მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პჱ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა ისადილნეს, ჰრქუა იესუ სიმონპეტრეს: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ“ (21,15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალნი საქმენი არიან, რომელთა ეძიებს ჩუენგან ღმერთი, არამედ უფროჲს ყოვლისა ეძიებს სიყუარულსა მოყუსისასა. და ამისთჳსცა უფალი ეტყჳს პეტრეს, ვითარმედ: უკუეთუ გიყუარ, „აძოვენ კრავნი ჩემნი“ (21,15). ხოლო რაჲსათჳს სხუანი დაუტევნა და ამას ჰკითხა? არამედ რამეთუ თავი იყო ყოველთა მოწაფეთაჲ, და რამეთუ ენებაცა გულსავსე-ყოფად, ვითარმედ აჴოცილ არს ბიწი იგი უვარისყოფისაჲ. ვინაჲთგან უკუე ერთ და ორგზის ჰკითხა, და მან იგი თავადი, განმკითხველი გონებათაჲ, მოიყვანა მოწამედ, და კუალად ჰკითხა მესამედცა, მაშინ შეშინდა, ნუუკუე სხუაჲცა განსაცდელი მოიწევის მის ზედა.1 ჰხედავა, ვითარ ისწავა არღარა მინდობაჲ თავსა თჳსსა?

ხოლო უფალმან მესამედ ჰკითხა და სამგზის იგივე ჰრქუა, რაჲთა უჩუენოს, ვითარ პატივოსნად აქუს ზრუნვაჲ ცხოვართა თჳსთაჲ, ვითარმედ მას იქმოდა სასწაულად თჳსისა სიყუარულისა. ხოლო ვითარცა ესე ჰრქუა, მერმე ეტყჳს წამებასა მისსა, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ არა ურწმუნო არს სიტყუათა მისთა. ამისთჳსცა ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყ თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ. ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განგიპყრნენ ჴელნი და სხუანი შეგარტყმიდენ, და იყო, სადა არა გენებოს“ (21,18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იგიცა ამისთჳს სურვიელ იყო, რამეთუ იტყოდა: „სული ჩემი შენთჳს დავდვა“,2 და ამისთჳს აქა აღუსრულა სურვილი მისი. ხოლო რაჲ არს: „სადა არა გინდეს“? ბუნებისა საქმესა იტყჳს და ჴორცთა ჭირსა, ვითარმედ იძულებით განიყოფვის სული ჴორცთაგან, რამეთუ გონებაჲ მისი მოსწრაფე იყო, არამედ ეგრეცა ბუნებით ემხილებოდა, რამეთუ არავინ დაუტეობს ულმობელად ჴორცთა, ვინაჲთგან ესრეთ განუგიეს ღმერთსა. და აქაცა სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „სადა არა გინდეს“, ბუნებითსა საქმესა მოასწავებს, ხოლო სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „ოდეს იყავ ჭაბუკ“, მოასწავებდა პირველსა ცხორებასა, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: სოფლისა საქმეთა შინა ჭაბუკი არს ახოვან, ხოლო ჩემნი საქმენი არა ესრეთ არიან, არამედ ოდეს მოვიდეს სიბერჱ, მაშინ უფროჲსად გამოჩნდეს ახოვანებაჲ შენი და სიკეთჱ, რომლისაჲ არა იქმნას ჰასაკისაგან დაყენებაჲ. ხოლო ამას იტყოდა არა რაჲთამცა შეაშინა, არამედ განაძლიერებდა, რამეთუ იცოდა სურვილი მისი, ვითარმედ

1 შდრ. იოან. 21,15-17. 2 იოან. 13,37.

პირველითგან ესე კეთილი გულად-ეღო, და სახესაცა მოასწავებდა მისისა სიკუდილისასა. ხოლო ესე რაჲ თქუა მახარებელმან, მეყსეულად იტყჳს, ვითარმედ: „ამას იტყოდა, რაჲთამცა მოასწავა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი“ (21,19). არა თუ მოკუდეს, არამედ „ადიდოს ღმერთი“, რამეთუ ქრისტესთჳს სიკუდილი დიდებაჲ არს მისი, რომელსა ევნებოდის.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფჱ იგი, რომელი უყუარდა იესუს, რომელიცა მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა, და ჰრქუა: უფალო, ამისთჳს რაჲ სთქუ?“ (21,20-21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს მოგუაჴსენა ჩუენ მიყრდნობაჲ იგი? არა ცუდად, არამედ ამისთჳს, რაჲთამცა გამოაჩინა, თუ რაზომი კადნიერებაჲ მიეცა პეტრეს შემდგომად უვარის-ყოფისა, რამეთუ რომელი მაშინ ვერ იკადრებდა კითხვად, აწ იოვანესთჳსცა ჰკითხავს. ხოლო გამოაჩინებს აქა სიყუარულსაცა, რომელი აქუნდა იოვანეს მიმართ, რამეთუ ფრიად უყუარდა იგი პეტრეს, და ესე ჩანს ყოველსა სახარებასა შინა და საქმესა შინა მოციქულთასა. და ვინაჲთგან სოფლისა სამწყსოჲ მისცა უფალმან და წამებაჲ წინაჲთგან მიუთხრა და სიყუარული მისი შეიწყნარა, მერმე მან ჰკითხა იოვანესთჳს, ვითარმედ: ესე არა ეგრეთვე იყოსა? ხოლო უფალმან ჰრქუა მას:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ არს?“ (21,22).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან პეტრე ფრიადისა სიყუარულისაგან იტყოდა და არა უნდა მისგან განშორებაჲ, უჩუენებს ქრისტე, ვითარმედ რაზომცა უყუარდეს, მისსა სიყუარულსა ვერ მისწუთების, და ჰრქუა: „უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ?“

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და განჴდა სიტყუაჲ ესე ძმათა შორის, ვითარმედ მოწაფჱ იგი არა მოკუდეს. და არა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: არა მოკუდეს, არამედ: უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი ვიდრე მოსლვად ჩემდამდე“ (21,23).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე აქა სიმდაბლჱ გონებისა მის მახარებელისაჲ, რამეთუ თქუა გულისსიტყუაჲ მოწაფეთაჲ და მერმე განჰმართებს მას, ვითარმცა არა გულისხმა-ეყო სიტყუაჲ იგი, და რამეთუ არა თქუა, ვი-თარმედ: არა მოკუდეს, არამედ: „უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ ვიდრე მოსლვად ჩემდამდე“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე არს მოწაფჱ იგი, რომელი წამებს ამისთჳს, და რომელმან დაწერა ესე. და ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“ (21,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რად, რომელ სხუათა მახარებელთაგანმან არავინ ქმნა ესე, ხოლო ამან ორგზისცა აჰა ესერა თქუა ესე? არამედ იტყჳან, ვითარმედ უკუანაჲსკნელ ყოველთაჲსა იწყო ამან წერად სახარებისა, რამეთუ ქრისტე უბრძანა ამისდა ქმნად. ამისთჳს ზედაჲსზედა იტყჳს სიყუარულსა მისსა და ღაღადებს, ვითარმედ: ჭეშმარიტ არიან სიტყუანი ღმრთისანი. და რომელსა არა ჰრწმენეს, ისმინენ შემდგომი სიტყუაჲ და ჰრწმენინ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო არს სხუაჲცა მრავალი, რომელი ქმნა იესუ, რომელნი თუმცა აღწერილ იყო თჳთოეულად, არცამცა სოფელმან დაიტია აღწერილი წიგნები“ (21,25).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამის მიერმცა საცნაურ არს, ვითარმედ ყოველი ჭეშმარიტ არს. რამეთუ რომელმან ესეოდენთა მათ საკჳრველებათაგან არცაღა სხუათა ოდენ თქუა, არამედ ოდენ სიტყჳს-გებანი ჰურიათა მიმართ და შეურაცხებანი მათნი, ვითარმცა თქუა მან ტყუვილი რაჲმე? და ვინაჲთგან ფრიადითა გულსმოდგინებითა დაწერა, ამისთჳს არა ერიდების თჳსსაცა წამებასა შორის მოღებად, რამეთუ ჭეშმარიტ არს იგი, და ჩუენცა ოდეს ჭეშმარიტსა ვიტყოდით, არა გუეშინის ჩუენსაცა წამებასა მოღებად. და უკუეთუ ჩუენ ესრეთ ვიქმთ, იგიმცა არა უფროჲსად იქმოდაა, რომელი-იგი სულითა წმიდითა წერდა, და ყოველსავე თანა იყო, და ჯუარს-ცუმასა მუნ დგა, და დედაჲ უფლისაჲ შეჰვედრა, რომელ-ესე ყოველი სასწაული იყო სიყუარულისაჲ? ხოლო რომელ თქუა, ვითარმედ: „არცაღამცა სოფელმან დაიტია“, ნუ გიკჳრს ესე, ნუცა ურწმუნო ხარ, არამედ მოიგონე მიუთხრობელი იგი ძალი უფლისაჲ და შეიწყნარე ესე სარწმუნოებით, რამეთუ ვითარცა ჩუენდა ადვილ არს სიტყჳსა თქუმაჲ, ეგრეთვე ფრიად უფროჲსად მისა ადვილ არს ქმნაჲ, რაჲცა ენებოს, რამეთუ კმა იყო ნებებაჲ ოდენ, და ყოველივე იქმნებოდა.

სწავლაჲ პჱ მოქალაქობისათჳს საღმრთოჲსა და საეშმაკოჲსა და ანგაჰრებისათჳს

ვისმენდეთ უკუე კეთილად თქუმულთა ამათ, რაჲთა ესრეთ შეუძლოთ წმიდა-ყოფად ცხორებისა ჩუენისა, ესრეთ შეუძლოთ აღმოფხურად ეკალთა მათ ვნებათასა, რამეთუ ესევითარი არს ცოდვაჲ, და სოფლისა ზრუნვაჲ უნაყოფო და ბოროტ. და ვითარცა კუროჲსთავი, სადაჲთცა უპყრა მას, განმგურემელ არს, ეგრეთვე სოფლისა ზრუნვაჲ, სადაჲთცა მოუჴდე, გავნებს, ხოლო სულიერნი საქმენი არა ესრეთ არიან, არამედ მსგავს არიან მარგალიტისა, და სადაჲთცა მოაქციო, საშუებელ არს და საყუარელ. რამეთუ უკუეთუ ვინ ქმნას მოწყალებაჲ ანუ სხუაჲ სათნოებაჲ, არა თუ ოდენ საუკუნოჲსა სასოებითა იხარებს, არამედ აქაცა მხიარულ არს, და უკუეთუ ვის სძულნ გულისთქუმაჲ ბოროტი, პირველ სასუფეველისა აქავე ნაყოფი აქუს, რამეთუ რომელი იქების და იდიდების ყოველთა მიერ და უფროჲსად თჳსისა სჳნიდისისაგან, რომელ არს გონებაჲ შინაგანი, და ყოველი სათნოებაჲ ეგრეთ არს.

ხოლო ბოროტნი საქმენი პირველ ჯოჯოხეთისა აქავე საძაგელ და საჭირო არიან და დასაშჯელ გონებისა მიერ, რამეთუ რომელი ცოდვასა შინა იყოს, უკუეთუ საუკუნოჲ იგი მოიგონოს, ძრწინ და საწყალობელ არნ; უკუეთუ საწუთროსა მიჰხედნეს, მრავალ არიან მტერნი მისნი, და სიმწარით ცხორებს. ესრეთ გონებაჲ ჩუენი გუამხილებნ, კაცნი გუაბრალობდიან, ღმერთი განრისხებულ არნ ჩუენ ზედა, გეჰენიაჲ მიგუელინ, რამეთუ ბოროტი და მძიმე ტჳრთი არს ცოდვაჲ და უმძიმჱს ბრპენისა, და რომელსა იგი აქუნდეს, მარადის ქუედადრეკილ არნ; რამეთუ აქაბ დიდებული იყო და მეფჱ, და ვინაჲთგან უშჯულოებაჲ აქუნდა, მარადის სირცხჳლეულ იყო.

არამედ ჩუენ უკუეთუ გჳცოდავს, დავსთხინეთ ცრემლნი, ვიგლოვოთ ჯეროვნად, აღვიძუარცნეთ ცოდვანი, ვითარცა ზაქე,1 ეგრეთვე ჩუენცა. და ვითარცა წყლულებაჲ ანუ სენი, უკუეთუ პირველად მიზეზი სენისაჲ არა დააყენო და შარავი არა გამოიღო, დაღაცათუ მრავალნი წამალნი დაასხნე, არად სარგებელ არს, ეგრეთ ჩუენ უკუეთუ ჴელნი ჩუენნი არა დავაყენნეთ ანგაჰრებისაგან, ყოველივე ამაო არს; რამეთუ დაღაცა-თუ მივსცეთ მოწყალებაჲ, ანუ სხუაჲ რაჲ კეთილი ვქმნეთ და კუალად ანგაჰრებასა შინა ვიყვნეთ, კუალად შევიგინებით მის მიერ და უძჳრჱს პირველისა ვიქმნებით.

დავსცხრეთ უკუე ანგაჰრებისა და ტაცებისაგან და ესრეთ ვქმნეთ მოწყალებაჲ. რამეთუ უკუეთუ ვინ დაეცემოდის სიმაღლისა დიდისაგან, და ერთსა ზჱთ ემჭიროს, და მეორჱ ქუე ჰზიდვიდეს, არარაჲ იქმნების, გარნა განკუეთაჲ კაცისაჲ მის. ხოლო რაჲთა არა ჩუენ ზედაცა ესე მოიწიოს, და სიმძიმისაგან ანგაჰრებისა დაგჳტევნეს მოწყალებამან, ამისთჳს განვიფრთხოთ და ვისწრაფოთ განშორებად ბოროტთაგან და რაჲთა კეთილთა საქმეთა მიერ სრულ ვიქმნნეთ და მივემთხჳნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომელსა ჰშუენის დიდებაჲ და პატივი, თაყუანის-ცემაჲ და სიმტკიცჱ, დიდებაჲ და დიდადშუენიერებაჲ თანა დაუსაბამოჲთ მამით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და შემდგომთა მათ დაუსრულებელთა საუკუნეთა უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

დიდებაჲ შენდა, სამებაო წმიდაო!

დაესრულა თარგმანი სახარებისა იოვანეს თავისაჲ შეწევნითა ქრისტესითა, ამენ.

1 შდრ. ლუკ. 19,2-10.

ბოლოსიტყუაჲ

რომელი-იგი იყო პირველითგან ღმრთისა [თანა სიტყუაჲ ღმრთისაჲ],* თანამოსაყდრჱ [მამისა და სულისა წმიდისაჲ], „ყოველივე მის მიერ იქმნა“,1 [ვითარცა] იტყჳს იოვანე ღმრთისმეტყუელი, და ნეტარი პავლე ღაღადებს, ვითარმედ: „მის მიერ დაებადა ყოველი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, - ხილულნი და არახილულნი, ანუ თუ საყდარნი, გინა თუ [უფლე]ბანი, ანუ თუ მთავრობანი, გინა თუ ჴელმწიფებანი, - ყოველი მის მიერ და მისა მიმართ დაებადა. და იგი თავადი არს ყოველთა წინა, და ყოველი მის მიერ დამტკიცნა“.2 რამეთუ მრავლითა მით სახიერებითა თჳსითა ყოველივე არარაჲსაგან სიბრძნით დაჰბადა [და ხილულსა ამას] სოფელსა ზედა გარდაართხა სამყაროჲ ცისაჲ, ვითარცა კამარაჲ, და მას შინა განაწესნა მნათობნი, რაჲთა ბრწყინვიდენ ქუეყანასა ზედა და შეეწეოდიან კაცთა საქმესა.

ხოლო კაცი შექმნა ხატად თჳსა და მსგავსებად3 [და] „დაადგინა სამოთხესა მას შინა საშუებელისასა“ თჳთმფლობელობითა, პატივ-ცემით და მისცა მას მცნებაჲ ნივთად და საქმედ თჳთმფლობელობისა მისისა, ვითარცა წერილი იტყჳს.4

ხოლო მან შურითა ეშმაკისაჲთა და ცთომითა დედაკაცისაჲთა დაივიწყა [მცნებაჲ იგი მოცემული მისა და იძლია ჭამად] ხისა მისგან და ამისთჳს გამოვარდა სამოთხით და [ექსორია] იქმნა სოფელსა ამას შინა; და მიერითგან [უფლებდა] სიკუდილი, [და განმრავლდა ცოდვაჲ ნათესავთა შორის კაცთასა, და ყოველივე სოფელი დაიპყრა უშჯულოებამან].

ხოლო უკუანაჲსკნელთა ჟამთა ჯერ-[იჩინა] მხოლოდშობილმან ძემან და სიტყუამან ღმრთისამან ცხორებაჲ კაცთაჲ და განზრახვითა მამისაჲთა გარდამოჴდა ზეცით და ჴორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისგან ქალწულისა და კაც იქმნა, ყოვლითურთ მსგავს ჩუენდა, თჳნიერ ცოდვისა, და მოგჳყიდნა პატიოსნითა სისხლითა თჳსითა და შეგჳმზადა მეორჱ სამყაროჲ სულიერი, რომელ არს წმიდაჲ ეკლესიაჲ, და განაწესნა მას შინა მნათობნი ბრწყინვალენი, - წმიდანი მოციქულნი, წინაჲსწარმეტყუელნი, მოძღუარნი, მოწამენი და მამანი, - რომელთა მიერ განანათლებს ნათესავსა კაცთასა და გონებათა მათთა გულისხმისყოფად წმიდისა სამებისა აღიყვანებს წინამძღურებითა თჳსისა მადლისაჲთა. და [რომელნიცა შეუდგენ მას, შვილ ღმრთისა ჰყოფს მათ და მკჳდრ ნათელსა მას მიუაჩრდილებელსა.

* კვადრატულ ფრჩხილებში ჩასმულია ტექსტის დაზიანებული ადგილები, აღდგენილი „მათეს სახარების თარგმანებაზე“ დართული ამავე ანდერძის მიხედვით.

1 იოან. 1,3. 2 კოლ. 1,16-17. 3 შდრ. დაბ. 1,27. 4 შდრ. დაბ. 2,15.

და ხილული ესე სამყაროჲ ცისაჲ], ვითარცა წერილი იტყჳს, [წარიგრაგნოს, ვითარცა წიგნი, დღესა მას მეორედ] მოსლვისასა, და ვარსკულავნი [მისნი ვითარცა ფურ]ცელნი დაცჳვენო;1 ხოლო სულიერი ესე ცაჲ, რომელი ჩუენ გან[კაცები]თა შეგჳმზადა, მაშინ უმეტესად გამოაბრწყინვოს მან თავადმან და მნათობნი იგი მისნი გამოაჩინნეს ფრიად უბრწყინვალჱს მზისა.

ამის სულიერისა სამყაროჲსათჳს იტყოდა [დავით წინაჲსწარმეტყუელი სულითა], ვითარმედ: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა, დაბადებულსა ქმნილსა ჴელთა მისთასა - სამყაროჲ“,2 რამეთუ ჭეშმარიტად იქმნა ესე. ვინაჲთგან შემდგომად აღდგომისა უბრძანა ქრისტემან წმიდათა მოციქულთა, ვითარმედ: „წარვედით, მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“,3 და მერმე, დღესა მას მეერგასესა, მოუვლინა სული წმიდაჲ და აღავსნა იგინი მადლითა, განვიდეს და მოიმოწაფნეს ყოველნი წარმართნი და მიუთხრობდეს დიდებასა ღმრთისასა და საქმეთა მათ მიუთხრობელისა განგებულებისა მისისათა. ხოლო არა სიტყჳთ ოდენ აღასრულეს ქადაგებაჲ, არამედ მადლითა სულისა წმიდისაჲთა წერითცა დაგჳტევეს საიდუმლოჲ ცხორებისაჲ, რამეთუ აღწერეს წმიდაჲ სახარებაჲ ყოვლადქებულთა მახარებელთა, რომელთაცა უბრძანა სულმან წმიდამან აღწერად, და გუასწავლნეს დიდებულნი იგი საკჳრველებანი, რომელნი აღასრულნა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტე, სოფელსა შინა რაჲ იქცეოდა კაცთა თანა, და ყოველივე, რაჲ-იგი ცხორებისა ჩუენისათჳს თავს-იდვა: ჯუარ-ცუმაჲ, დაფლვაჲ და აღდგომაჲ და ზეცად ამაღლებაჲ დიდებით და დიდებული იგი მეორედ მოსლვაჲ მისი. და ამას წიგნსა უწოდეს სახარება, რამეთუ ყოვლისავე კეთილისა ხარებაჲ წერილ არს მას შინა, ვითარცა წმიდაჲ იოვანე ოქროპირი იტყჳს. [მერმე კუალად ნეტარმან პავლე] და სხუათა მოციქულთა ებისტოლებითა განამტკიცნეს მორწმუნენი და ყოველი სწავლაჲ ღმრთისმსახურებისაჲ მოგუცეს.

ხოლო ვინაჲთგან აღწერილსა მას შინა მახარებელთა და მოციქულთასა მრავალი იყო „ძნიად საცნაურ, და ვიეთნიმე უსწავლელნი და დაუმტკიცებელნი გარდააქცევდეს მსგავსად მათისა წარწყმედისა“,4 ვითარცა მოციქული პეტრე იტყჳს კათოლიკესა შინა, ამისთჳს შემდგომად მოციქულთა გამოაჩინნა უფალმან სხუანიცა მნათობნი სამყაროსა მას ეკლესიისასა, წმიდანი მღდელთმოძღუარნი, რომელთა, მსგავსად მოცემულ[ისა მათა მადლისა], განგჳმარტეს ყოველივე ძნიად გულისხმისსაყოფელი წერილთაჲ და გარდამაქცეველნი [იგი ჭეშმარიტებისანი - მწვალებელნი - შეაჩუენნეს და სირცხჳლეულნი განიოტნეს ეკლესიისაგან და განანათლეს ერი მორწმუნეთაჲ. ხოლო უფროჲს ყოველთასა მიეცა მადლი იგი სწავ-

1 შდრ. ესაია 34,4. 2 შდრ. ფსალმ. 18,2. 3 მათ. 28,19. 4 შდრ. 2 პეტ. 3,16.

ლისაჲ და გამოთარგმანებაჲ წერილთაჲ წმიდასა და ღმერთშემოსილსა იოვანე ოქროპირსა, რომელი-იგი იყო მთავარეპისკოპოსი კოსტანტინეპოლისაჲ; რამეთუ პირველ მისაცა] იყვნეს მნათობნი დიდნი: წმიდაჲ ათანასე ალექსანდრიელი და წმიდაჲ გრიგოლ საკჳრველთმოქმედი ნეო[კესარიელი] და წმიდაჲ ბასილი კესარია-კაბადუკიელი და წმიდაჲ გრიგოლ ღმრთისმეტყუელი და წმიდაჲ გრიგოლ ნოსელი და სხუანი მსგავსნი ამათნი, გარნა ვინაჲთგან მათთა დღეთა ზე ფრიად იყო საცთური კერპთმსახურთა და მწვალებელთაჲ (არიოზ და ევნომიოს, საბელიოზ და მაკედონიოს და აპოლინარი და სხუანი მრავალნი), და წმიდანი იგი მამანი მათსა ბრძოლასა და წინააღდგომასა შექცეულ იყვნეს და მრავლითა ღუაწლითა და შრომითა დაამტკიცეს მართალი სარწმუნოებაჲ, რამეთუ მეფეთაცა მწვალებელთა მიმართ იყო წყობაჲ მათი, ამისთჳს არა მოცალე იყვნეს იგინი თარგმანებად წერილთა, არამედ ყოველი აღწერაჲ მათი მართლისა სარწმუნოებისათჳს იყო და წინააღდგომად მწვალებელთა; თჳნიერ ხოლო წმიდამან ბასილი რავდენიმე თარგმანებაჲცა წერილთაჲ და საღმრთონი სწავლანი აღწერნა, სავსენი სიბრძნითა სულიერითა.

ხოლო ვინაჲთგან მადლითა უფლისაჲთა და მათ ნეტართა მამა-თა მოღუაწებითა არმური იგი მწვალებელთაჲ განქარდა, და მეფენი მართლმადიდებელნი მეფობდეს, და ეკლესიაჲ დაემტკიცა ქადაგებასა ზედა მოციქულთასა, მაშინ გამოაჩინა უფალმან სხუაჲ მნათობი დიდი ეკლესიისაჲ - წმიდაჲ იოვანე ოქროპირი, და აღავსო სოფელი სწავლითა საღმრთოჲთა და ყოველნი წერილნი თარგმანებითა თჳსითა განმარტნა, ეგრეთვე წმიდაჲ სახარებაჲ ჴელ-ყო თარგმანებად მადლითა სულისა წმიდისაჲთა. რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: დღეთა მათ დიდისა მეფისა თევდოსისთა, ოდეს-იგი წმიდაჲ გრიგოლი ღმრთისმეტყუელი იყო კონსტანტინეპოვლეს, ევედრა თევდოსი მეფჱ, რაჲთა აღწეროს თარგმანებაჲ წმიდისა სახარებისაჲ, რამეთუ ჰხედვიდა წყაროსა მას სიბრძნისასა, რომელი აღმოდიოდა პირისა მისისაგან. ერჩდა უკუე ნეტარი გრიგოლ და ენება ჴელ-ყოფად [თარგმანებასა სახარებისასა]. ხოლო დადგა ლოცვად ღამესა ერთსა, რაჲთა გამოუცხადოს ღმერთმან, უკუეთუ ჰნებავს საქმჱ იგი, რამეთუ ღმერთშემოსილნი მამანი თჳნიერ ლოცვისა არარას იქმოდეს. და ვითარცა ილოცვიდა, ესმა ჴმაჲ, რომელი ეტყოდა: გრიგოლ, გრიგოლ, თარგმანებაჲ სახარებისაჲ იოვანესდა ბრძანებულ არს ანტიოქელისა. რამეთუ მათ დღეთა, ოდეს გრიგოლ ღმრთისმეტყუელი მთავარეპისკოპოს იყო [კონსტანტინეპოვლეს, წმიდაჲ იოვანე ოქროპირი] მთავარდიაკონი იყო ანტიოქიას. ხოლო ვითარცა ესე ჴმაჲ ესმა ნეტარსა მას, მიუთხრა ჩუენებაჲ იგი მეფესა და არღარა ჴელ-ყო თარგმანებად.

ხოლო შემდგომად მცირედისა ჟამისა სავედრებელი რაჲმე აქუნდა ერსა მას ანტიოქიისასა მეფისა მიმართ თევდოსისადა, და დაწერა იგი ნეტარმან იოვანე. და მოიწია რაჲ წიგნი იგი წინაშე მეფისა, დაუკჳრდა მეფესა აღწერილისა მის სიბრძნჱ და უჩუენა წიგნი იგი წმიდასა გრიგოლს. ხოლო მან წარიკითხა, ცნა სულითა და ჰრქუა მეფესა: რომელსა ესე წიგნი დაუწერია, მეფეო, იგი არს, რომელი მაუწყა მე ღმერთმან, ვითარმედ ბრძანებულ არს მისდა თარგმანებაჲ სახარებისაჲ. და ესე წინაჲსწარმეტყუელებაჲ მისი აღესრულა, რამეთუ ჭეშმარიტად აღწერა თარგმანებაჲ წმიდისა სახარებისაჲ ღმერთშემოსილმან იოვანე ოქროპირმან მათჱსი და იოვანესი და ამათ შინა შემოკრიბა უმეტესი მარკოზ და ლუკაჲს მიერ აღწერილისაჲ და დასხნა ეკლესიასა შინა საუნჯენი დიდძალნი, სავსენი მადლითა სულიერითა.

* * *

რამეთუ ქადაგებულთა ჭეშმარიტებათა მოგუასწავეს მეცნიერებითა, საღმრთოჲთა მეტყუელებითა, და აღვიარებთ მათ მიერ უწყებითა სამებასა დაუბადებელსა და ყოველთა არსთა სიბრძნით დამბადებელსა, რომელი-იგი ზეშთა არს ყოველთა მოგონებათა და გამოთქუმათა ბაგეთაგან ჴორციელთა: ღმრთეებაჲ, გუამოვნებით სამებაჲ და სამებაჲ, ბუნებით ერთსწორებაჲ, მამაჲ დაუსაბამოჲ და დაუსრულებელი, ნათელი ბუნებით უნივთოჲ, მნათობი შორის ორთა ცხოველთა, სწორი განზრახვითა და განგებითა თჳთმფლობელობისაჲთა, და ძჱ დაუსაბამოჲ, მხოლოჲ მხოლოჲსაგან მხოლოდშობილი, ცხორებაჲ ცხორებისაგან, ნათელი ნათლისაგან თუალთშეუდგამი, რომელი თჳთებითა ჴელმწიფებისაჲთა ჰგიეს უცვალებელად მამისა თანა და სულისა ყოვლითავე მსგავსებითა, თჳნიერ ძეობისა, და სული დაუსაბამოჲ ცხოველსმყოფელი, რომელი აღავსებს ყოველთა სიმდიდრითა ღმრთისმეცნიერებისაჲთა, და თჳთ ჰგიეს ორთა მათ თანა არსებათა სუფევასა უკუდავებისასა.

ესრეთ აღვიარებთ მართლმადიდებლობით ჭეშმარიტსა ღმრთეებასა, სამცხოველებით გამოცხადებულსა, ხოლო ერთსა სამებისაგანსა, ძესა მხოლოსა ორითა ბუნებითა, ერთ ხატად შეურწყმელად, რომელი უწინარეს საუკუნეთაჲსა შეუცავითა მით ღმრთეებისა ბუნებითა იყო მამისა თანა.

ვითარცა ოხრის ნესტჳ იგი ღმრთისმეტყუელებისაჲ და ჭური სიწმიდისაჲ, მიმთხრობელი უჟამოსა მას არსებასა, და იტყჳს: „პირველითგან იყო სიტყუაჲ“,1 ესრეთ აღამაღლებს გონებათა ჩუენთა პირველისა მის მიმართ, რომლისა მიწდომაჲ შეუძლებელ არს, რამეთუ რაოდენცა ამაღლდეს გონებაჲ სიმაღლისა მიმართ ჟამთაჲსა, პირველ იგი უმაღლეს იპოვების.

არამედ მოვიყვანოთ გონებაჲ თჳსავე სადგურად და ვისმინოთ ამისვე საღმრთოჲსა მახარებელისაჲ, რამეთუ პირველადვე მოგჳთხრობს მიუწ-

1 იოან. 1,1.

დომელსა მას და უსაზღვროსა არსებასა და კუალად ღაღადებს უცნაურსა მას საიდუმლოსა და მიზეზსა ჴსნისა ჩუენისასა, სავსესა ყოვლითა საშინელებითა, და იტყჳს: „და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა“.1

ესე არს სიტყუაჲ იგი, რომელი პირველითგან იყო უშობელისა თანა მშობელისა და აღსასრულსა საუკუნეთასა კაცთა მსგავსებასა მოდგამ იქმნა, რაჲთა ვიხილოთ ჩუენ დიდებაჲ მისი, „დიდებაჲ ვითარცა მხოლოდშობილისა მამისა მიერ, სავსჱ მადლითა და ჭეშმარიტებითა“,2 და სავსებისაგან ღმრთეებისა მისისა მოვიღოთ მადლი მადლისა წილ,3 რომელ არს შჯული შჯულისა წილ.

რამეთუ შეცვალა მან სახჱ იგი წესთა მათ პირველთაჲ და გამოაბრწყინვა სინათლჱ, ჭეშმარიტებაჲ მახლობელთა მიმართ და შორიელთა, რომელ არიან ერნი ზეცისანი და ქუეყანისანი, რომელნი ერთ სამწყსო ყვნა მიზეზითა კაცთმოყუარებისაჲთა, ვითარცა თქუა, ვითარმედ: „იყვნენ იგინი ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“,4 რამეთუ შეაერთნა ქუეყანისანი ზეცისათა და ზოგად აუწყა მრავალსახჱ იგი მიუწდომელობაჲ განგებულებისა თჳსისაჲ, რამეთუ რომელმან ჟამთა ბუნებისა საზღვარი განაწესა, ჟამთა რიცხუსა მორჩილ იპოვა ბუნებითა მით, რამეთუ ჩუენგან მიიღო და ტაძარსა მას ჴორცთა ბუნებისასა დაფარა სავსებაჲ ღმრთეებისა მისისაჲ, რომლისა შუენიერებამან დაფარნა ცანი.

რამეთუ შანთი იგი აუგებელი შეეზავა აგებულებასა ნივთიერსა ბრძმეთსა მას შინა სიწმიდისასა, რომელ არს უბიწოჲ მშობელი მისი, რომელსა შორის საიდუმლოდ დამკჳდრებითა თჳსითა უქცეველად აღასრულნა ქადაგებანი პირველ უწყებულთანი სულისა მიერ, რომელნი სურვიელად მოელოდეს და სწადოდა, რაჲთა იხილონ ქადაგებული მათი, რომელსა აწ ღმრთისა სიტყუამან სახიერებითა თჳსითა ღირს-მყვნა ჩუენ, ერი ესე ახალი, რომელთა მიწოდა უცხოთაგან სამსახურებელთა და აღმიშენა სახლი სულიერი საფუძველსა ზედა მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთასა, რომლისა საფუძველნი შეურყეველად ჰგიან კუეთებასა მას ურწმუნოებისა ქართა მდინარეთასა, რამეთუ თავ საკიდურთა მისთა5 არს მხოლოდშობილი ძჱ ღმრთისაჲ, რომელმან სხურებულ-ყო სისხლითა ახლისა აღთქუმისაჲთა და განაშუენა სახედ ძოწეულისა.

ამისთჳს, რომელსა პირველ ბერწ ერქუა, აღივსნეს ეზონი მისნი სიმრავლითა ნაშობთაჲთა, რომელთა შორის განსცხრების ათძალითა შემასხმელითა, ვითარცა დედაჲ შვილთა მიერ სახარულევანი, რამეთუ შეიწყნარა ხარებული იგი ესაია ჴმამაღლისაჲ, რომელ თქუა: „იხარებდ, ბერწი ეგე, რომელი არა შობდ; აღიმაღლე და ღაღად-ყავ, რომელსა

1 იოან. 1,14. 2 იოან. 1,14. 3 შდრ. იოან. 1,16. 4 იოან. 10,16. 5 შდრ. ფსალმ. 117,22; მათ. 21,42; მარკ. 12,10; ლუკ. 20,17; 1 პეტ. 2,7.

არა გელმოდა“.1 ამისთჳსცა ნაკადულნი დიან საღმრთოჲსა მის ცუარისა და წყლისა ცხოველისანი საყოფელთა შორის სიონისათა, რომელ არიან ქადაგებანი მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთანი და წმიდათა მღდელთმოძღუართანი, რომელთა შორის სავანე-ყო მხოლოდშობილმან ძემან ღმრთისამან მამით და სულით წმიდითურთ.

ამისთჳს არა ღირს წოდებად მათა სწორ კაცთა, არამედ მოდასედ უჴორცოთა ზეცისათა, რომელთა მსგავსად ორბისა ფრთოვან-ქმნეს გონებაჲ მათი სიმაღლედ მიმართ სამყაროჲსა და ვითარცა ღრუბელთა აცურიეს სოფელსა ცუარი ღმრთისმეცნიერებისაჲ, და აღორძნდა ნაყოფი მართლისა სარწმუნოებისაჲ უმეტეს პირველისა.

რამეთუ შორის მისა ვითარცა ღუარძლი განარჩიეს ნერგი იგი სიმწარისაჲ, სარწმუნოებაჲ მჴეცებრ განბოროტებულთა მწვალებელთაჲ, რომელნი განცოფნეს სიბრძნესა შინა ამის სოფლისასა, ხოლო სილაღითა მით უკეთურებისა თჳსისაჲთა არა თავს-იდვეს მორჩილებაჲ სწავლასა მოციქულთასა, არამედ შემოიღეს მოძღურებაჲ უცხოჲ და მრავალსახჱ.

ამისთჳს უცხო იქმნნეს მეორედ შობისა მისგან სულიერისა და ესრეთ შეპყრობილნი ბნელითა უმეცრებისაჲთა ეწყვებოდეს წინაშე პირსა ნათლისასა. ხოლო წმიდათა მათ მოძღუართა მართლისა სარწმუნოებისათა, ვითარცა ცეცხლითა, ენითა მათითა შეწუეს ეკალი წვალებისა მა-თისაჲ, და ჯეჯლი იგი მართლმადიდებლობისაჲ - კრებული ერთა მორწმუნეთაჲ - იხარებს ცუარითა მით გარდამომდინარითა პირით მისით, და განწყობილნი ოხრიან ღელეთა შორის ეკლესიისათა დიდებისმეტყუელებად საშინელისა სამებისა, რომელი დიდებულ არს უკუნისამდე.

ამის წმიდისა სამებისა ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა და მისა მიმართ მეოხებითა დედოფლისა ჩუენისა ყოვლადწმიდისა ქალწულისა მარიამისითა, რომელმან ერთი სამებისაგანი, ძჱ, ბუნებით სწორი მამისაჲ, თჳნიერ ბუნებისა საშოსა დაიტია, და ესე არს მეოხი ყოველთა ქრისტეანეთაჲ წინაშე ძისა მისისა და ღმრთისა ჩუენისა, და ძლიერებითა ცხოველსმყოფელისა პატიოსნისა ჯუარისაჲთა და მადლითა წმიდისა იოვანე ნათლისმცემელისაჲთა და მეოხებითა წმიდათა მოციქულთა, მღდელთმოძღუართა, მოწამეთა და მამათაჲთა, რომელთა მჴნედ მოღუაწებითა მათითა სულიერითა განაპნეს სიღრმენი უფსკრულთა ურწმუნოებისათანი და ერი ღმრთისაჲ - ახალი ისრაჱლი - განიყვანეს აღთქუმულსა მას იერუსალჱმსა, რამეთუ ნავი მოძღურებათა მათთაჲ შეჰმზადეს, არა თუ ქუეყანითი ქუეყანად მიმყვანებელი, არამედ ქუეყანით ცად აღმყვანებელი სულისა და გონებისა მართლმორწმუნეთაჲსა ამათ ყოველთა მეოხებითა და თანაშეწევნითა.

1 ესაია 54,1; გალ. 4,27.