თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას მოასწავებს მახარებელი სიტყუათა ამათგან, ვი-თარმედ ერიცა იგი დაღაცათუ არა განცხადებულად, არამედ იჭჳთრე ჰგონებდა საქმესა მას საკჳრველსა უფლისასა, რამეთუ იცოდესო, ვი-თარმედ სხუაჲ ნავი არა იყო მუნ, და ესეცა იცოდესო, ვითარმედ არა შევიდა იესუ მოწაფეთა თანა ნავსა მას. და ვითარცა პოვეს იგი კაფარნაუმს, რაჲმცა უკუე მოიგონეს სხუაჲ, გარნა ვითარმედ ზღუასა ზედა სლვითა მივიდა? და ამას ყოველსა ზედა წარვიდეს რაჲ და პოვეს, არა ჰრქუეს, თუ: ვითარ გამოჰვლე? არამედ: „ოდეს მოხუედო აქა?“ (6,25). გარნა ვითარმედ სიტყუაჲ ესე, თუ: „ოდეს მოხუედ“, ამისა ნაცვალი იყო, ვითარმედ: ვითარ მოხუედ? ხოლო იხილე სუბუქი იგი და არარას ზედა მტკიცჱ გონებაჲ მათი, რამეთუ რომელნი იტყოდეს, თუ: „წინაჲსწარმეტყუელი არს“, და ეძიებდეს მეფედ დასუმად, და პოვეს რაჲ, არარაჲ ჰრქუეს ესევითარი, არამედ სასწაული იგი დაჰვიწყებოდა და სხუასა ეძიებდეს ხილვად. ხოლო კეთილად ყო, რამეთუ მო-რაჲ-ვიდოდა კაფარნაუმდ ფიცხელთა მათ თანა, პირველად სასწაული იგი პურთაჲ ქმნა, რაჲთამცა მოდრკეს გულნი მათნი, არამედ არა მოიქცეს იგინი, გარნა...
სახარებაჲ იოვანესი 6:22
21. უნდა მათ, რაჲთამცა შეიყვანეს იგი ნავსა მას. და მეყსეულად იპოვა ნავი იგი ქუეყანასა მას, ვიდრეცა მივიდოდეს.22. ხვალისაგან ერი იგი რომელი დგა წიაღ ზღუასა მას, უწყოდეს, რამეთუ სხუაჲ ნავი არა იყო მუნ, გარნა ერთი იგი ხოლო, რომელსა შესრულ იყვნეს მოწაფენი იესუჲსნი, და რამეთუ არა შევიდა იესუ მოწაფეთა თანა ნავსა მას, არამედ მოწაფენი ხოლო მისნი შევიდეს.23. მოვიდეს უკუე სხუანიცა ნავნი ტიბერიით, მახლობელად ადგილსა მას, სადა-იგი ჭამეს პური, რომელი-იგი აკურთხა უფალმან და ჰმადლობდა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6