მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 2:4

3. და ვითარ მოაკლდა ღჳნოჲ, ჰრქუა იესუს დედამან მისმან: ღჳნოჲ არა აქუს.4. ჰრქუა მას იესუ: რაჲ არს ჩემდა და შენდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი.5. ჰრქუა დედამან მისმან მსახურთა მათ, ვითარმედ: რაჲცა გრქუას თქუენ, ყავთ!
სახარებაჲ იოვანესი თავი 2
4. ჰრქუა მას იესუ: რაჲ არს ჩემდა და შენდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „რაჲ არს შენდა და ჩემდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი“ (2,4).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: აქუს მოძღურებასაცა მრავალი შრომაჲ, არამედ ამის შრომისა თქუენ უფალ ხართ, რაჲთა ანუ დაგჳმძიმოთ, ანუ აღგჳსუბუქოთ. რამეთუ უკუეთუ თქუენ გარემიაქცევდეთ სიტყუათა ჩუენთა და არა აღასრულებდეთ მათ საქმით, დაამძიმებთ შრომასა ჩუენ ზედა; უკუეთუ კულა კეთილად აღასრულებდეთ სიტყუათა ჩუენთა, არა შრომად, არამედ სიხარულად გუაქუს საქმჱ იგი, რაჟამს ვხედვიდეთ ნაყოფსა სიტყუათა ჩუენთასა. აწ უკუეთუ გუნებავს, რაჲთა არა საწყინოდ გუაქუნდეს საქმჱ ესე, გჳჩუენეთ ნაყოფი სიტყუათა ჩუენთაჲ, რაჲთა შემდგომსაცა სიხარულით აღვასრულებდეთ. რამეთუ არა მცირე საძიებელი გუაქუს დღესცა, ვითარმედ დედამან უფლისამან ჰრქუა მას, ვი-თარმედ: „ღჳნოჲ არა აქუს“. და თავადმან მიუგო: „რაჲ არს შენდა და ჩემდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი“, და მერმე იგივე საქმჱ ქმნა, რაჲ-იგი დედამან მისმან ჰრქუა.

ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელ არა აქა ოდენ თქუმულ არს, არამედ სხუათაცა ადგილთა? რამეთუ იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ვერ შეიპყრეს იგი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „უნდა მის ზედა დასხმაჲ ჴელთაჲ და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის