მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლბ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

თავი ლბ

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: რომელი სუამს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალად. ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არა სწყუროდის უკუნისამდე, და წყალი, რომელი მე მივსცე მას, ექმნეს მას შინა წყარო წყლის, რომელი ვიდოდის ცხორებად საუკუნოდ“ (4,13-14).

თ ა რ გ მ ა ნ ი: სულისა წმიდისა მადლსა წერილი ოდესმე ცეცხლად სახელ-სდებს და ოდესმე წყლად, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არა არსებისა მისისანი არიან ესე სახელნი, არამედ საქმეთა მისთანი, რამეთუ არა შესაძლებელ არს, თუმცა თჳთოსახეთა არსებათაგან იყო სული წმიდაჲ შემზადებულ, რომელ-იგი უხილავ არს და მარტივ; რამეთუ იოვანე ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: „მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“;1 ხოლო უფალი ღაღადებს, ვითარმედ: „მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“.2 და ამას იტყოდა სულისა წმიდისათჳს, რომელი ეგულებოდა მიღებად მორწმუნეთა მისთა. ესრეთვე უკუე დედაკაცსა მას ჰრქუა, ვითარმედ: „რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე, არღარა სწყუროდის უკუნისამდე“. ხოლო ამას სულისა წმიდისათჳს იტყოდა, რამეთუ ცეცხლისა სახელითა სიმახჳლესა მას და მჴურვალებასა მადლისა მისისასა და განმლეველობასა ცოდვათასა მოასწავებს, ხოლო წყლისა მიერ განწმედილობასა მას მისმიერსა და ფრიადსა მას ნუგეშინის-ცემასა, რომელი მიეცემის გონებათა მათ შემწყნარებელთა მისთასა, გამოაჩინებს. რამეთუ ვითარცა სამოთხჱ სა-შუებელსა, მრავალთა მიერ ხეთა ნაყოფიერთა შემკობილსა, ესრეთ ჰყოფს სულსა მას, შემწყნარებელსა მისსა, და დაშრეტს ყოველთავე გან-ჴურვებულთა ისართა მტერისათა.

ხოლო შენ იხილე სიბრძნჱ ღმრთისაჲ, ვითარ მცირედ-მცირედ მოიყვანებს დედაკაცსა მას გულისხმის-ყოფად; რამეთუ პირველად სთხოვა წყალი და მისცა მიზეზი სიტყჳსაჲ, მერმე ჰრქუა: „უკუეთუმცა იცოდე, თუ ვინ არს, რომელი გეტყჳს: მეც მე წყალი“. და ვითარცა აჴსენა მან მამათმთავარი იაკობ და ჰრქუა: „ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა იაკობისა?“ არა თქუა უფალმან, თუ: ჰე, უფროჲს ვარ, რაჲთამცა არა დააბრკოლა გონებაჲ მისი, არამედ საქმეთაგან უჩუენა უზეშთაესობაჲ თჳსი და თუ რაზომი განყოფილებაჲ აქუნდა მისგან, რამეთუ ჰრქუა, ვი-თარმედ: უკუეთუ გიკჳრს, თუ ვითარმცა მოგეც ამისი უაღრჱსი წყალი, და იტყჳ: ნუუკუე უფროჲს იაკობისა ხარ? უკუეთუ მოგცე წყალი იგი, რომელსა ვიტყჳ, არა მაშინ უმეტესად აღიაროა უზეშთაესობაჲ ჩემი?

1 მათ. 3,11; ლუკ. 3,16; შდრ. იოან. 1,33. 2 იოან. 7,38.

იხილე თუალუხუავი იგი საშჯელი დედაკაცისაჲ, რამეთუ საქმეთაგან იქმოდა შჯასა უზეშთაესობისასა, ხოლო ჰურიანი არა ესრეთ. ხედვიდეს მას, ვითარ განასხამნ ეშმაკთა, და არა თუ ოდენ ამას იტყოდეს, თუ უზეშთაეს მამათმთავრისა არს, არამედ ეშმაკეულითცა ჰხადოდეს. ამისთჳს უფალი იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ არა ვიქმ საქმესა მამისა ჩემისასა, ნუ გრწამს ჩემი. უკუეთუ ვიქმ, დაღათუ ჩემი არა გრწმენეს, საქმეთაჲ გრწმენინ“.1 და ესრეთ ჰრწმენა საქმეთაჲ დედაკაცსა მას. ამისთჳსცა უფალმან უწყოდა, ვითარმედ საქმეთაებრ შჯის იგი, დაუტევა იაკობისთჳს სიტყუაჲ და წყლისა მისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან სუას წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალად, ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არა სწყუროდის უკუნისამდე“. რამეთუ ესმა პირველად დედაკაცსა მას „წყალი ცხოველი“ და ვერ გულისხმა-ყო, არამედ ჰგონებდა, თუ „წყლად ცხოველად“ წყაროსა იტყჳს ხილულსა, დაუწყუედელად მდინარესა. ამისთჳს ჰრქუა ქრისტემან, ვითარმედ: „რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე, არა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ ექმნეს მას შინა წყარო წყლის, რომელი ვიდოდის ცხორებად საუკუნოდ“. ამათ სიტყუათა მიერ გულისხმა-უყო, ვითარმედ არარას ხილულსა ეტყჳს მას, რამეთუ რომელმანცა ხილულმან წყალმან ქმნა, რაჲთამცა ერთგზის მიღებითა არღარა შეუნდო წყურილად, არამედ ექმნამცა წყაროდ მის შორის? და ესე რაჲ ესმა, ჰრწმენა მეყსეულად დედაკაცსა მას, რამეთუ ფრიად უგულისხმისმყოფელეს გამოჩნდა ნიკოდემოსისა, და არა უგულისხმისმყოფელეს ოდენ, არამედ უმჴნესცა, რამეთუ მას ბევრეული ესევითარი ესმა და არავის უქადაგა, არცა კადნიერ იქმნა, ხოლო ამან საქმჱ სამოციქულოჲ ქმნა, რამეთუ ქალაქი სრული მოაქცია უფლისა და ყოველთა უქადაგა. და კუალად ნიკოდემოსს შეუძლებელად უჩნდა საქმჱ იგი,2 და სახჱცა იგი ქარისაჲ მოართუა უფალმან, და ვერვე შეიწყნარებდა სიტყუასა მას, ხოლო დედაკაცსა მას პირველ უკჳრდა, და ჰრქუა რაჲ უფალმან არა სახითა და მრავალღონეობით, არამედ ოდენ განჩინებით, ვითარმედ: „არა სწყუროდის უკუნისამდე, რომელმან ჩემმიერი წყალი მიიღოს“, მეყსეულად ჰრწმენა და ჰრქუა მას:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უფალო, მეც მე წყალი ეგე, რაჲთა არა მწყუროდის და არცაღა მოვიდე აქა ვსებად“ (4,15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველ, ესმა რაჲ „წყალი ცხოველი“, ხილულსა წყალსა ჰგონებდა, ხოლო ისწავა რაჲ, ვითარმედ სულიერ არს წყალი იგი, ჰრწმენა, ვითარმედ ძალ-უც მას დაყენებად წყურილსა, გარნა თუ რაჲ არს, არა იცოდა; ესე გულისხმა-ყო, ვითარმედ უზეშთაეს არს ხილულთა ამათ, გარნა თუ რაჲ არს ჭეშმარიტებით, არა უწყოდა, არამედ ესე ცნა,

1 იოან. 10,37-38. 2 შდრ. იოან. 3,9.

ვითარმედ უზეშთაეს იაკობისა არს, და იწყო წყლისა მის თხოვად. ესე არს სული და გონებაჲ კეთილი, რამეთუ არცა ამაოდ შეიწყნარა სიტყუაჲ იგი, არამედ კეთილად გამოიძია; არცა კუალად მაცილობელ და ურწმუნო იქმნა, არამედ ცნა რაჲ ჭეშმარიტებაჲ მათ სიტყუათაჲ, სთხოვა მას წყალი იგი. და არა ქმნა, ვითარცა ჰურიათა, რამეთუ ესმა რაჲ სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი თქუა, ვითარმედ: „რომელმან ჭამოს ჴორცი ჩემი, არა ჰშიოდის“,1 და დაბრკოლდეს. არამედ დედაკაცმან მან უფროჲს სთხოვა, ხოლო უფალსა უკუეთუმცა ეთქუა მისდა, ვითარმედ: წყალი ცხოველი მოგცე, რაჟამს ჩემდა მომართ გრწმენეს, რამეთუ ჩემდამო სარწმუნოებაჲ არს წყალი ცხოველი, ვერ შეიწყნარებდა იგი სიტყუასა მას, რამეთუ არა იცოდა, თუ ვინ არს. რამეთუ ჰურიათა პირველად მრავალნი სასწაულნი უჩუენნა და მერმეღა ჰრქუა: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არა სწყუროდის“. ხოლო ამას არაჲ ეხილვა სასწაული და ვითარმცა ჰრწმენა, უკუეთუმცა ეთქუა, თუ: სარწმუნოებაჲ ჩემი არს წყალი ცხოველი? ამისთჳს პირველად უჩუენა ძალი თჳსი წინაჲსწარმეტყუელებისა მიერ და არა ამხილა მეყსეულად, არამედ პირველად ჰრქუა მას:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წარვედ, მოუწოდე ქმარსა შენსა და მოვედ აქა. მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა: არა მივის ქმარი. ჰრქუა მას იესუ: კეთილად სთქუ, რამეთუ არა გივის ქმარი. ხოლო ხუთ ქმარ გესხნეს, და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი; ეგე ჭეშმარიტად სთქუ. ჰრქუა მას დედაკაცმან: უფალო, ვხედავ, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელი ხარ“ (4,16-19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ეჰა რაბამი არს სიბრძნჱ დედაკაცისაჲ მის, და ვი-თარ სიმშჳდით შეიწყნარა მხილებაჲ, და არა ვითარცა ჰურიათა, რამე-თუ მათცა ამხილა მრავალგზის გულისსიტყუაჲ გონებისაჲ, რომელ-იგი უზეშთაეს არს, ვიდრე ქმნილისა საქმისასა ცნობად გულისსიტყუაჲ, რამეთუ ესე მხოლოჲსა ღმრთისა საქმე არს. გარნა ჰურიათა არა თუ ოდენ არა დაუკჳრდა, არამედ განრისხნესცა, რაჟამს ჰრქუა, ვითარმედ: „რაჲსა მეძიებთ მე მოკლვად?“2 რომელთა-იგი სხუანიცა მრავალნი სასწაულნი მისნი ეხილვნეს და მას ყოველსა ზედა ეტყოდეს, ვითარმედ: „ეშმაკი არს შენ თანა. ვინ გეძიებს შენ მოკლვად?“3 ხოლო დედაკაცსა მას იგი ოდენ ეხილვა საკჳრველი, ხოლო არა აღშფოთნა, არამედ დაუკჳრდა და წინაჲსწარმეტყუელად აღიარა.

და უკუეთუ ვინ იტყოდის, თუ: რაჲსათჳს ჰრქუა, ვითარმედ: „მოხადე ქმარსა შენსა“? გულისხმა-ყავთ, ვითარმედ ამისთჳს, რამეთუ ითხოვდა დედაკაცი იგი ნიჭსა მას წყლისა ცხოველისასა, ხოლო უფალსა ენება, რაჲთამცა უჩუენა ძალი სასწაულთა თჳსთაჲ, რაჲთამცა ჰრწმენა მისი დედაკაცსა, რამეთუ უკუეთუმცა არა ჰრწმენა, ვითარმცა მოეღო წყა-

1 შდრ. იოან. 6,35, 48-58. 2 იოან. 7,19. 3 იოან. 7,20.

ლი იგი ცხოველი? და კუალად ესრეთ უკითხავად არა ამხილა. ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „მოხადე ქმარსა შენსა“. ხოლო დედაკაცსა მას ენება, რაჲთამცა ბილწი იგი საქმჱ დაფარა, რამეთუ ვითარცა კაცსა ჰხედვიდა, და ჰრქუა: „არა მივის ქმარი“. ესე რაჲ ესმა ქრისტესა, და მერმე კუალად და თჳსსა ჟამსა ჰრქუა მხილებისა იგი სიტყუაჲ უცთომელად, რამეთუ პირველნი იგი აღრაცხნა და მაშინდელი იგი ქმარი, რომელი არა ჭეშმარიტი და შჯულიერი ქმარი იყო, გამოაჩინა. ესე რაჲ ესმა, არა დაბრკოლდა, არამედ წინაჲსწარმეტყუელად აღიარა, და წინაჲსწარმეტყუელად რაჲ აღიარა, არა ჰკითხა ჴორციელისა სიმრთელისათჳს, ანუ სიმდიდრისა, ანუ სხჳსა რაჲსმე, არამედ მეყსეულად სარწმუნოებისათჳს ჰკითხა და ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამანი ჩუენნი მთასა ამას თაყუანის-სცემდეს“ (4,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აბრაჰამისთჳს იტყჳს, რამეთუ: იტყჳან, ვითარმედ: მუნ აღიყვანა მან დაკლვად ისაკი. და ვითარ „თქუენ იტყჳთო, ვითარმედ: იერუსალჱმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყუანის-ცემაჲ“ (4,20)? იხილეა, ვითარ მაღალ იქმნა გონებითა? ამისთჳსცა ქრისტემან აღიყვანა იგი უმეტესსა სიმაღლესა სიტყჳთა თჳსითა, ვინაჲთგან მოიყვანა იგი სარწმუნოებად თჳსა.

სწავლაჲ ლბ კითხვისათჳს საღმრთოთა წერილთაჲსა

შევიკდიმოთ უკუე ჩუენცა, რამეთუ უკუეთუ დედაკაცი სამარიტელი რომელსა ხუთ ქმარ სხმოდეს, ესოდენი მოსწრაფებაჲ აჩუენა სწავლად საღმრთოთა სიტყუათა, და არცა სიცხემან დააყენა, არცა ჟამმან მან სასწრაფომან, რაჲ ვთქუათ ჩუენ, რომელნი არასადა მცირედსაცა სწრაფასა ვაჩუენებთ სწავლად საღმრთოთა საქმეთა ანუ სიტყუათა? რამეთუ ვინ თქუენგანი, მი-რაჲ-ვიდეს სახედ თჳსა, აღიხუამს ჴელთა საღმრთოთა წიგნთა და გამოეძიებს წერილთა? არამედ უმეტესთა ყოლად ზრუნვაჲცა არა აქუს მოგებად წიგნთა. და რომელთა აქუს, ვითარმცა არა აქუნდა, ესრეთ არიან, რამეთუ დაბეჭდულად დაუმარხვან იგინი და არასადა აღმოიკითხვენ და მოგებაჲცა მათი არა თუ სულისა სარგებელისათჳს უქმნიეს, არამედ სიმდიდრისათჳს. ესოდენი არს ცუდადმზუაობრობისა ბოროტი, რამეთუ არავინ იქადის ამას, თუ: ვიცი ყოველი, რაჲ მათ შინა წერილ არს, არამედ ამას იქადინ, ვითარმედ: ოქროჲსა ასოჲთა წერილ არიან. არარაჲ არს სარგებელი, რამეთუ არა თუ ამისთჳს მოგუეცნეს წერილნი, რაჲთა წიგნთა შინა შთავწერნეთ, არამედ რაჲთა გულთა შინა ჩუენთა შთავწერნეთ, ხოლო წიგნთა ოდენ ქონებაჲ შჯულისა ჰურიათაჲ-

სა არს, რამეთუ ჩუენ არა ფიცართა ზედა ქვისათა დასაწერელად მოგუეცა, არამედ ფიცართა ზედა გულისათა.1

ხოლო ამასღა ვიტყჳ, არა თუ წიგნთა მოგებად გაყენებ, არამედ უფროჲსად მიხარის ამას ზედა, გარნა გევედრები, რაჲთა მას თანა გონებასაცა შინა შთავწერნეთ ძალნი და სიტყუანი წიგნთანი, რამეთუ უკუეთუ სახლსა, სადა სახარებაჲ იდვას, ვერ შევალს ეშმაკი, არა უფროჲსად სულსა, რომელსა შინა ძალი სიტყუათაჲ დამკჳდრებულ იყოს, შეეშინოსა შესლვად? და არა ოდენ ეშმაკი, არამედ ყოველივე ბუნებაჲ ცოდვისაჲ. წმიდა-ყავ უკუე სული შენი, წმიდა-ყვენ ჴორცნიცა ამათ საღმრთოთა სიტყუათა გულსა და პირსა შენსა დამკჳდრებითა, რამეთუ უკუეთუ ბოროტთა სიტყუათა მეტყუელებაჲ შემაგინებელ კაცისა არს, სულიერ-თა უკუე სიტყუათა წურთამან და კითხვამან არა განწმიდოსა სულიცა და პირი და დაამკჳდროს მას შინა მადლი სულისა წმიდისაჲ? რამეთუ საღმრთონი წერილნი წამალნი არიან სულისანი, განვკურნნეთ უკუე მათ მიერ სულნი ჩუენნი.

ამათ სიტყუათა მარადის გეტყჳ და თქუმად არა დავსცხრე. რამეთუ ვითარ არა ბოროტ არს, უკუეთუ მოყუარეთა სოფლისათა იციან მონაგებ-თა თჳსთა ყოველი ბუნებაჲ და ცხენთა თჳთოეულისა პაპისპაპნი და ბუნებანი, და რომელნი-ესე ეკლესიასა შინა შემოჰკრბებით, არა იცნოდით აქა შინა თქუმულნი სიტყუანი, არცა თუ რიცხჳ წიგნთაჲ, რომელთა მარადის ვიჴმარებთ? რამეთუ ფრიად ესენი უკეთეს და უსაწადელეს არიან, ვიდრე იგინი. თქუღა, რომელი უსაკჳრველეს არს ხილვად, რკინობაჲ კაცისაჲ კაცისა მიმართ ანუ რკინობაჲ კაცისაჲ ეშმაკისა მიმართ და ჴორციელისა ბრძოლაჲ უჴორცოჲსა მიმართ და ძლევაჲ? და უკუეთუ ამას ესევითარსა ჰხედვიდე, ისწავო შენცა ესრეთვე ძლევაჲ ეშმაკისაჲ.

ამას ესევითარსა მარადის გეტყჳ და არა დავსცხრები თქუმად, ხოლო თქუენ ნუ სიმძიმე გიჩნან სიტყუანი ჩემნი, რამეთუ უკუეთუმცა სიმძიმჱ ჯერ-იყო, მემცა მიმძიმდა, რომელი-ესე მარადის გასწავებ, და მარადის ურჩ მექმნებით, და არა თქუენდა ჯერ-იყო სიმძიმჱ, რომელნი მარადის ისმენთ და არაოდეს იქმთ საქმით. გარნა ღირს-გყვენინ უფალმან, რაჲთა არა იყოს მარადის ბრალობაჲ ესე თქუენ ზედა, არამედ რაჲთა განეშორნეთ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა და ღირს იქმნნეთ გულისხმის-ყოფასა საღმრთოსა სიტყჳთა და საქმითა, რაჲთა ნაყოფიცა კეთილი გამოიღოთ და ღირს იქმნნეთ დამკჳდრებად საუკუნოთა მათ კეთილთა სასუფეველისათა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 შდრ. 2 კორ. 3,2-3.