მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 4:47

46. მოვიდა იესუ მერმეცა კანად გალილეაჲსა, სადა-იგი ქმნა წყალი ღჳნოდ. და იყო ვინმე სამეუფოჲთ მოსრული კაცი, რომლისა ძე სნეულ იყო კაპერნაუმს.47. ამას ესმა, ვითარმედ: იესუ მოსრულ არს ჰურიასტანით გალილეას; მოვიდა მისა და ევედრებოდა, რაჲთა მივიდეს მის თანა და განკურნოს ძე იგი მისი, რომელი მიახდა სიკუდიდ.48. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არა გრწმენეს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 4
47. ამას ესმა, ვითარმედ: იესუ მოსრულ არს ჰურიასტანით გალილეას; მოვიდა მისა და ევედრებოდა, რაჲთა მივიდეს მის თანა და განკურნოს ძე იგი მისი, რომელი მიახდა სიკუდიდ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვიდა იესუ მერმეცა კანად გალილეაჲსა, სადა-იგი ქმნა წყალი ღჳნოდ. და იყო ვინმე სამეუფოჲსა კაცი, რომლისა ძჱ სნეულ იყო კაფარნაუმს. ამას ესმა, ვითარმედ: მოსრულ არს იესუ ჰურიასტანით გალილეად; მოვიდა მისა და ევედრებოდა, რაჲთა მივიდეს და განკურნოს ძჱ იგი მისი“ (4,46-47).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: კანას გალილეაჲსასა მოვიდა, რაჲთა მოაჴსენოს მათ სასწაული იგი, მის მიერ ქმნილი, და უმეტჱსად მორწმუნე-ყვნეს მისა მიმართ, ხოლო კაცი ესე სამეუფოჲ გინა თუ ნათესავისაგან იყო სამეუფოჲსა, ანუ თუ მთავრობისათჳს სახელ-სდვა სამეუფოდ. ხოლო იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: ესე იყო, რომლისათჳს მათე იტყჳს; არამედ არა ესე არს, რამეთუ არა პატივისაგან ოდენ საცნაურ არს, ვითარმედ არა თუ იგი იყო, არამედ სარწმუნოებისაგანცა, რამეთუ იგი იტყოდა, ვითარმედ: „არა ვარ ღირს, რაჲთა სართულსა ჩემსა შემოხჳდე“, ხოლო ესე ევედრებოდა მისლვად; და მუნ მთით მოსრულ იყო კაფარნაუმს, და აქა - სამარიაჲთ კანას.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის