მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 3:19

18. რომელსა ჰრწმენეს მისი, არა დაისაჯოს; ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დასჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა მხოლოდ-შობილისა.19. და ესე არს სასჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ.20. რამეთუ ყოველი რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაჲთა არა ემხილნენ საქმენი მისნი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 3
19. და ესე არს სასჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესე არს საშჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი“ (3,19).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: ამისთჳს დაისაჯებიან კაცნი, რამეთუ ნათელსა დაუტევებენ და ბნელი უყუარს და არა ჰნებავს მისლვაჲ ნათლად, რამეთუ უკუეთუმცა მოსრულ ვიყავ შჯად და არა შენდობად ცოდვათა, აქუნდამცა სიტყუაჲ, თუ: ამისთჳს ურწმუნო ვიქმნენით; ხოლო ვინაჲთგან მოვედ გამოყვანებად ბნელისაგან და მოყვანებად ნათლად, ვინღა შეიწყალოს იგი, რომელსა არა ენებოს ბნელისაგან ნათლად მოსლვაჲ? ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „მომიძულეს მე ცუდად“; ; ; (37,20) და ვითარმედ: „უკუეთუმცა არა მოსრულ ვიყავ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა“. რამეთუ რომელსა არა აქუნდეს ნათელი და ამისთჳს ჯდეს ბნელსა შინა, წყალობისა ღირს არს, ხოლო რომელი შემდგომად მოსლვასა ნათლისასა ბნელსა შინა დაადგრეს, არღარა ღირს არს წყალობისა.

ხოლო თქუა მიზეზიცა, რომლისათჳს უყუარს კაცთა ბნელი:

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის