📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე კუალად მეორჱ სასწაული ქმნა იესუ, მო-რაჲვიდა ჰურიასტანით გალილეად. ამისა შემდგომად იყო დღესასწაული ჰურიათაჲ, და აღვიდა იესუ იერუსალჱმდ“ (4,54; 5,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა თუალთა ოქროჲსა გამოსაღებელთა არცა თუ მცირესა თუალსა ვინ შეურაცხ-ჰყოფს მეძიებელთა მისთაგან, ეგრეთვე წერილთა შინა ერთსაცა ბეწუსა თანაწარსლვაჲ უჯერო არს, არამედ ყოვლისავე ჯერ-არს გამოძიებაჲ, რამეთუ სულისა წმიდისა მიერ თქუმულ არიან ყოველნივე იგი სიტყუანი. და ისმინე უკუე აქაცა, რომელსა იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ესე კუალად მეორჱ სასწაული ქმნა იესუ, მო-რაჲ-ვიდა ჰურიასტანით გალილეას“. რამეთუ არა ცუდად თქუა სიტყუაჲ ესე, თუ: „მეორჱ სასწაული“, არამედ რაჲთა სცნა, ვითარმედ ორგზისცა ქმნა სასწაული მათ თანა, და არავე იქმნნეს სწორ სამარიტელთასა, რომელთა არა ეხილვა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად იყო დღესასწაული ჰურიათაჲ, და აღვიდა იესუ იერუსალჱმდ“ (5,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მე ვჰგონებ, თუ მარტჳრიასა იტყჳს, ხოლო ზედაჲსზედა მოვიდოდა იესუ დღესასწაულთა ქალაქად, ერთად, რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ მათ თანა დღესასწაულობს, და მეორედ, რაჲთა მოიზიდოს უზაკუველი იგი სიმრავლჱ, რამეთუ უფროჲსად ესევითართა მათ დღესასწაულთა უსწავლელნი და წრფელნი კაცნი შემოკრბებოდეს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არს იერუსალჱმს ცხოვართა საბანელსა მას ტბაჲ, რომელსა ჰრქჳან ებრაელებრ ბითეზდა, და ხუთ სტოვა იყო. და ამას შინა ისხა სიმრავლჱ უძლურთაჲ, ბრმები და მკელობელები, განჴმელები, რომელნი მოელოდეს წყლისა მის აღმრღუევასა“ (5,2-3).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ იყო სახჱ იგი კურნებისაჲ მის? რომელსა საიდუმლოსა გუასწავებს ჩუენ? რამეთუ არა თუ ცუდად იყო იგი, არამედ მომავალსა მოასწავებდა, რამეთუ ეგულებოდა ღმერთსა მოცემად ჩუენდა ნათლის-ღებაჲ, რომელსა შინა არს დიდი ნიჭი და ძალი, განმწმედელი ესე ცოდვათაჲ და განმაცხოველებელი სულისაჲ, და ვითარცა ხატითა გამოისახვოდა ამის საბანელისა მიერ და სხჳთა მრავლითა სახითა; და ერთად გამოისახვოდა წყლითა მით, რომელი მოცემულ იყო განსაბანელად ბილწებათა, და სხუანი მრავალნი საქმენი აღესრულებოდეს წყლისა მიერ, რომელნი-იგი ყოველნივე სახენი იყვნეს ნათლის-ღებისანი. და ესეცა სახჱ იყო ნათლის-ღებისაჲ, ამისთჳსცა ჰკურნებდა სენთა. და ანგელოზი გარდამოვიდოდა და აღამრღუევდა წყალსა მას, და რომელიცა პირველ შევიდის, განიკურნის,1 რაჲთა ცნან ჰურიათა, ვითარმედ უკუეთუ
1 შდრ. იოან. 5,4.
ანგელოზისა მიერ იქმნებოდა კურნებაჲ სენთაჲ, არა უფროჲსად მეუფემან ანგელოზთამან განწმიდნესა ყოველნი სენნი ნათელღებულთანი? და ვითარცა მუნ არა წყალი იგი იქმოდა კურნებასა მას, - რამეთუ უკუე-თუმცა წყალი იქმოდა, მარადისმცა იკურნებოდეს, - არამედ ანგელოზისა მოსლვითა იქმნებოდა საქმჱ იგი, ეგრეთვე ჩუენ ზედა არა თუ ლიტონად წყალი იგი იქმს რასმე, არამედ რაჟამს მადლი სულისა წმიდისაჲ მოიღოს, მაშინ ყოველთავე ცოდვათა დაჰჴსნის. არამედ მაშინ უძლურებაჲ დამაყენებელ იქმნებოდა განკურნებისა, რომელსა-იგი ენების განკურნების, ხოლო აწ უფალ არს თჳთოეული საქმისა ამის ქმნად, რამეთუ არა ანგელოზი არს აღმძრველ წყლისა, არამედ ანგელოზთა მეუფჱ. აწ არღარა არს ამის სიტყჳსა თქუმაჲ, თუ: „კაცი არა მაქუს. და ვიდრე მე მივიდოდი, სხუაჲ უწინარეს ჩემსა მივალს“,1 რამეთუ დაღაცათუ ყოველი სოფელი მოვიდეს, არა დაილევის მადლი იგი, არამედ ვითარ არს, ეგრეთვე ჰგიეს, და ვითარცა მზისა ნათელი მარადის ბრწყინავს და არაოდეს დაილევის, ეგრეთვე უფროჲსად ესე მადლი არს სულისა წმიდისაჲ და არაოდეს მოაკლდების სიმრავლისაგან მიმღებელთა მისთაჲსა. და იქმნებოდა იგიცა საქმე, რაჲთა გულისხმა-ყონ კაცთა, ვითარმედ უკუეთუ ჴორციელთა სნეულებათა განსწმედს წყალი, სულიერთაცა სამე ძალ-უც ღმერთსა წყლისა მიერ განწმედაჲ.
ხოლო რაჲსათჳს ყოველნი დაუტევნა უფალმან და მისა მივიდა, რომელსა აქუნდა ოცდაათრვამეტი წელი?2 გარნა ამისთჳს, რაჲთა ცნან ყოველთა სიმრავლჱ მოთმინებისა მისისაჲ, რომელი საკჳრველ იყო, რამე-თუ ოცდაათრვამეტი წელი აქუნდა, და ვერ განიკურნა, და ჯერეთ მუნვე მოთმინე იქმნებოდა და არა განეშორებოდა და არცა მოიგონებდა, თუ ვინაჲთგან ესეზომთა ამათ ჟამთა ვერ ეწიფა შთასლვაჲ, არცა ამიერითგან წიფებად არს სიმრავლისაგან სნეულთაჲსა.
სწავლაჲ ლვ რაჲთა არა მოვიწყინებდეთ საღმრთოთა სათნოებათა მიმართ
შევიკდიმოთ უკუე, საყუარელნო, ჩუენისა ამის უდბებისათჳს, რამეთუ ოცდაათრვამეტი წელი აქუნდა, და არა უსასო იქმნებოდა იგი თხოვისაგან ღმრთისა და სასოებისა. და ჩუენ უკუეთუ ათსა დღესა ვითხოვოთ ღმრთისაგან რაჲმე და არა მოგუცეს, მოწყინე ვიქმნებით და დაუტევებთ ვედრებასა მას; და უკუეთუ კაცთა დიდებასა ვეძიებდეთ, ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა არა დავსცხრებით ვე-
1 იოან. 5,7. 2 შდრ. იოან. 5,5.
დრებად და მსახურებად და ყოვლისა ღონისა ქმნად და მრავალგზის სასოებისა მის ჩუენისაგან დავეცემით. ხოლო ღმერთსა, მეუფესა ყოველთასა, რომლისათჳს გულსავსე ვართ, ვითარმედ უეჭუელად ყოვლისა ვედრებისა და სათნოებისა ნაცვალი მოგუეცემის, მისსა სასოებასა შინა არა დავადგრებით მცირედსაცა ჟამსა. და არა ღირს არსა მრავლისა სატანჯველისა საქმჱ ესე? რამეთუ დაღაცათუმცა არა მოგუეცემოდა ყოვლადვე თხოაჲ ჩუენი, თჳთ ვედრებაჲ ღმრთისაჲ და სიტყუაჲ მისა მიმართ არა ბევრეულთა კეთილთა უმჯობჱს არსა? უკუეთუ კულა იტყჳ, თუ: მარადის ლოცვაჲ ძნელ არს, მითხარ, თუ რომელი სათნოებათაგანი არს ადვილ?
არამედ იტყჳან უდბებისმოყუარენი იგი, ვითარმედ: და რად არს საქმჱ ესე, რომელ ცოდვაჲ ესრეთ გულისსათქუმელ არს, ხოლო სა-თნოებასა თანა შეერთებულ არს ჭირი? და მრავალნი გამოეძიებენ საქმესა ამას. ხოლო რაჲ არს ამისი მიზეზი? რამეთუ მოგუცა ჩუენ ღმერთმან პირველად ცხორებაჲ თავისუფალი ზრუნვათაგან და ჭირთა, ხოლო ჩუენ არა ვიჴმარეთ ჯეროვნად მადლი იგი და ნიჭი ღმრთისაჲ, არამედ გარდავაქციეთ კეთილისაგან და გამოვცჳვენით სამოთხით. ამისთჳს შრომით შეერთებულ-ყო ცხორებაჲ ჩუენი, ვითარმცა ეტყოდა ნათესავსა კაცთასა, ვითარმედ: მოგეც თქუენ პირველითგან შუებაჲ და განსუენებაჲ, ხოლო თქუენ განსუენებაჲ იგი ბოროტად იჴმარეთ და მის მიერ უფროჲსად გევნო. ამისთჳს მიბრძანებიეს თქუენდა შრომაჲ და ოფლი. და ვინაჲთგან ვერცა შრომითი იგი ცხორებაჲ შემძლებელ იქმნა ცოდვისაგან დაყენებად, ამისთჳს მოგუეცა ჩუენ შჯულიცა წერილი და სწავლანი მრავალნი, რაჲთამცა რომლითაცა ღონითა განვეყენენით ცოდვასა. და ამისთჳს მოცემულ არს ჩუენდა ჭირით ცხორებაჲ, რამეთუ იხილა ღმერთმან, ვითარმედ უჭირველობაჲ მავნებელ იყო ჩუენდა, რამე-თუ ბუნებაჲ ჩუენი უქმად დგომასა არა თავს-იდებდა, არამედ ბოროტისა მიმართ მიდრკების. ანუ უკუეთუმცა განსუენებით ვიყვენით, ვითარმცა ვიჴმარეთ განსუენებაჲ იგი? გარნა ბოროტისა მიმართმცა მივდრკით.
არამედ იტყჳან მეტყუელნი იგი ამაოებისანი, ვითარმედ: და რაჲსა-თჳს, რომელ ცოდვასა თანა არს ფრიადი სიტკბოებაჲ, ხოლო სათნოებასა - ფრიადი ჭირი? ხოლო მე ვეტყჳ ამისსა მეტყუელსა, ვითარმედ: რაჲ მადლი იყო შენი, ანუ რაჲსათჳსმცა მიიღე სასყიდელი, უკუეთუმცა უჭირველ იყო სრულიად სათნოებაჲ? რამეთუ მრავალნი გიჩუენნე, რომელთა ბუნებით დედაკაცისა თანა შეერთებაჲ საძაგელად უჩნს და სძულს, და მათ მიიღესმცა გჳრგჳნი ქალწულებისაჲ? ნუ იყოფინ! რამეთუ ქალწულებაჲ არს მაშინ, რაჟამს ბრძოლითა გულისთქუმისაჲთა სძლოს კაცმან ვნებასა მას; და მჴედარიცა მაშინ გჳრგჳნოსან იქმნების, რაჟამს ფიცხელსა ბრძოლასა შევიდეს, არა თუ მაშინ, ოდეს არავინ იყოს მბრძოლი. ამისთჳსცა უფალმან სამნი სახენი თქუნა საჭურისობისანი; და ორთათჳს იტყჳს, ვითარმედ უგჳრგჳნო არიან, ხოლო ერთსა მას ოდენ შეიყვანებს სასუფეველად.1
არამედ კუალად იტყჳს მეტყუელი იგი, ვითარმედ: და რად საჴმარ იყო ყოვლადვე დაბადებაჲ ცოდვისა და უკეთურებისაჲ? ხოლო ამას მეცა ვიტყჳ, ვითარმედ: რად საჴმარ იყო დაბადებაჲ ცოდვისაჲ? გარნა მითხარ, თუ ვინ არს შემოქმედი ცოდვისა და უკეთურებისაჲ? ანუ ვინ არს სხუაჲ შემოქმედი მისი, გარნა დაჴსნილობაჲ ნებისა ჩუენისაჲ? უკუეთუ კულა იტყჳ ამას: და რად არა კეთილნი ოდენ ვართ, არამედ ბოროტსა მივდრკებით? მეცა გეტყჳ, ვითარმედ: რაჲ არს ბუნებაჲ კეთილობისაჲ: სიფრთხილე და მოსწრაფებაჲ ანუ ძილი და ქუეწოლაჲ? და უკუეთუ იტყჳ, ვითარმედ: რად არა ესე უქმნიეს ღმერთსა სათნოებად, რომელი უადვილე იქმნების, უჭირველად წარემართების? პირუტყუთა სიტყუასა იტყჳ, რომელთა ღმერთ მუცელი აქუს. ანუ მითხარ მე: უკუეთუ იყვნენ ერთბამად მეფჱ და ერისთავი, და მერმე მეფჱ დაითროს და დაიძინოს, და მოიწინენ მბრძოლნი, და აღდგეს ერისთავი და სძლოს მბრძოლთა მათ, არამცა მისი იყოა მადლი, რომელი შურა და სძლოა? ჰხედავა, ვი-თარ ტკბილ ექმნის უკუანაჲსკნელ სულსა საქმჱ იგი, რომლისათჳს და-შურა? ამისთჳს შეჰრთო სათნოებასა თანა შრომაჲ, რომელ შეიყუაროს სულმან შრომით მოგებული იგი. ამისთჳსცა სათნოებაჲ, დაღაცათუ არა გუექმნას, გჳყუარს და გჳკჳრს, და ცოდვაჲ საძაგელ არს წინაშე ყოველ-თა, დაღაცათუ ჟამსა მას საქმისასა ეშმაკი დაუტკბობს. და უკუეთუ იტყჳ, თუ: რად არა საკჳრველად გჳჩნან ბუნებით კეთილნი იგი, ვიდრე ბრძოლითა კეთილად ქმნულნი? გულისხმა-ყავ, ვითარმედ ამისთჳს, რამეთუ ჯერ-არს, რაჲთა დამაშურალი უშრომელისა მის უპატიოსნეს იყოს; ხოლო შრომაჲ ამისთჳს მოგუეცა, რამეთუ უშრომელობაჲ არა ვიჴმარეთ კეთილად, და თჳთ უქმობაჲ ბოროტ არს და საძაგელ.
და უკუეთუ იტყჳ, თუ: სხუაჲ არს საქმჱ, რაჲთა არა ვიყვნეთ უქმად, და სხუაჲ არს ჭირი; რად არა მოგუეცა საქმჱ უჭირველი სათნოებად? ისმინე ჩემი, რამეთუ ღმერთმანცა ესრეთ მოგუცა და ესრეთ ინება, რაჲთა ესრეთ უშრომელი და უჭირველი საქმჱ გუაქუნდეს, არამედ შენ არა ინებე; რამეთუ დაგადგინა სამოთხესა შინა საქმედ მისა და საქმჱ განაგო, ხოლო ჭირი არა შეჰრთო მის თანა, რამეთუ შესაძლებელ არს უშრომელად საქმჱ, ვითარცა ანგელოზნი არიან, რომელთათჳს თქუმულ არს, ვი-თარმედ: „ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა“.2 და შენცა ეგრეთვე გყო, არამედ ნებსით მოიგე საჭიროჲ იგი საქმჱ, და აწ თჳნიერ ჭირისა შეუძლებელ არს ცხორებაჲ.
1 შდრ. მათ. 19,12. 2 ფსალმ. 102,20.
ამისთჳს გევედრები, რაჲთა ყოველი უდბებაჲ განვაგდოთ და მოვიგოთ სათნოებაჲ. რამეთუ ცოდვისა გემოჲ მცირედ არს, ხოლო მწუხარებაჲ - სამარადისო; და სათნოებისა შრომაჲ მცირედ არს, და სიხარული - საუკუნო; და ცოდვაჲ პირველ ჯოჯოხეთისა სტანჯავს მოქმედსა მისსა მხილებითა მით გონებისაჲთა, ხოლო სათნოებაჲ პირველ სასუფეველისა ნუგეშინის-სცემს მოქმედსა მისსა. თჳნიერ ამისაცა რაჲ გემოჲ არს გემოჲ იგი ცოდვისაჲ, რამეთუ გამოჩინებისავე თანა უჩინო იქმნების, გინა თუ ჴორცთაჲ სთქუა, გინა თუ შუებისაჲ? და მას ყოველსა ზედა სატანჯველი მიელის საუკუნოჲ მოქმედთა მისთა. არამედ ჩუენ, რომელთა ესე ყოველი უწყით, ყოველი სწრაფაჲ ვაჩუენოთ სათნოებისათჳს, რაჲთა ესრეთ ჭეშმარიტი იგი დიდებაჲ ვპოვოთ მადლითა და კაცთმოყუარები-თა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.