ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე კუალად მეორჱ სასწაული ქმნა იესუ, მო-რაჲვიდა ჰურიასტანით გალილეად. ამისა შემდგომად იყო დღესასწაული ჰურიათაჲ, და აღვიდა იესუ იერუსალჱმდ“ (4,54; 5,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა თუალთა ოქროჲსა გამოსაღებელთა არცა თუ მცირესა თუალსა ვინ შეურაცხ-ჰყოფს მეძიებელთა მისთაგან, ეგრეთვე წერილთა შინა ერთსაცა ბეწუსა თანაწარსლვაჲ უჯერო არს, არამედ ყოვლისავე ჯერ-არს გამოძიებაჲ, რამეთუ სულისა წმიდისა მიერ თქუმულ არიან ყოველნივე იგი სიტყუანი. და ისმინე უკუე აქაცა, რომელსა იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ესე კუალად მეორჱ სასწაული ქმნა იესუ, მო-რაჲ-ვიდა ჰურიასტანით გალილეას“. რამეთუ არა ცუდად თქუა სიტყუაჲ ესე, თუ: „მეორჱ სასწაული“, არამედ რაჲთა სცნა, ვითარმედ ორგზისცა ქმნა სასწაული მათ თანა, და არავე იქმნნეს სწორ სამარიტელთასა, რომელთა არა ეხილვა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად იყო დღესასწაული ჰურიათაჲ, და აღვიდა იესუ იერუსალჱმდ“ (5,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მე ვჰგონებ, თუ მარტჳრიასა იტყჳს, ხოლო ზედაჲსზედა მოვიდოდა იესუ დღესასწაულთა ქალაქად, ერთად, რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ მათ თანა დღესასწაულობს, და მეორედ, რაჲთა მოიზიდოს...