თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს მოგუაჴსენა ჩუენ მიყრდნობაჲ იგი? არა ცუდად, არამედ ამისთჳს, რაჲთამცა გამოაჩინა, თუ რაზომი კადნიერებაჲ მიეცა პეტრეს შემდგომად უვარის-ყოფისა, რამეთუ რომელი მაშინ ვერ იკადრებდა კითხვად, აწ იოვანესთჳსცა ჰკითხავს. ხოლო გამოაჩინებს აქა სიყუარულსაცა, რომელი აქუნდა იოვანეს მიმართ, რამეთუ ფრიად უყუარდა იგი პეტრეს, და ესე ჩანს ყოველსა სახარებასა შინა და საქმესა შინა მოციქულთასა. და ვინაჲთგან სოფლისა სამწყსოჲ მისცა უფალმან და წამებაჲ წინაჲთგან მიუთხრა და სიყუარული მისი შეიწყნარა, მერმე მან ჰკითხა იოვანესთჳს, ვითარმედ: ესე არა ეგრეთვე იყოსა? ხოლო უფალმან ჰრქუა მას:
სახარებაჲ იოვანესი 21:20
19. ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. და ვითარცა ესე თქუა, ჰრქუა მას: შემომიდეგ მე.20. მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფე იგი, რომელი უყუარდა იესუს, მისდევდა რაჲ, რომელი-იგი მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?21. ესე ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა იესუს: უფალო, ხოლო ესე რაჲ?
სახარებაჲ იოვანესი თავი 21