მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 4:13

12. ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა იაკობისა, რომელმან ესე ჯურღმული მომცა ჩუენ? და იგი თავადი ამისგან სუმიდა და ძენი მისნი და საცხოვარი მისი.13. მიუო იესუ და ჰრქუა მას: ყოველი რომელი სუმიდეს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალადცა,14. ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდეს ცხორებად საუკუნოდ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 4
13. მიუო იესუ და ჰრქუა მას: ყოველი რომელი სუმიდეს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალადცა,
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: რომელი სუამს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალად. ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არა სწყუროდის უკუნისამდე, და წყალი, რომელი მე მივსცე მას, ექმნეს მას შინა წყარო წყლის, რომელი ვიდოდის ცხორებად საუკუნოდ“ (4,13-14).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: სულისა წმიდისა მადლსა წერილი ოდესმე ცეცხლად სახელ-სდებს და ოდესმე წყლად, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არა არსებისა მისისანი არიან ესე სახელნი, არამედ საქმეთა მისთანი, რამეთუ არა შესაძლებელ არს, თუმცა თჳთოსახეთა არსებათაგან იყო სული წმიდაჲ შემზადებულ, რომელ-იგი უხილავ არს და მარტივ; რამეთუ იოვანე ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: „მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“; ; ; ხოლო უფალი ღაღადებს, ვითარმედ: „მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“. და ამას იტყოდა სულისა წმიდისათჳს, რომელი ეგულებოდა მიღებად მორწმუნეთა მისთა. ესრეთვე უკუე დედაკაცსა მას ჰრქუა, ვითარმედ: „რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე, არღარა სწყუროდის უკუნისამდე“. ხოლო ამას სულისა წმიდისათჳს იტყოდა, რამეთუ ცეცხლისა სახელითა სიმახჳლესა მას და მჴურვალებასა მადლისა მისისასა და განმლეველობასა ცოდვათასა მოასწავებს, ხოლო წყლისა მიერ განწმედილობასა მას...

სრულად ნახვა
სიტყვა კვირიაკესა სამარიტელისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მიდიოდა რა ერთ-გზის იერუსალიმითგან გალილიას მოწაფეთა თანა მისთა, მიეახლა ქალაქსა სამარიტელთასა და დასჯდა მოსასვენებლად წყაროსა ზედა იაკობისსა. ამ ჟამად მივიდა იქ წყლის ამოსავსებელად ერთი სამარიტელი დედაკაცი. მაცხოვარმან ჩვეულებისამებრ მისისა იწყო სწავლა და დარიგება მისი და გამოუცხადა მას ყოველი ცოდვა, რაიცა მას ექმნა სიყრმითგან. დედა-კაცმან შეიტყო, რა მოძღვარი ასწავლის მას და სთხოვა, რათა აუხსნას ეჭვი, რომელი ჰქონდა მას სჯულსა ზედა. სამარიტელნი ფიქრობდენ და არწმუნებდენ, რომელ ჭეშმარიტი ლოცვა და თაყვანის-ცემა ღვთისა შესაძლო არს მხოლოდ იმ მთაზედ, სადაცა მათ ააშენეს ტაძარი, გარნა ურიანი ამტკიცებდენ, რომელ ღმერთი მხოლოდ იერუსალიმის ტაძრითგან მიიღებს ლოცვასა და შესაწირავსა. მამანი ჩვენნი, ჰკითხა დედაკაცმან, მთასა ამას თაყვანის-ცემდეს და თქვენ იტყვით, ვითარმედ იერუსალიმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყვანის-ცემა. მაშინ მაცხოვარმან მიუგო: მოვალს ჟამი და აწვე არს, ოდეს არცა იერუსალიმს, არცა მთასა ამას ზედა თაყვანის-სცემდენ მამასა: არამედ ჭეშმარიტნი თაყვანის-მცემელნი თაყვანის-სცემენ მამასა სულითა და...

სრულად ნახვა
სიტყვა იე-სა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

შეიყვარე უფალი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა,... ესე არს დიდი და პირველი მცნება (მათ. კბ, ლზ)

სიყვარული ღვთისა არის დიდი და პირველი მცნება, ვითარცა უპასუხა მაცხოვარმან სჯულის მოძღვარსა რომელსამე, მაშასადამე, ხშირად უნდა ვფიქრობდეთ ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, ამ მცნებაზედ. იგი არის საფუძველი ჩვენისა ქრისტიანულისა ცხოვრებისა. მაშასადამე, ყოველთვის უნდა ვზრუნავდეთ, რათა არ შეირყიოს იგი ჩვენს შორის და მასთანავე ყოველი ჩვენი სულიერი ცხოვრება.

რაი არს სიყვარული ღვთისა, ანუ რა სახით შეიძლება კაცმან ღმერთი შეიყვაროს? როდესაც შენ, ძმაო, გიყვარს ვინმე, ანუ რაიმე, მაშინ რას გრძნობ, ანუ რა სურვილი გაქვს გულში? მაშინ ცხადად წარმოიდგენ იმ ნივთს, ანუ იმ პირსა, რომელიც გიყვარს. შენი სიყვარულის საგანი ცხადად არის გამოხატული შენს გულში; შენ გსურს, რომ ყოველთვის შენთან იყოს იგი, რათა შეგეძლოს ყოველთვის მისი ხილვა და მისგან ნუგეშობა; გარნა ღმერთი არს უხილავი; შენ ვერ წარმოიდგენ მის სახეს და ვერც შეგიძლია ისურვო, რომ იგი იყოს შენს ხელში. მაშასადამე რაი არს სიყვარული ღვთისა, ან რა სახით შეგიძლია შეიყვარო შენ ღმერთი? სიყვარული...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის