მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 4:19

18. რამეთუ ხუთ ქმარ გესხნეს, და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი; ესე ჭეშმარიტი სთქუ.19. ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, ვხედავ, რამეთუ წინაწარმეტყუელი ხარ შენ.20. მამანი ჩუენნი მთასა ამას თაყუანის-სცემდეს, და თქუენ იტყჳთ, ვითარმედ: იერუსალჱმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყუანის-ცემაჲ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 4
19. ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, ვხედავ, რამეთუ წინაწარმეტყუელი ხარ შენ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წარვედ, მოუწოდე ქმარსა შენსა და მოვედ აქა. მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა: არა მივის ქმარი. ჰრქუა მას იესუ: კეთილად სთქუ, რამეთუ არა გივის ქმარი. ხოლო ხუთ ქმარ გესხნეს, და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი; ეგე ჭეშმარიტად სთქუ. ჰრქუა მას დედაკაცმან: უფალო, ვხედავ, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელი ხარ“ (4,16-19).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ეჰა რაბამი არს სიბრძნჱ დედაკაცისაჲ მის, და ვი-თარ სიმშჳდით შეიწყნარა მხილებაჲ, და არა ვითარცა ჰურიათა, რამე-თუ მათცა ამხილა მრავალგზის გულისსიტყუაჲ გონებისაჲ, რომელ-იგი უზეშთაეს არს, ვიდრე ქმნილისა საქმისასა ცნობად გულისსიტყუაჲ, რამეთუ ესე მხოლოჲსა ღმრთისა საქმე არს. გარნა ჰურიათა არა თუ ოდენ არა დაუკჳრდა, არამედ განრისხნესცა, რაჟამს ჰრქუა, ვითარმედ: „რაჲსა მეძიებთ მე მოკლვად?“ რომელთა-იგი სხუანიცა მრავალნი სასწაულნი მისნი ეხილვნეს და მას ყოველსა ზედა ეტყოდეს, ვითარმედ: „ეშმაკი არს შენ თანა. ვინ გეძიებს შენ მოკლვად?“ ხოლო დედაკაცსა მას იგი ოდენ ეხილვა საკჳრველი, ხოლო არა აღშფოთნა, არამედ დაუკჳრდა და წინაჲსწარმეტყუელად აღიარა.

და უკუეთუ ვინ იტყოდის, თუ: რაჲსათჳს ჰრქუა, ვითარმედ: „მოხადე ქმარსა შენსა“? გულისხმა-ყავთ, ვითარმედ ამისთჳს, რამეთუ ითხოვდა დედაკაცი იგი ნიჭსა მას წყლისა ცხოველისასა, ხოლო უფალსა ენება, რაჲთამცა უჩუენა ძალი სასწაულთა თჳსთაჲ, რაჲთამცა ჰრწმენა მისი დედაკაცსა, რამეთუ უკუეთუმცა არა ჰრწმენა, ვითარმცა მოეღო...

სრულად ნახვა
სიტყვა კვირიაკესა სამარიტელისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მიდიოდა რა ერთ-გზის იერუსალიმითგან გალილიას მოწაფეთა თანა მისთა, მიეახლა ქალაქსა სამარიტელთასა და დასჯდა მოსასვენებლად წყაროსა ზედა იაკობისსა. ამ ჟამად მივიდა იქ წყლის ამოსავსებელად ერთი სამარიტელი დედაკაცი. მაცხოვარმან ჩვეულებისამებრ მისისა იწყო სწავლა და დარიგება მისი და გამოუცხადა მას ყოველი ცოდვა, რაიცა მას ექმნა სიყრმითგან. დედა-კაცმან შეიტყო, რა მოძღვარი ასწავლის მას და სთხოვა, რათა აუხსნას ეჭვი, რომელი ჰქონდა მას სჯულსა ზედა. სამარიტელნი ფიქრობდენ და არწმუნებდენ, რომელ ჭეშმარიტი ლოცვა და თაყვანის-ცემა ღვთისა შესაძლო არს მხოლოდ იმ მთაზედ, სადაცა მათ ააშენეს ტაძარი, გარნა ურიანი ამტკიცებდენ, რომელ ღმერთი მხოლოდ იერუსალიმის ტაძრითგან მიიღებს ლოცვასა და შესაწირავსა. მამანი ჩვენნი, ჰკითხა დედაკაცმან, მთასა ამას თაყვანის-ცემდეს და თქვენ იტყვით, ვითარმედ იერუსალიმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყვანის-ცემა. მაშინ მაცხოვარმან მიუგო: მოვალს ჟამი და აწვე არს, ოდეს არცა იერუსალიმს, არცა მთასა ამას ზედა თაყვანის-სცემდენ მამასა: არამედ ჭეშმარიტნი თაყვანის-მცემელნი თაყვანის-სცემენ მამასა სულითა და...

სრულად ნახვა
სიტყვა იე-სა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

შეიყვარე უფალი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა,... ესე არს დიდი და პირველი მცნება (მათ. კბ, ლზ)

სიყვარული ღვთისა არის დიდი და პირველი მცნება, ვითარცა უპასუხა მაცხოვარმან სჯულის მოძღვარსა რომელსამე, მაშასადამე, ხშირად უნდა ვფიქრობდეთ ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, ამ მცნებაზედ. იგი არის საფუძველი ჩვენისა ქრისტიანულისა ცხოვრებისა. მაშასადამე, ყოველთვის უნდა ვზრუნავდეთ, რათა არ შეირყიოს იგი ჩვენს შორის და მასთანავე ყოველი ჩვენი სულიერი ცხოვრება.

რაი არს სიყვარული ღვთისა, ანუ რა სახით შეიძლება კაცმან ღმერთი შეიყვაროს? როდესაც შენ, ძმაო, გიყვარს ვინმე, ანუ რაიმე, მაშინ რას გრძნობ, ანუ რა სურვილი გაქვს გულში? მაშინ ცხადად წარმოიდგენ იმ ნივთს, ანუ იმ პირსა, რომელიც გიყვარს. შენი სიყვარულის საგანი ცხადად არის გამოხატული შენს გულში; შენ გსურს, რომ ყოველთვის შენთან იყოს იგი, რათა შეგეძლოს ყოველთვის მისი ხილვა და მისგან ნუგეშობა; გარნა ღმერთი არს უხილავი; შენ ვერ წარმოიდგენ მის სახეს და ვერც შეგიძლია ისურვო, რომ იგი იყოს შენს ხელში. მაშასადამე რაი არს სიყვარული ღვთისა, ან რა სახით შეგიძლია შეიყვარო შენ ღმერთი? სიყვარული...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის