მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 4:45

44. რამეთუ თავადი იესუ წამებდა, ვითარმედ: წინაწარმეტყუელსა თჳსსა სოფელსა პატივი არა აქუს.45. და ოდეს მივიდა გალილეად, შეიწყნარეს იგი გალილეველთა, რამეთუ ყოველი ეხილვა, რაოდენი ქმნა იერუსალჱმს დღესასწაულსა მას და რამეთუ იგინიცა მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას.46. მოვიდა იესუ მერმეცა კანად გალილეაჲსა, სადა-იგი ქმნა წყალი ღჳნოდ. და იყო ვინმე სამეუფოჲთ მოსრული კაცი, რომლისა ძე სნეულ იყო კაპერნაუმს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 4
45. და ოდეს მივიდა გალილეად, შეიწყნარეს იგი გალილეველთა, რამეთუ ყოველი ეხილვა, რაოდენი ქმნა იერუსალჱმს დღესასწაულსა მას და რამეთუ იგინიცა მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ოდეს მოვიდა იგი გალილეად, შეიწყნარეს იგი გალილეველთა, რამეთუ ყოველი ეხილვა, რაოდენი ექმნა იესუს დღესასწაულსა მას იერუსალჱმს, და იგინიცა მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას“ (4,45).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რამეთუ რომელნი შეურაცხად აქუნდეს ფარისეველთა და მწიგნობართა, იგინი უფროჲსად მოიქცეოდეს? რამეთუ გალილეაჲსათჳს იტყოდეს, ვითარმედ: „გალილეაჲთ წინაჲსწარმეტყუელი არა აღდგომილ არს“; და სამარიტელნი კუალად საძაგელად აქუნდეს, ვიდრეღა, აგინებდეს რაჲ, ეტყოდეს, ვითარმედ: „სამარიტელ ხარ შენ“. და აჰა ესერა სამარიტელთაცა და გალილეველთა ჰრწმენა უფალი სირცხჳლად და საყუედრელად ჰურიათა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის