📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „რაჲ არს შენდა და ჩემდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი“ (2,4).
თ ა რ გ მ ა ნ ი: აქუს მოძღურებასაცა მრავალი შრომაჲ, არამედ ამის შრომისა თქუენ უფალ ხართ, რაჲთა ანუ დაგჳმძიმოთ, ანუ აღგჳსუბუქოთ. რამეთუ უკუეთუ თქუენ გარემიაქცევდეთ სიტყუათა ჩუენთა და არა აღასრულებდეთ მათ საქმით, დაამძიმებთ შრომასა ჩუენ ზედა; უკუეთუ კულა კეთილად აღასრულებდეთ სიტყუათა ჩუენთა, არა შრომად, არამედ სიხარულად გუაქუს საქმჱ იგი, რაჟამს ვხედვიდეთ ნაყოფსა სიტყუათა ჩუენთასა. აწ უკუეთუ გუნებავს, რაჲთა არა საწყინოდ გუაქუნდეს საქმჱ ესე, გჳჩუენეთ ნაყოფი სიტყუათა ჩუენთაჲ, რაჲთა შემდგომსაცა სიხარულით აღვასრულებდეთ. რამეთუ არა მცირე საძიებელი გუაქუს დღესცა, ვითარმედ დედამან უფლისამან ჰრქუა მას, ვი-თარმედ: „ღჳნოჲ არა აქუს“. და თავადმან მიუგო: „რაჲ არს შენდა და ჩემდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი“, და მერმე იგივე საქმჱ ქმნა, რაჲ-იგი დედამან მისმან ჰრქუა.
ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელ არა აქა ოდენ თქუმულ არს, არამედ სხუათაცა ადგილთა? რამეთუ იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ვერ შეიპყრეს იგი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“.1 და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „უნდა მის ზედა დასხმაჲ ჴელთაჲ და ვერ შეუძლეს, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“.2 და კუალად იტყჳს: „მამაო, მოიწია ჟამი, ადიდე ძჱ შენი“.3 რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? რამე-თუ ამისთჳს მრავალი შემოვკრიბე, რაჲთა ყოველთათჳს ერთი სიტყუაჲ ვთქუა. რამეთუ არა თუ ჟამთა იძულებასა ქუეშე იყო შემოქმედი იგი ჟამთაჲ, არცა ამისთჳს იტყოდა, თუ: „არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი“, ვითარმცა ჟამი რაჲმე უჩნდა და თჳნიერ მისამცა ვერ ეძლო ქმნად, არამედ ამას მოასწავებდა, ვითარმედ თითოეულისა ჟამსა თჳსსა ჯერ-არს ქმნად, რამეთუ არა ერთბამად იქმოდა ყოველსა, არამედ თითოეულსა ჟამსა თჳსსა, რაჲთა არა უწესოებით იქმნას რაჲმე; რამეთუ არა ჯერ-იყო, რაჲთამცა ერთბამად ქმნა შობაჲ და აღდგომაჲ და საშჯელი. რამეთუ დაჰბადა სოფელი, არამედ არა ყოველი ერთბამად: რომელიმე - პირველსა დღესა და რომელიმე - მეორესა დღესა და რომელიმე - მეექუსესა. და კუალად ჯერ-იყო სიკუდილი კაცთაჲ და აღდგომაჲ საშჯელად, არამედ არა ქმნა ღმერთმან ორივე ერთბამად. და კუალად მოეცა შჯული ძუელი და მერმე თჳსსა ჟამსა - კუალად ახალი. და ესრეთვე უფალი არა თუ ჟამთა ქუეშე იყო, არამედ ჟამთა წესსა იგი დასდებდა, ვითარცა
1 იოან. 8,20. 2 შდრ. იოან. 7,30. 3 იოან. 17,1.
შემოქმედი მათი. ამისთჳსცა აქა თქუა, ვითარმედ: „არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი“. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, რამეთუ ჯერეთ უფალი უცნაურ იყო შორის ერსა მას, და მოწაფენი ანდრია ოდენ და ფილიპე იყვნეს მის თანა, და არცა ქორწილსა მას მყოფთა იცოდეს დიდებაჲ მისი. და ეტყჳს უფალი ღმრთისმშობელსა, ვითარმედ: „არა მოწევნულ არს ჟამი ჩემი“, ესე იგი არს, ვითარმედ: არღა საცნაურ ვარ შორის ამის ერისა, და ჯერეთ არცა იციან ყოველთა, თუ ღჳნოჲ დააკლდა. დაიდუმე უკუე, რომელ იგინი მევედრნენ პირველად, რაჲთა არა შენითა სიტყჳთა ვქმნა, და იჭუეულ იქმნეს სასწაული იგი.
ხოლო რაჲსათჳს თქუა, ვითარმედ: „არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი“, და მერმე იგივე ქმნა, რაჲ-იგი ჰრქუა დედამან? არამედ, ერთად, რაჲთა არცხჳნოს მათ, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: ჟამთა ქუეშე იყო იგი. რამეთუ უკუეთუმცა ესრეთ იყო, ვითარმცა ექმნა მაშინ საქმჱ იგი, რომელ მან თქუა, ვითარმედ: „არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი“? და კუალად, რაჲთა არა სრულიად ურჩ ექმნეს დედასა თჳსსა, და მერმე, რაჲთა არა იჭჳ უძლურებისაჲ ვის შთაუგდოს. რამეთუ დედამანცა მისმან აუწყა მსახურთა, რაჲთა მისა მივიდენ, და ჰრქუა, ვითარმედ: „რაჲცა გრქუას, მას იქმოდეთ“ (2,5), რამეთუ იცოდა, ვითარმედ არა უძლურებისაგან ურჩ ექმნა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყვნეს მუნ ქვისა სარწყულნი ექუსნი, მსგავსად განწმედისა მის ჰურიათაჲსა, რომელთა შთაასხიან საწყაული ორ-ორი გინა სამ-სამი. და ჰრქუა მათ იესუ: აღავსენით სარწყულნი ეგე წყლითა! და აღავსნეს იგინი პირისპირ“ (2,6-7).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თუ ცუდად თქუა, ვითარმედ: „მსგავსად განწმედისა მის ჰურიათაჲსა“, არამედ რაჲთა ვერვინ თქუას, თუ: საღჳნენი სამე იყვნეს სარწყულნი იგი, და თხლჱ დაშთომილ იყო. და შე-რაჲ-ვიდა წყალი თხლესა მას, აღერია და იქმნა ღჳნო. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „მსგავსად განწმედისა მის“, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არაოდეს ყოფილ იყო მათ შორის ღჳნოჲ, არამედ აქუნდა იგი მუნ სავსებით წყლი-თა განწმედისათჳს მათისა. ხოლო რად არა ქმნა სასწაული იგი პირველ აღვსებისა მათისა წყლითა, რომელ-იგი უფროჲსად საკჳრველ იყო? რამეთუ სხუაჲ არს ნივთისა ერთისაჲ სხუად ნივთად შეცვალებაჲ, და კუალად სხუაჲ არს ყოვლადვე არაარსისა არსად მოყვანებაჲ. არამედ დაღაცათუ უსაკჳრველჱს იყო საქმჱ იგი, გარნა მრავალთამცა უცნებად შეერაცხა საქმჱ იგი, ამისთჳს მსახურთა უბრძანა აღვსებაჲ, რაჲთა იგინი თჳთ მოწამე იყვნენ, ვითარმედ წყალი იყო მუნ შთასხმული იგი, და კუალად, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ იგივე არს, რომელი ვაზსა შინა წყალსა ღჳნოდ გარდასცვალებს და წჳმისაგან მოსრულსა მას ნივთსა შესცვალებს ღჳნოდ. ამისთჳს ესე ქმნა, რამეთუ რაჲ-იგი მუნ მრავალ ჟამ იქმნების, ქორწილსა მას მეყსა შინა ქმნა იგი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ჰრქუა მათ: აღმოავსეთ აწ და მოართუთ პურისა უფალსა! ხოლო მათ მოართუეს. და ვითარცა გემოჲ იხილა პურისა უფალმან წყალი იგი, რომელი ღჳნო იქმნა, და არა იცოდა, თუ ვინაჲ იქმნა, ხოლო მსახურთა მათ იცოდეს, რომელთა აღავსნეს წყლითა, მოუწოდა სიძესა მას პურისა უფალმან და ჰრქუა მას: ყოველმან კაცმან ღჳნოჲ კეთილი პირველად წარმოდგის, და ოდეს დაითრვნიან, მაშინ უჯერჱსიცა. ხოლო შენ დაჰმარხე ღჳნოჲ კეთილი აქამომდე“ (2,8-10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: უბრძანა, რაჲთა პურისა უფალსა მოართუან, რომელიიგი არა მთრვალ იყო, არამედ ფრთხილ, რაჲთა მის მიერ და სიძისა მიერ გულისხმა იქმნეს საქმჱ იგი და ცხად, რაჟამს იხილეს გემოჲ ღჳნისაჲ მის ესრეთ კეთილისაჲ; რამეთუ ესევითარნი იყვნეს ქრისტეს სასწაულნი, ფრიად უაღრესნი ბუნებითთანი, და რაჟამს-იგი ასოჲ უძლური განკურნის, უშუენიერეს მრთელისა მის ყვის იგი, და აქაცა პურისა უფალი და სიძჱ მოწამე იყვნეს სიკეთესა მას ღჳნისასა. ხოლო თუ ქრისტეს მიერ იქმნა წყალი ესევითარად ღჳნოდ, მსახურნი იყვნეს მოწამე, რომელთა აღავსნეს სარწყულნი იგი წყლითა.
სწავლაჲ კბ ნაყროვანებისათჳს
მაშინ უკუე წყალი ღჳნოდ გარდააქცია იესუ, ხოლო მაშინცა და აწცა არა დასცხრების გონებათა დაჴსნილთა და უდებთა შეცვალებად, რამე-თუ არიან კაცნი, რომელნი არარაჲთ განყოფილ არიან წყლისაგან, ესრეთ გრილნი და უდებნი. და ესევითართა მათ უკუე გონებათა მივართუმიდეთ უფალსა, რაჲთა გარდააქცინეს წყლისა მსგავსებისაგან სიმტკიცედ ღჳნისა, რაჲთა ძლიერ იყვნენ და სიხარულისა მიზეზ თავთა თჳსთათჳს და სხუათათჳსცა. ხოლო ვინ არიან ესევითარნი იგი გრილნი? გარნა იგინი, რომელნი არა შეურაცხ-ჰყოფდენ სოფლისა საქმეთა და შუებასა ამაოსა, არამედ ტრფიალ არიან დიდებისა და შუებისა წარმავალისა და უმალჱს წყლისა მდინარისა დაუდგრომელისა, რამეთუ მრავალგზის, რომელი დღეს მდიდარ არნ, ხვალე გლახაკ იქმნის, და რომელი დღეს დიდებულ არნ, ხვალე საპყრობილესა შეიყვანის.
და კუალად ნაყროვანი ეგრეთვე წყლისა მსგავს არს, აღმოივსის მუცელი თჳსი ძლიერად და მყის დაცალიერდის, რამეთუ ხრწნილებაჲ ვი-თარცა წყალსა უჩინო-ჰყოფნ მას, და მან მეყსეულად კუალად აღმოივსის, და მარადის ვითარცა წყალი დინ იგი. რამეთუ ყოველი საქმეჱ ამის სოფლისაჲ ბუნებით დაუდგრომელ არს, ხოლო შუებაჲ და ნაყროვანებაჲ არა თჳთ ოდენ დის, არამედ დინებასაცა მისსა თანა ძლიერებასაცა
და სიწმიდესა სულისასა წარჰრღუნის და ჴორცთა სიმრთელესა დაჰჴსნის. რამეთუ მდინარჱ მძაფრი არა შჭამს ესრეთ კიდეთა თჳსთა, ვითარ მრავალნი ჭამადნი სიმრთელესა, და უკუეთუ სამკურნალოდ მიხჳდე და ჰკითხო, გესმეს, ვითარმედ ყოველთა სენთა მიზეზი მისგან არს, რამე-თუ ტაბლაჲ ლიტონი სიმრთელისა დედაჲ არს. ამისთჳსცა მკურნალთა არაგანძღომასა სიმრთელედ უწოდეს, და წერილ არს წიგნთა მათთა, ვი-თარმედ არაგანძღომაჲ ჭამადითა არს სიმრთელჱ.
აწ უკუეთუ ნაკლულევანებაჲ ჭამადთაჲ დედაჲ არს სიმრთელისაჲ, სიმაძღრე სამე დედაჲ არს ყოვლისა სენისაჲ, რამეთუ ნიკრისნი და სიბრმენი და თრთოლანი და სიცოფენი და მამაცნი და თავქედნი, გრძელნი და სხუაჲ მრავალი არა ნაკლულევანებისაგან, არამედ ნაყროვანებისაგან არს. ხოლო იხილენ სულისაცა სენნი, რომელნი მისგან იშვებიან: ანგაჰრებაჲ, უდბებაჲ, ბილწებაჲ და ძილი და სხუაჲ ყოველივე ბოროტი. და კუალად გემოჲცა არა არს ჭამასა შინა მათსა, რამეთუ მარხვაჲ დედაჲ არს გემოვნად ჭამისაჲ, ხოლო სიმაძღრე დაჰჴსნის და განჰრყუნის გემოსა ჭამადთასა.
ამისთჳს უკუე, ვინაჲთგან ესრეთ ბოროტ არს ნაყროვანებაჲ, ვივლტოდით სიმთრვალისაგან და სიმაძღრისა და ვიშუებდეთ უფლისა მიმართ, რამეთუ მან მოგუცეს თხოვაჲ გულისა ჩუენისაჲ და საუკუნენი კეთილნი მოგუანიჭნეს, რამეთუ მისი არს დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.