თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ხილულსა რასმე საქმესა ჰგონებდეს ყოფად და მუცლისა აღმოვსებად მოელოდეს და ამისთჳს ადრე მირბიოდეს საქმისა მის მიმართ, ხოლო ქრისტესა ენება გონებათა მათთა სიმაღლედ აღყვანებად მცირედ-მცირედ. ამისთჳსცა თქუა, ვითარმედ: „პური ღმრთისაჲ არს, რომელი მომავალ არს ზეცით და ცხორებასა მოსცემს სოფელსა“ (6,33), არა ჰურიასტანსა ოდენ, არამედ ყოველსა სოფელსა. და არა თქუა, თუ: საზრდელი, ოდენ ესრეთ ლიტონად, არამედ „ცხორებად“ უცხოდ და დიდებულად უწოდა; ხოლო „ცხორებად“ უწესს მას, რამეთუ მის მიერ განცხოველდეს ყოველნი კაცნი, რომელნი-იგი პირველ მომკუდარ იყვნეს. არამედ ჯერეთ იგინი ქუე დადრეკილ იყვნეს გონები-თა და ეტყოდეს, ვითარმედ: „მომეც ჩუენ პური ესე“; და თავადსა ენება მხილებად მათა, თუ ვითარ, ვიდრემდის ხილული ეგონა საზრდელი იგი, ეძიებდეს მას, და რაჟამს ცნეს, თუ სულიერი არს და უხილავი, არღარა. ამისთჳს ჰრქუა მათ:
სახარებაჲ იოვანესი 6:34
33. რამეთუ პური ღმრთისაჲ არს, რომელი გარდამოჴდა ზეცით და მოსცა ცხორებაჲ სოფელსა.34. ჰრქუეს მას: უფალო, მარადის მომეც ჩუენ პური ესე.35. ჰრქუა მათ იესუ: მე ვარ პური ცხორებისაჲ; რომელი მოვიდეს ჩემდა, არა შიოდის, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არასადა სწყუროდის.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6