მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 4:53

52. ჰკითხვიდა მათ: რომელსა ჟამსა უმოლხინეს იქმნა? ჰრქუეს მას: გუშინ მეშჳდესა ჟამსა ოდენ დაუტევა იგი მჴურვალებამან.53. მოეჴსენა მამასა მის ყრმისასა, რამეთუ მას ჟამსა ოდენ ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: ძე შენი ცოცხალ არს. და ჰრწმენა მას და ყოველთა სახლეულთა მისთა.54. ესე კუალად მეორე სასწაული ქმნა იესუ, მო-რაჲ-ვიდა ჰურიასტანით გალილეად.
სახარებაჲ იოვანესი თავი 4
53. მოეჴსენა მამასა მის ყრმისასა, რამეთუ მას ჟამსა ოდენ ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: ძე შენი ცოცხალ არს. და ჰრწმენა მას და ყოველთა სახლეულთა მისთა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მოვიდეს მისა სამარიტელნი იგი და ეტყოდეს მას, რაჲთა დაადგრეს მათ თანა. და დაადგრა მუნ ორ დღე. და უფროჲსსა სი მრავლესა ჰრწმენა სიტყუათა მისთაჲ. და დედაკაცსა მას ეტყოდეს: არღარა სიტყჳთა შენითა გურწამს, რამეთუ ჩუენ თჳთ გუესმა მაგისგან და უწყით, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაჲ. და შემდგომად ორისა დღისა გამოვიდა მიერ და წარვიდა გალილეად“ (4,40-43).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს უუძლურჱს შურისა და ამპარტავანებისა. ესენი არიან ბევრეულთა ბოროტთა მოქმედნი. ამათ მიერ ჰურიანი, რომელთა უმეტესი გულისხმის-ყოფაჲ აქუნდა, ვიდრე სამარიტელთა, და წინაჲსწარმეტყუელთა თანა აღზრდილ იყვნეს, უდარეს სამარიტელთასა გამოჩნდეს. რამეთუ ამათ სიტყუათაგან ოდენ დედაკაცსა მას ჰრწმენა თჳნიერ სასწაულთა ხილვისა, და განვიდეს მისა და ევედრებოდეს ქრისტესა დადგრომად მათ თანა, ხოლო ჰურიანი ესოდენთა სასწაულთა ხილვასა ზედა სდევნიდეს მას ქუეყანით მათით. ამისთჳსცა არა ჯერ-იჩინა უფალმან, რაჲთამცა გარემიაქცინა იგინი, რომელნი ევედრებოდეს მას და შეუვრდებოდეს, არამედ დაადგრა მათ თანა, ვითარცა ჰშუენოდა მისსა კაცთმოყუარებასა, რამეთუ მათ ენება და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის