მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 6:5

4. და იყო მოახლებულ პასქაჲ, დღესასწაული იგი ჰურიათაჲ.5. აღიხილნა თუალნი თჳსნი იესუ და იხილა, რამეთუ მრავალი ერი მოვალს მისა. ჰრქუა ფილიპეს: ვინაჲ ვიყიდოთ პური, რაჲთა ჭამონ ამათ?6. ამას რაჲ ეტყოდა, გამოსცდიდა მას, ხოლო თჳთ უწყოდა, რაჲ ეგულებოდა ყოფად.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6
5. აღიხილნა თუალნი თჳსნი იესუ და იხილა, რამეთუ მრავალი ერი მოვალს მისა. ჰრქუა ფილიპეს: ვინაჲ ვიყიდოთ პური, რაჲთა ჭამონ ამათ?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო მოახლებულ პასქაჲ, დღესასწაული ჰურიათაჲ. აღიხილნა იესუ და იხილა მრავალი ერი, მოსრული მისა“ (6,4-5).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს, რომელ პასქასა ყოველნი იერუსალჱმდ მივიდოდეს, და უფალი გალილეად? რამეთუ იწყო მცირედ-მცირედ უკეთურებისათჳს ჰურიათაჲსა თანაწარსლვად დღესასწაულთა მათთა, ხოლო ჯდა მოწაფეთა თანა სიმდაბლით, და ვითარ მე ვჰგონებ, საიდუმლოთა რათმე ასწავებდა მათ. ამისთჳსცა შექცეულ იყო მათა, და აღიხილნა თუალნი და იხილა მოსრული ერი. და იტყჳან სხუანი მახარებელნი, ვითარმედ: მოწაფენი მოუჴდეს და ეტყოდეს უფალსა ერისათჳს, ; ხოლო ესე იტყჳს, ვითარმედ: ფილიპეს ჰკითხა უფალმან; და ორივე ესე ჭეშმარიტ არს, გარნა არა ერთსა ჟამსა ქმნილ არს ორივე, ესე და რომელსა იგინი იტყჳან, არამედ იგი იქმნა პირველად, რომელსა სხუანი მახარებელნი იტყჳან, და ესე იქმნა უკუანაჲსკნელ. ხოლო რაჲსათჳს ჰკითხა ფილიპეს? გარნა რამეთუ თავადმან იცოდა, თუ რომელთა მოწაფეთა უჴმს უმეტესი სწავლაჲ. რამეთუ ესე არს, რომელსა ეგულების შემდგომად ამისა თქუმად, ვითარმედ: „გჳჩუენე ჩუენ მამაჲ შენი“. და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის