მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 6:56

55. რამეთუ ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს.56. და რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგომილ არს, და მე მის თანა.57. ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან, და მეცა ცხოველ ვარ მამისა თანა; და რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს ჩემ მიერ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6
56. და რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგომილ არს, და მე მის თანა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა, ჩემ თანა დადგრომილ არს“ (6,56).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ამას იტყოდა, რაჲთა გულისხმა-გჳყოს, ვითარმედ რომელი მას მიიღებდეს ღირსებით, სრულიად უფალსა შეეერთების, რამეთუ „ჩემ თანა დადგრომილ არსო, და მე მის თანა“ (6,56). ხოლო შემდგომი ამისი ესრეთ ჩანს, თუ შეუწყობელ არს პირველისა სიტყჳსა მიმართ, უკუეთუ ძალი სიტყჳსაჲ არა გულისხმა-ვყოთ. რამეთუ ვი-თარი შეწყობაჲ არს, ანუ რაჲ საქმჱ არსო, რომელ ვინაჲთგან თქუა, თუ: „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა, ჩემ თანა დადგრომილ არს, და მე მის თანა“, და მეყსეულად შესძინა ამას ზედა:

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის