თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს უუძლურჱს შურისა და ამპარტავანებისა. ესენი არიან ბევრეულთა ბოროტთა მოქმედნი. ამათ მიერ ჰურიანი, რომელთა უმეტესი გულისხმის-ყოფაჲ აქუნდა, ვიდრე სამარიტელთა, და წინაჲსწარმეტყუელთა თანა აღზრდილ იყვნეს, უდარეს სამარიტელთასა გამოჩნდეს. რამეთუ ამათ სიტყუათაგან ოდენ დედაკაცსა მას ჰრწმენა თჳნიერ სასწაულთა ხილვისა, და განვიდეს მისა და ევედრებოდეს ქრისტესა დადგრომად მათ თანა, ხოლო ჰურიანი ესოდენთა სასწაულთა ხილვასა ზედა სდევნიდეს მას ქუეყანით მათით. ამისთჳსცა არა ჯერ-იჩინა უფალმან, რაჲთამცა გარემიაქცინა იგინი, რომელნი ევედრებოდეს მას და შეუვრდებოდეს, არამედ დაადგრა მათ თანა, ვითარცა ჰშუენოდა მისსა კაცთმოყუარებასა, რამეთუ მათ ენება და ევედრებოდეს, რაჲთა იყოს მათ თანა; ხოლო უფალმან არა თავს-იდვა, არამედ ორ დღე ოდენ, და მრავალთა ჰრწმენა მისი ორსა მას დღესა. და ძნელ იყო რწმუნებაჲ მათი, რამეთუ სასწაული არა ეხილვა, და რამეთუ ჰურიათა ემტერებოდეს, არამედ ვინაჲთგან უვნებელად დაადგრა, შურით ისმენდეს სიტყუათა მისთა, არარაჲ იქმნა დამაყენებელ მათა სარწმუნოებად, „და დედაკაცსა მას ეტყოდეს, ვითარმედ: არღარა შენისა სიტყჳსათჳს გურწამს,...
სახარებაჲ იოვანესი 4:41
40. და ვითარცა მოვიდეს მისა სამარიტელნი იგი, ევედრებოდეს მას, რაჲთა დაადგრეს მათ თანა. და დაადგრა მუნ ორ დღე.41. და უფროჲსსა სიმრავლესა ჰრწმენა სიტყუათა მისთაჲ.42. და ეტყოდეს დედაკაცსა მას, ვითარმედ: არღარა სიტყჳთა შენითა გურწამს, რამეთუ ჩუენ თჳთ გუესმა მისგან და უწყით, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაჲ, ქრისტე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 4