თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ, ვითარ ძლიერ არს ჭეშმარიტებაჲ, რამეთუ საქმეთა მათ მიერ, რომელთა იგინი მოსწრაფე იყვნეს, წინაჲსწარმეტყუელებაჲ აღესრულებოდა. რამეთუ მო-რაჲ-ვიდეს მჴედარნი, სხუათა მათ ორთა წჳვნი შემუსრნეს, ხოლო იესუჲსნი - არა, არამედ ჰურიათა მომადლებისათჳს ლახურითა უგუმირეს გუერდსა1 და მკუდარსა მას გუამსა ჰგუემდესვე. ჵ შეგინებული იგი და ბილწი გონებაჲ! არამედ ნუ შეჰშფოთნები, ნუცა მჭმუნვარე იქმნები, საყუარელო, რამეთუ რომელსა იგინი იქმოდეს გონებითა უკეთურითა, იგი ყოველი ჭეშმარიტებასა შეეწეოდა, რამეთუ ესეცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ იყო, რომელი იტყოდა: „იხილონ, რომელსაცა უგუმირეს“ (19,37), და შემდგომად ამისა სარწმუნოებისა მიზეზ იქმნებოდა ურწმუნოთათჳს, ვითარ-იგი თომას, და კუალად საიდუმლოჲ საშინელი აღესრულებოდა, რამეთუ „გარდამოეცა სისხლი და წყალი“ (19,34). და არა ლიტონად და ცუდად გამოვიდეს ორნი ესე წყარონი, არამედ ვინაჲთგან ამათ ორთა მიერ არს საიდუმლოჲ ეკლესიისაჲ, და იციან მორწმუნეთა, რამეთუ წყლითა იშვებიან და სისხლითა და ჴორცითა უფლისაჲთა იზარდებიან; ამისთჳსცა წყალსა შევჰრევთ ღჳნოსა...
სახარებაჲ იოვანესი 19:31
30. და ოდეს მიიღო ძმარი იგი იესუ, თქუა: ესეცა წერილი აღსრულებულ არს. და მიიდრიკა თავი და განუტევა სული.31. ხოლო ჰურიათა მათ, რამეთუ პარასკევი იყო, რაჲთა არა დაადგრეს გუამი მისი ჯუარსა ზედა შაბათადმდე, რამეთუ იყო დიდ დღე იგი შაბათისაჲ მის, ჰკითხეს პილატეს, რაჲთა წჳვნი მათნი განუტეხნენ და გარდამოიხუნენ.32. მოვიდეს ერისაგანნი იგი და პირველისანი მის განუტეხნეს წჳვნი, და ერთისაჲ მის ეგრეთვე, რომელნი ჯუარ-ცუმულ იყვნეს მის თანა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 19