მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 5:16

15. წარვიდა კაცი იგი და უთხრა ჰურიათა მათ, ვითარმედ: იესუ არს, რომელმან განმკურნა მე.16. და ამისთჳს სდევნიდეს ჰურიანი იგი იესუს და ენება მოკლვაჲ მისი, რამეთუ ამას იქმოდა შაბათთა შინა.17. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 5
16. და ამისთჳს სდევნიდეს ჰურიანი იგი იესუს და ენება მოკლვაჲ მისი, რამეთუ ამას იქმოდა შაბათთა შინა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სდევნიდეს ჰურიანი იგი იესუს, რამეთუ ამას იქმოდა შაბათსა შინა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ“ (5,16-17).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს-იგი მოწაფეთათჳს მიუგებდა, დავით შემოიყვანა შორის და თქუა: „არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ქმნა დავით, რაჟამს შეემშია მას და მისთანათა მათ?“ ; ; ხოლო რაჟამს-ესე თავისა თჳსისათჳს უნდა მიგებაჲ, მამისა მიმართ მივიდა, რაჲთა გამოაჩინოს სწორებაჲ მისი პატივითა, რამეთუ მისებრვე იქმს, და უნდა ამაღლებაჲ გონებათა მათთაჲ, რაჲთა არა ვითარცა კაცსა ხედვიდენ, არამედ ვი-თარცა ღმერთსა და შჯულისმდებელსა. და უკუეთუ თქუას ვინ, ვი-თარმედ: რასა იქმს მამაჲ? ისმინენ, ვითარ წერილ არს, ვითარმედ: „განისუენა ღმერთმან დღესა მეშჳდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა“, და გულისხმა-ყავნ სახჱ საქმისა მისისაჲ, თუ ვითარ იქმს, რამეთუ განაგებს, სცნობს წინაჲსწარ, იმჭირავს და განამტკიცებს ყოველთა მათ ქმნულთა.

და რაჟამს ჰხედვიდე მზისა აღმოსლვასა, მთოვარისა სრბასა და ტბათა და მდინარეთა და წყაროთა და წჳმათა და ბუნებისა სრბათა თესლთა შინა და გუამთა შინა ჩუენთა და პირუტყუთასაცა და...

სრულად ნახვა
სიტყვა კვირიაკესა ზედა განრღვეულისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და ამისთვის სდევნიდეს ურიანი იგი იესუს და ენება მოკლვაი მისი, რამეთუ ამას იქმოდა შაბათთა შინა (იოან. 5. 16).

იესო ქრისტეს ქვეყანაზე გამოჩინებამ და მისმა ამაღლებულმან სწავლამ და ქადაგებამ დიდი მოძრაობა მოახდინა ურიათა შორის რომელნიც მათგანნი იყვნენ ღვთის მოყვარენი და მადიდებელნი, რომელთა გულში ჰქონდათ სურვილი და იმედი საუკუნოისა ცხოვრებისა, მათ სიხარულით მიიღეს სწავლა იესო ქრისტესი და შეიქმნენ მისნი ერთგულნი მორწმუნენი და მოწაფენი; გარნა, უმრავლესი ნაწილი ურიათა გაქვავებული გულითა, დაბნელებული ჭკუითა, რომელი სჯულსა ასრულებდა მხოლოდ გარეგანობით, და სოფლისა ამის ცხოვრება უმეტესად უყვარდა, ვიდრეღა მომავალი საუკუნო ნეტარება, შეიქმნა მისი მტერი და წინააღმდეგი. გარნა, უმეტესად ყოველთა იესო ქრისტე და მისი სწავლა მოიძულეს მწიგნობართა, ფარისეველთა, მოხუცებულთა და სხვათა უფროსთა კაცთა, მისთვის, რომელ იგინი იესო ქრისტეს ქადაგებასა შინა, ვითარცა სარკეში, ცხადად ხედვიდენ თვისთა ცოდვათა, ვნებათა და ბოროტებათა. ისინი სასტიკად გარდაემტერენ იესო ქრისტეს, სდევნიდნენ მას, მარადის ეძიებდნენ მიზეზებსა, რომ იგი მისცენ მთავრობას და მოჰკლან. გარნა,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის