავე ჴელმწიფებით იქმს? და შემდგომიცა ისმინე, ვითარ, იხილა რაჲ, რამეთუ ყოველი წერილი აღსრულებულ იყო, „მიიდრიკა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის