მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 4:5

4. ხოლო თავადი განსლვად იყო სამარიაჲთ.5. და მივიდა ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქჳან სუქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თჳსსა.6. და იყო მუნ წყაროჲ იაკობისი. ხოლო იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 4
5. და მივიდა ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქჳან სუქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თჳსსა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მივიდა ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქჳან სჳქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თჳსსა. და იყო მუნ წყაროჲ იაკობისი“ (4,5-6).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს მოგჳთხრობს წულილ-წულილად მახარებელი ადგილისა მის სასწაულთა? გარნა ამისთჳს, რაჲთა რაჟამს გესმეს, ვითარმედ იტყოდა დედაკაცი, თუ: „იაკობ, მამამან ჩემმან, მოგუცა წყაროჲ,“ ესე არა უცხოდ აღგიჩნდეს, არამედ სცნა, ვითარმედ იგი არს ადგილი, სადა ყვეს ლევი და სჳმეონ შფოთი და ბოროტი იგი კაცის-კლვაჲ აღასრულეს.

ხოლო კეთილ არს პირველად თქუმად, თუ ვინაჲ იქმნნეს სამარიტელნი, რამეთუ ყოველსა მას ადგილსა სამარიაჲ ეწოდებოდა. ვინაჲ უკუე მოიღეს სახელი იგი? პირველ ეწოდებოდა მთასა მას სომორ მომგებელისაგან მისისა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი ესაია, ვი-თარმედ: „და თავ სომორისა ეფრემ“, არამედ მკჳდრთა მის მთისათა არა სამარიტელ, არამედ ისრაიტელ ეწოდებოდა. ხოლო ვითარცა გარდაჴდეს ჟამნი რაოდენნიმე, შესცოდეს მათ ღმერთსა, და იქმნა რაჲ ასურასტანს მეფედ ფაკეე, აღმოვიდა თელლამასარ და გამოიხუნა ქალაქნი მრავალნი ჰურიათანი, და ებრძოლა იგი ილას და მოკლა იგი, და მის წილ მისცა მეფობაჲ ოსიეს....

სრულად ნახვა
სიტყვა კვირიაკესა სამარიტელისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მიდიოდა რა ერთ-გზის იერუსალიმითგან გალილიას მოწაფეთა თანა მისთა, მიეახლა ქალაქსა სამარიტელთასა და დასჯდა მოსასვენებლად წყაროსა ზედა იაკობისსა. ამ ჟამად მივიდა იქ წყლის ამოსავსებელად ერთი სამარიტელი დედაკაცი. მაცხოვარმან ჩვეულებისამებრ მისისა იწყო სწავლა და დარიგება მისი და გამოუცხადა მას ყოველი ცოდვა, რაიცა მას ექმნა სიყრმითგან. დედა-კაცმან შეიტყო, რა მოძღვარი ასწავლის მას და სთხოვა, რათა აუხსნას ეჭვი, რომელი ჰქონდა მას სჯულსა ზედა. სამარიტელნი ფიქრობდენ და არწმუნებდენ, რომელ ჭეშმარიტი ლოცვა და თაყვანის-ცემა ღვთისა შესაძლო არს მხოლოდ იმ მთაზედ, სადაცა მათ ააშენეს ტაძარი, გარნა ურიანი ამტკიცებდენ, რომელ ღმერთი მხოლოდ იერუსალიმის ტაძრითგან მიიღებს ლოცვასა და შესაწირავსა. მამანი ჩვენნი, ჰკითხა დედაკაცმან, მთასა ამას თაყვანის-ცემდეს და თქვენ იტყვით, ვითარმედ იერუსალიმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყვანის-ცემა. მაშინ მაცხოვარმან მიუგო: მოვალს ჟამი და აწვე არს, ოდეს არცა იერუსალიმს, არცა მთასა ამას ზედა თაყვანის-სცემდენ მამასა: არამედ ჭეშმარიტნი თაყვანის-მცემელნი თაყვანის-სცემენ მამასა სულითა და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არასადა გრწმენეს. ჰრქუა მას სამეუფოჲსა კაცმან: უფალო, მოვედ მოსიკუდიდმდე ძისა ჩემისა. ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე, ცოცხალ არს ძჱ შენი“ (4,48-50).:

...ელთა აქებს, ვითარმედ თჳნიერ სასწაულთა ჰრწმენა, გინა თუ ქალაქსა მას აყუედრებს, კაფარნაუმს, ვინაჲ კაცი იგი იყო, რამეთუ დაღაცათუ ჰრწმენა მას, არამედ არა სრულიად; ამისთჳსცა ჰკითხვიდა თჳსთა მონათა, მი-რაჲ-ვიდა. რაჟამს მიუთხრეს სიმრთელჱ ძისა მისისაჲ, მაშინღა გულისხმა-ყო და ჰრწმენა ყოვლითურთ სახლეულით მისით. და ესე იცოდა უფალმან, მხედველმან გონებათამან, ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არა გრწმენეს“. რამეთუ იხილენ, სიტყუანი მისნი ვითარ უძლურ არიან, ვითარ იტყოდა, ვითარმედ: „მოვედ ვიდრე მოსიკუდიდმდე ყრმისა მის“, ვითარმცა ვერ ძალ-ედვა შორითგან განკურნებაჲ, ანუ თუ მკუდრეთით აღდგინებაჲ. ხოლო რაჲსათჳს, რომელ თავით თჳსით მივიდოდა, და აქა არცაღა თუ წოდებით მივალს? ამისთჳს, რამეთუ მუნ სარწმუნოებაჲ სრული აქუნდა ასისთავსა. ამისთჳს მივიდა, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ სათნო-უჩნდა კაცი იგი. ხოლო ამას არა აქუნდა ესევითარი სარწმუნოებაჲ და არა იცოდა, თუ შორითცა ძალ-უც განკურნებაჲ, არამედ აიძულებდა მისლვად. ამისთჳს არა მივიდა, რაჲთა რაჟამს პოვოს განკურნებული, ჰრწმენეს, ვითარმედ ძალ-უც უფალსა შორითცა განკურნებაჲ. ხოლო რაჟამს გესმეს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არა გრწმენეს“, გულისხმა-ყავ,...

სრულად ნახვა