მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

სიტყუაჲ ესე: „ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა შჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და ჰსუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავისა თქუენისაჲ. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (6,53-54).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს სულიერთა საქმეთათჳს ვიტყოდით, ნუმცა რაჲ არს მას ჟამსა სოფლისა საქმეთაგანი სულთა შინა ჩუენთა, ნუმცა რაჲ იპოვების მიწისაგანი და ქუეყანისაჲ, არამედ ყოველივე ესევითარი მას ჟამსა წარვდევნოთ ჩუენგან და მიუპყრნეთ ყურნი ჩუენნი და გულნი სიტყუათა მათ საღმრთოთა სმენასა; რამეთუ უკუეთუ მეფჱ რაჲ მივალნ, ყოველივე ამბოხებაჲ დაწყნარებულ იქმნის ადგილთა მათგან, რომელთა მივალნ, არა უფროჲსად ვყოთა დაწყნარებაჲ, რაჟამს სული წმიდაჲ გუეტყოდის ჩუენ, და მყუდროებით და ძრწოლით ვისმენდეთ მისსა? რამეთუ ძრწოლისაცა დიდისა ღირს არიან სიტყუანი ესე, რამეთუ იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა შჭამოთ ჴორცი ჩემი და ჰსუათ სისხლი ჩემი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (6,53).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან იგინი იტყოდეს, ვითარმედ შეუძლებელ არს ამისი ქმნაჲ, იგი გამოაჩინებს, ვითარმედ არა თუ ოდენ არა შეუძლებელ არს, არამედ თანაწარუვალცა არს, რომელსა ენებოს ცხორებაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“ (6,54).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან თქუა რაჲ, თუ: „რომელი ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს უკუნისამდე“,1 და იგინი წინააღუდგებოდეს და იტყოდეს, ვითარმედ: „აბრაჰამ მოკუდა და წინაჲსწარმეტყუელნი, და ვითარ შენ იტყჳ, თუ: არა მოკუდეს?“2 ამისთჳს თქუა აქა აღდგომაჲ, რაჲთა აღუჴსენოს საძიებელი იგი მათი და გულისხმა-უყოს, ვითარმედ დაღათუ მოკუდეს, მცირედ ჟამ, არამედ არა უკუნისამდე.

ხოლო ზედაჲსზედა აქცევს სიტყუასა ამას ზიარებისასა წმიდათა მათთჳს საიდუმლოთა, რაჲთა გულისხმა-უყოს და გამოაჩინოს სიდიდჱ იგი საქმისაჲ მის, და ვითარმედ თჳნიერ ყოვლისა მიზეზისა ქმნაჲ მისი ჯერარს. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ იგი, თუ: „ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს“ (6,55)? რამეთუ ანუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ჭეშმარიტი საჭმელი და სასუმელი არს, რამეთუ ზრდის იგი სულსა, ანუ ამისთჳს თქუა, რაჲთა გულისხმა-უყოს და დაარწ-

1 იოან. 6,51; შდრ. იოან. 6,58. 2 შდრ. იოან. 8,52.

მუნოს, სიტყუაჲ თჳსი თუ არა იგავით თქუმულ არს, რაჲთა არა ეძიებდენ სახესა და იგავსა, არამედ გულისხმა-ყონ, ვითარმედ ჭეშმარიტებით ჭამაჲ ჯერ-არს ჴორცისა მისისაჲ. მერმე უკუე იტყჳს, ვითარმედ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა, ჩემ თანა დადგრომილ არს“ (6,56).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ამას იტყოდა, რაჲთა გულისხმა-გჳყოს, ვითარმედ რომელი მას მიიღებდეს ღირსებით, სრულიად უფალსა შეეერთების, რამეთუ „ჩემ თანა დადგრომილ არსო, და მე მის თანა“ (6,56). ხოლო შემდგომი ამისი ესრეთ ჩანს, თუ შეუწყობელ არს პირველისა სიტყჳსა მიმართ, უკუეთუ ძალი სიტყჳსაჲ არა გულისხმა-ვყოთ. რამეთუ ვი-თარი შეწყობაჲ არს, ანუ რაჲ საქმჱ არსო, რომელ ვინაჲთგან თქუა, თუ: „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა, ჩემ თანა დადგრომილ არს, და მე მის თანა“, და მეყსეულად შესძინა ამას ზედა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან, მეცა ცხოველ ვარ მამისათჳს“ (6,57).

თ ა რ გ მ ა ნ ი: გარნა ფრიადი შეწყობილებაჲ აქუს ამას სიტყუასა, რამეთუ ვინაჲთგან ზემო და ქუემოცა იტყოდა ცხორებისათჳს საუკუნოჲსა და მერმე თქუა, ვითარმედ: „ჩემ თანა დადგრომილ არს“, ამისთჳსცა თქუა შემდგომიცა იგი, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა, ჩემ თანა დადგრომილ არს“, ხოლო მე ცხოველ ვარ, და საცნაურ არს უკუე, ვითარმედ იგიცა ცხოველ იყოს. და მერმე იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან“ (6,57). თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ესე სწორებისა და მსგავსებისაჲ არს, და სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: ცხოველ ვარ მე ესრეთ, ვითარცა მამაჲ. და რაჲთა არა უშობელად ჰგონებდე მას, ამისთჳს თქუა, ვი-თარმედ: „მამისათჳს“. არა თუ ამას მოასწავებს, თუ ძალი რაჲმე უჴმს სხჳსა მიერ ცხორებისათჳს, რამეთუ ესე პირველვე აღმოჰფხურა ჩუენგან და თქუა, ვითარმედ: „ვითარცა მამასა აქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ეგრეთვე მოსცა ძესა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ თავსა შორის თჳსსა ესრეთვე, ვითარცა მამასა“.1 ვინაჲთგან უკუე ესრეთ აქუს ცხორებაჲ, ვი-თარცა მამასავე, ვერღარა სადამე საჴმარ არს მისდა სხუაჲ შემწჱ ცხორებისადა.

ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა, თუ: „ცხოველ ვარ მამისათჳს“? რამეთუ ამას ადგილსა მიზეზსა მას მოასწავებს, ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: „ვითარცა მამაჲ ცხოველ არს, ეგრეთვე მე ცხოველ ვარ, და რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხოველ არს ჩემთჳს“.2 ხოლო ცხორებასა აქა იტყჳს მაღალსა მას საღმრთოსა და არა

1 შდრ. იოან. 5,26. 2 შდრ. იოან. 6,57.

ლიტონსა ამას, რომელი ყოველთავე აქუს. რამეთუ ამის მიერ საცნაურ არს, რომელ არა კაცობრივსა მას ცხორებასა იტყჳს, არამედ საღმრთოსა და წმიდასა, რომელ ამით კაცობრივითა ცხორებითა ყოველნივე ცხოველ არიან, ურწმუნონიცა და რომელთა არა ეჭამოს ჴორცისა მისგან მისისა. ჰხედავა, ვითარ არა ამის ცხორებისათჳს იტყოდა, არამედ საუკუნოჲსა მის? რამეთუ ესევითარი არს სიტყუაჲ მისი, ვითარმედ: რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა, გან-რაჲ-ვიდეს ამის სოფლისაგან, არა წარწყმდეს, არცა იტანჯოს. და კუალად რომელ თქუა, თუ: „აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“, არა ზოგადისა მის ყოველთა აღდგომისათჳს თქუა, რამეთუ ყოველნივე აღდგებიან, არამედ რჩეულისა მის და კეთილისა აღდგომისა, რომელსა აქუნდეს სასყიდელი განმრავლებულად.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამათა თქუენთა ჭამეს მანანაჲ და მოსწყდეს, ხოლო რომელი ჭამდეს პურსა ამას, ცხოვნდეს უკუნისამდე“ (6,58).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა მრავალგზის იტყჳს სიტყუასა ამას, რაჲ-თამცა დაამტკიცა ესე გონებათა შინა მათთა, რამეთუ ესე სწავლაჲ იყო უკუანაჲსკნელი ამის პირისათჳს, და დარწმუნებად აღდგომისათჳს და ცხორებისა მის საუკუნოჲსა. ამისთჳსცა აღდგომასა აჴსენებს და ცხორებასა საუკუნესა აღუთქუამს, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა აწ არს ცხორებაჲ იგი, არამედ შემდგომად აღდგომისა ყოფად არს. ხოლო უკუეთუ ვინ თქუას, თუ: სადაჲთ საცნაურ არს ესე? ისმინენ ყოველთა წერილთაჲ, რამეთუ ყოველსავე ადგილსა წერილისა მიმართ მიავლენდა მათ და უბრძანებდა მათ მიერ ცნობად ჭეშმარიტებასა. ხოლო თქუა რაჲ, ვითარმედ: „ესე პური ცხორებასა მოსცემს სოფელსა“,1 ამით სიტყჳთა ენება, რაჲთამცა შურად მოიყვანნა იგინი, რაჲთა შეჰშურდეს მათ სხუათა იგი შესლვაჲ ცხორებასა და არა დაშთენ იგინი გარე.

ხოლო ზედაჲსზედა მოაჴსენებს მათ მანანაჲსათჳს, რაჲთამცა უჩუენა, თუ რაოდენი განყოფილებაჲ აქუს ნიჭსა ამას, მის მიერ მოცემულსა მანანაჲსა მისგან, და რაჲთამცა მოიყვანნა იგინი სარწმუნოებად. რამეთუ უკუეთუ შემძლებელ იქმნა ორმეოც წელ თჳნიერ მუშაკობისა და თესვისა ესრეთ გამოზრდად მათა, არა აწ უფროჲსად ქმნასა ესევითარი, ენებოს თუ, რომელი-იგი უმეტესითა მოწყალებითა კაცთაჲთა მოსრულ არს? რამეთუ უკუეთუ იგი ყოველი სახჱ იყო და ესრეთ უჭირველად იქმნებოდა, არამცა აწ უფროჲსად იქმნა საქმჱ იგი, სადა-იგი ფრიადი არს ჭეშმარიტებისა ძალი არაოდეს აღსრულებისა და ყოფისაჲ ცხორებასა მას შინა ჭეშმარიტსა? ხოლო ცხორებასა ყოველსავე ადგილსა აჴსენებს, რამეთუ ცხორებაჲ სასურველ არს კაცთა მიერ, და არარაჲ არს ესრეთ ტკბილ, ვითარ არასიკუდილი. რამეთუ ძუელსა მასცა შინა აღთქუმასა

1 შდრ. იოან. 6,33.

ესე იყო კეთილ: სიგრძჱ დღეთაჲ და ცხორებაჲ მრავალ ჟამ, არამედ აწ არა ოდენ სიგრძჱ არს, გარნა ცხორებაჲ დაუსრულებელი. და კუალად ამას ყოველსა ზედა ენებაცა ჩუენებად, ვითარმედ საშჯელისა მის, ურ-ჩებისაგან ჩუენისა მოწევნულისა ჩუენ ზედა, განქარვებაჲ ენება, და აწ განჩინებასა მას სიკუდილისა მიმყვანებელსა დაჰჴსნის და მის წილ შემოიღებს ცხორებასა საუკუნესა წინააღმდგომად პირველისა მის.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე თქუა შესაკრებელსა შორის და ასწავებდა კაფარნაუმს“ (6,59).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე ყოველი თქუაო კაფარნაუმს, სადა-იგი უმრავლესნი ძალნი იქმნნეს, და ამისთჳს ჯერ-იყო რწმუნებაჲ მათი სიტყუათა მისთაჲ. ხოლო ასწავლიდა შესაკრებელთა შორის და ტაძართა, ერთად ამისთჳს, რაჲთამცა სიმრავლჱ იგი ერისაჲ ისმენდა მისსა და მოიქცეოდესმცა, და კუალად ამისთჳს, რაჲთამცა უჩუენა ყოველთა, ვი-თარმედ არა წინააღმდგომი არს მამისაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მრავალთა რომელთა ესმა ესე მოწაფეთა მისთაგან, და იტყოდეს: ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე“ (6,60).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ ფიცხელ არს? საჭირო არსო და საშრომელ. და ვითარ თქუეს ესე? და ვინაჲთგან იგი არას იტყოდა ესევითარსა, რამე-თუ არა თუ ჴორციელთა სათნოებათათჳს ასწავებდა, არამედ სარწმუნოებისათჳს, რაჲსათჳს უკუე ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე? ამისთჳს, რამეთუ ცხორებისა და აღდგომისა აღთქუმასა იქმს? ანუ რომელ თქუა, თუ: „ზეცით გარდამოვჴედო“, ანუ ვითარმედ შეუძლებელ არს ცხორებაჲ, რომელმან არა ჭამოს ჴორცი მისი, და ესენი არიანა ფიცხელ? და ვინ თქუას, თუ ესენი ფიცხელ არიან? ხოლო რად იტყოდეს, თუ: „ფიცხელ არს“? გარნა ამისთჳს, ვითარმედ ძნიად შესაწყნარებელ არს და უზეშთაეს უძლურებისა მათისა და სავსე შიშითა. და ჰგონებდეს მას, თუ უმეტეს ღირსებისა თჳსისა ეტყჳს მათ და უზეშთაეს თავისა თჳსისა, და იტყოდეს, ვითარმედ: „ვის ძალ-უც სმენად მისა?“ (6,60). რამეთუ თავთა თჳსთა განიმართლებდეს, რომელთა-იგი ენება წარსლვაჲ მისგან. ხოლო იესუ ცნა რაჲ სულითა თჳსითა, ვითარმედ დრტჳნვენ, - რამეთუ ესეცა საქმჱ ღმრთეებისა მისისაჲ იყო, რომელ დაფარულთა მათ გულისათა გამოაცხადებდა, - და ეტყოდა, ვითარმედ: „ესე დაგაბრკოლებს თქუენ?“1 ესე უკუე ნათანაელს ზედაცა ქმნა, ვითარმედ: „გარქუ შენ, თუ: გიხილე ლეღუსა ქუეშე, გრწამს, ამისა უმეტესი იხილო“.2 და აქაცა აწ ეგრეთვე ეტყჳს, ვითარმედ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე დაგაბრკოლებსა, უკუეთუ იხილოთ ძჱ კაცისაჲ აღმავალი, სადაცა იყო პირველ?“ (6,61-62).

1 იოან. 6,61. 2 იოან. 1,50.

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ ნიკოდემოსსცა ეტყოდა, ვითარმედ: „არავინ აღვიდა ზეცად, გარნა ზეცით მოსრული იგი ძჱ კაცისაჲ, რომელი იყო ზეცას“.1 რაჲ არს? ნუუკუე დაფარულებასა დაფარულთა ზედა დაჰრთავსა? გარნა არა, - ნუ იყოფინ! - არამედ სიმაღლითა მით და სიმრავლითა სწავლათა მისთაჲთა ენება მოქცევაჲ მათი. რამეთუ რომელმან თქუას ესე ლიტონად, თუ: „გარდამოვჴედ ზეცით“, და სხუაჲ არარაჲ შესძინოს, უფროჲსად დააბრკოლებს, ხოლო მისნი იგი სიტყუანი, რომელ იტყოდა, თუ: „ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი ცხორებაჲ არს სოფლისაჲ“, და ვითარმედ: „ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან, მეცა ცხოველ ვარ მამისათჳს“, და ვითარმედ: „ზეცით გარდამოვჴედ“, - ესე ყოველი დამჴსნელი იყო ურწმუნოებისაჲ. რამეთუ რომელმან ერთგზის თქუას რაჲმე, ნუუკუედა საეჭუელცა იქმნას, თუ არა ჭეშმარიტ არს, ხოლო რომელი ესრეთ მრავალგზის და მრავალთა მოწამეთა წამებითა და საქმითა ესეოდენითა გამოაჩინებდეს სიტყჳსა თჳსისა ჭეშმარიტებასა, იგი ყოველსავე იჭუსა უჩინო-ჰყოფს. ეგრეთ უკუე უფალი იქმოდა, ხოლო ყოველსავე იქმოდა და იტყოდა, რაჲთამცა განარინნა იგინი გულისსიტყჳსა მისგან, რომელ ძედ იოსებისა ჰგონებდეს მას. საცნაურ არს უკუე, ვი-თარმედ არა განმრავლებად დაბრკოლებისა მის იტყოდა სიტყუათა მათ, არამედ უფროჲსად სრულიად დაჴსნად დაბრკოლებისა, რამეთუ რომელი იოსების ძედმცა ჰგონებდა მას, არა შეიწყნარებდა იგი სიტყუათა მათ, ხოლო რომელმანცა ირწმუნა, თუ ზეცით გარდამოსრულ არს და მუნვე აღვალს იგი, ადვილად ირწმუნებდა ყოველთავე სიტყუათა მისთა. ხოლო შემდგომად ამათ სიტყუათა აჰა ესერა იხილე, ვითარ სხუასაცა დაბრკოლებისა დამჴსნელსა სიტყუასა ეტყჳს მათ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სული არს განმაცხოველებელი, ხოლო ჴორცნი არად სარგებელ არიან“ (6,63).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ: სულიერად ჯერ-არს ჩემთჳს თქუმულთა მათ სიტყუათა სმენაჲ, რამეთუ რომელი ჴორციელად ისმენდეს მათ, მან ვერაჲ შეიძინოს, არცა სარგებელი პოვოს. ხოლო ჴორციელი ესე იყო, რომელ იჭუეულ იყვნეს იგინი, თუ ვითარ გარდამოჴდა ზეცით, და რომელ ჰგონებდეს, თუ ძჱ არს იოსებისი, და რომელ იტყოდეს, თუ: „ვითარ ძალ-უც მოცემად ჩუენდა ჴორცი თჳსი ჭამად?“2 ესე ყოველი ჴორციელი იყო, ხოლო მათ საქმეთაჲ სულიერად და საიდუმლოდ ჯერ-არს გულისხმის-ყოფაჲ. და თუ ვინმე თქუას, თუ: ვითარმცა შეუძლეს მათ ცნობად და გულისხმისყოფად, რაჲ არს ჭამაჲ ჴორცისა მისისაჲ? გარნა ჯერ-იყო მათა, რაჲთამცა ჰკითხვიდეს და მოელოდესმცა ჟამსა გულისხმის-ყოფად და არამცა

1 იოან. 3,13. 2 იოან. 6,52.

ესრეთ მეყსეულად დაბრკოლდებოდეს და იტყოდეს, თუ: შეუძლებელ არს ამის საქმისა ქმნაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სიტყუანი, რომელ გარქუენ, სულ არიან და ცხორება“ (6,63).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო რაჲ არს ესე, თუ: „სულ არიან“? ესე იგი არს, ვითარმედ სულიერ არიან, და არარაჲ ჴორციელი ჰრთავს მათ შინა, არცა ბუნებისა ამის უძლურისა საქმენი, არამედ განყენებულ არიან ყოვლისაგანვე საქმისა ქუეყანისა და შჯულთა და წესთაგან ქუეყანისათა და სხუაჲ ძალი აქუს განშორებული და ამაღლებული ამის ყოვლისაგან. ვითარცა უკუე აქა სული თქუა სულიერისა წილ, ეგრეთვე ჴორცი რაჲ თქუა, არა ჴორცთათჳს თქუა, არამედ ჴორციელად სმენისათჳს, და მათცა უჩუენებდა, ვითარმედ მარადის ჴორციელისათჳს ჰსურის მათ, არამედ ჯერ-იყო სულიერისათჳს სურვილი, რამეთუ უკუეთუ ვინ სიტყუანი ესე ჴორციელად გულისხმა-ყვნეს, არარაჲ ერგოს. რაჲ არს უკუე? „ჴორცნი“ არა ჴორც არიანა? ჰე, ჭეშმარიტად. ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „ჴორცნი არად სარგებელ არიან“? არა თჳსთა ჴორცთათჳს იტყჳს, - ნუ იყოფინ! - არამედ მათთჳს, რომელნი ჴორციელად გულისხმა-ჰყოფენ. ხოლო რაჲ არს ჴორციელად გულისხმის-ყოფაჲ? გარნა ესე, რომელ კაცი ესრეთ ლიტონად ჰხედვიდეს სიტყუათა ამათ და არა შეერაცხნენ დიდად საიდუმლოდ და მაღლად, რამეთუ ესე არს ჴორციელი. ხოლო ჯერ-არს არა ესრეთ გულისხმის-ყოფაჲ გარეგანითა თუალითა, არამედ ყოველთა მათ საიდუმლოთა შინაგანითა თუალითა უჴმს ხილვაჲ და განცდაჲ, რამეთუ ესე არს სულიერი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი არა ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და არა სუმიდეს სისხლსა ჩემსა, არა აქუს ცხორებაჲ თავისა თჳსისაჲ“ (6,53).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ უკუე არა სარგებელ არიან ჴორცნი, რომელთა გარეშე ცხორებაჲ არა იქმნების? ჰხედავა, ვითარმედ სიტყუაჲ ესე, თუ: „ჴორცნი არად სარგებელ არიან“, არა თჳსისა ჴორცისათჳს თქუმულ არს, არამედ ჴორციელად სმენისათჳს?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არამედ არიან ვიეთნიმე თქუენგანნი, რომელთა არა ჰრწამს“ (6,64).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად ჩუეულებისაებრსა მას პატივსა დასდებს სიტყუათა ზედა თჳსთა, რამეთუ მომავალთა მათ დაფარულთა საქმეთა იტყჳს და უჩუენებს, ვითარმედ არა მათმიერი დიდებაჲ ეჴმარების და ამისთჳს იტყჳს ამას ყოველსა, არამედ რამეთუ ეწყალიან იგინი. ხოლო თქუა რაჲ, თუ: „ვიეთნიმე“, ამით სიტყჳთა მოწაფენი თჳსნი განარჩინა მათგან, რამეთუ პირველითგან ეტყოდა, ვითარმედ: „მიხილეთ მე და არა გრწამს“,1 ხოლო აქა იტყჳს:

1 იოან. 6,36.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არიან ვიეთნიმე თქუენგანნი, რომელთა არა ჰრწამს. რამეთუ იცოდა იესუ პირველითგან, თუ ვინ არიან იგინი, რომელთა არა ჰრწამს, ანუ ვინ არს მიმცემელი მისი, და ამისთჳს იტყოდა, ვითარმედ: ვერვის ჴელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა იყოს მიცემულ მისა მამისაგან ჩემისა“ (6,64-65).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას ადგილსა მახარებელი ნებსითობასა მას მისისა განგებულებისასა აჩუენებს და ძჳრუჴსენებელობასა მას მისსა. და ესეცა უკუე სიტყუაჲ, თუ: „პირველითგან იცოდა“, არა ცუდად არს აქა, არამედ რაჲთა გულისხმა-ჰყო მისი იგი პირველითგანი ცნობაჲ უწინარჱს მრავლისა ჟამისა, და ვითარმედ უწინარეს ამათ სიტყუათა იცოდა ყოველივე და არა შემდგომად დაბრკოლებისა და დრტჳნვისა ცნა მიმცემელი იგი, არამედ უწინარეს ამის ყოვლისა, რომელი-იგი საქმჱ იყო ღმრთეებისა მისისაჲ.

მერმე იტყჳს, ვითარმედ: „არა თუმცა მიცემულ იყო მისა ზეცით მამისა მიერ ჩემისა“, რაჲთამცა დაარწმუნა მათ მამად მისა აღსაარებად ღმრთისა და არა იოსებისა, და რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არამცირედი საქმჱ არს და ლიტონი მისა მიმართ სარწმუნოებაჲ. ვითარმცა იტყოდა, თუ: არა შევძრწუნდები, არცა უცხო-მიჩნს მათი, რომელთა არა ჰრწმენეს, რამეთუ მე ესე პირველითგანვე ვიცი ყოველივე, თუ ვითარ ყოფად არს, უწინარეს ყოფისა ვიცი ყოველი, თუ ვიეთდა მიუცემიეს მამასა.

ხოლო რაჟამს გესმეს, თუ: „მიუცემიეს“, ნუ ესრეთ გულისხმა-ჰყოფ, თუ რომელთადამე მიუცემიეს ესრეთ ცუდად და რომელთამე არა მისცემს, არამედ ესრეთ გულისხმა-ყავ და ირწმუნე, ვითარმედ რომელმან ყოს თავი თჳსი ღირს მიცემისა, მას მიეცემის.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამის გამო მრავალნი მოწაფეთა მისთაგანნი უკუნიქცეს და არღარა ვიდოდეს მის თანა“ (6,66).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად, რამეთუ არა თქუა მახარებელმან, თუ: წარვიდეს, არამედ: „უკუნიქცეს“, ესე იგი არს, ვითარმედ წარმართებაჲ იგი, რომელ მოეგო სათნოებათა მიმართ, მიაქციეს ბოროტადვე, და სარწმუნოებაჲ, რომელი აქუნდა, წარწყმიდეს და განწვალნეს მისგან თავნი მათნი, გარნა არა ათორმეტთა ქმნეს ესე. იხილეთ უკუე, რასა ეტყჳს მათ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუუკუე თქუენცა გნებავსა წარსლვის?“ (6,67).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთამცა უჩუენა კუალად, ვითარმედ არა ეჴმარების მას მათგან მსახურებაჲ და არცა ამისთჳს შეიწყნარნა იგინი; რამეთუ ვი-თარმცა ამისთჳს შეეწყნარნეს, რომელი მათცა ამასვე ეტყოდა? რამეთუ რაჲსათჳს არა აქნა იგინი? რაჲსათჳს არა დაუკჳრდა მათთჳს? ერთად, რაჲთამცა რაჲ-იგი მოძღუარსა ჰშუენის, აღასრულა, და რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ ამით სახითა ჯერ-არს უფროჲსად დამჭირვაჲ მათი. და უკუეთუმცა ექნეს, ნუუკუე მოიგონესმცა, თუ მომადლებისა ჩუენისათჳს იტყჳს და კაცობრივიმცა რაჲმე შეემთხჳა. ხოლო ესე, რომელ უჩუენებდა, ვითარმედ არა ეჴმარების მათი მის თანა ყოფაჲ, უფროჲსად დაიმ-ჭირვიდა მათ. და იხილე, ვითარ სიბრძნით ჰრქუა მათ; და არა ჰრქუა, თუ: წარვედით, რამეთუ ესე სახჱ არს განგდებისაჲ, არამედ ჰკითხა, ვი-თარმედ: „ნუუკუე თქუენცა გნებავსა წარსლვის?“ რომელი-ესე ყოველსავე ჭირსა და იძულებასა მოუღებდა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა ჰნებავს, რაჲთა სირცხჳლისათჳს მისისა და რიდობისა დადგენ მის თანა, არამედ უკუეთუ უხარის და მადლიერ არიან; და არცა იგინი შეასმინნა ცხადად, არამედ უჩუენა, თუ ვითარ ჯერ-არს მის თანა ყოფაჲ. ხოლო ჩუენ ზედა ყოველივე წინააღმდგომი იქმნების, და სამართლად. ამისთჳს ნაკლულევანებად გჳჩნს შორს წარსლვაჲ ჩუენ თანა მყოფთაჲ. ხოლო მან არა მომადლებად მათა რაჲ თქუა, არცა განსხმით, არამედ ჰკითხა. არა თუ შეურაცხ-ჰყოფდა მათ, არამედ არა ინება იძულებით და ჭირით დაყენებაჲ მათი, რამეთუ ესრეთ ყოფაჲ იძულებით სწორ არს არაყოფისა. ისმინე უკუე, რაჲ თქუა პეტრე:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უფალო, ვისა მივიდეთ? სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან. და ჩუენ გურწმენა და ვცანთ, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ“ (6,68-69).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რამეთუ არა სიტყუანი იგი იყვნეს დამაბრკოლებელ, არამედ სიბრმჱ და უგულისხმოებაჲ მსმენელთაჲ მათ? და უფროჲსად, უკუეთუმცა არა ეთქუა, ყოლადვე საზრდელსამცა ჴორციელსა მოელოდეს მისგან. რამეთუ იხილეთ, ვითარ ესენიცა ათორმეტნი სხუათა მათ ერთა თანა იყვნეს და ესმოდა სიტყუაჲ მისი. და უკუანაჲსკნელ უფიცხლჱსნიცა სიტყუანი ჰრქუნა, და მათ ამას ყოველსა ზედა თქუეს, ვითარმედ: „ვისა მივიდეთ?“ ხოლო ფრიადსა სიყუარულსა მათსა აჩუენებს სიტყუაჲ ესე, რომელი აქუნდა მისა მიმართ, და აჩუენებდეს, ვითარმედ უფროჲს ყოვლისა ქრისტე არს მათა პატიოსან, უფროჲს მამათა და დედათა და ყოველთავე დაბადებულთა, და ვითარმედ თუ წარვიდეს მისგან, არღარა აქუს, თუ სადამცა მივიდეს. და მერმე, რაჲთა არა საგონებელ იყოს, თუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „ვისა მივიდეთ?“ რომელ არავინ იყო შემწყნარებელ მათა, ამისთჳს შესძინა და თქუა, ვი-თარმედ: „სიტყუანი საუკუნოჲსა ცხორებისანი გქონან“. რამეთუ სხუანი იგი ჴორციელად და კაცობრივითა გულისსიტყჳთა ისმენდეს სიტყუათა მისთა, ხოლო ესენი - სულიერად, შემკობილნი სარწმუნოებითა, რომლისათჳს იტყოდა უფალი, ვითარმედ: „სულ არიან სიტყუანი ესე და ცხორება“, ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ კაცობრივთა საქმეთაებრ გულისხმაჰყოფ ჩემთა სიტყუათა, რამეთუ არა ესევითარნი არიან სულიერნი სწავლანი, არა ჰმონებენ იგინი შჯულთა ჴორციელთა, ვითარცა მოციქული იტყჳს: „ნუ იტყჳ, თუ: ვინ აღვიდეს ზეცად? ესე იგი არს ქრისტესი გარდამოყვანება. ანუ ვინ შთავიდესო უფსკრულად? ესე იგი არს ქრისტესი მკუდრეთით აღმოყვანებაჲ“.1

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან“ (6,68).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა ამათ აღდგომაჲ შეეწყნარა და ყოველივე იგი განსუენებაჲ საუკუნოჲ. ხოლო იხილე შენ ძმათმოყუარჱ იგი და კეთილი პეტრე, ვითარ ყოვლისათჳსვე კრებულისა მიუგო; და არა იტყჳს, თუ: მრწმენა, არამედ „გურწმენაო“. გულისხმა-ყავ, ვითარ სიტყუათა მათებრ მოძღურისათა იტყჳს და არა ვითარცა ჰურიანი, რამეთუ იგინი იტყოდეს, ვითარმედ: „ესე არს ძჱ იოსებისი“;2 ხოლო ამან თქუა, ვითარმედ: „შენ ხარ ქრისტე, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ“,3 და ვითარმედ: „სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან“, რამეთუ ასმიოდეს მას კეთილად სიტყუანი იგი მოძღურისანი, რომელთა იტყოდა, ვითარმედ: „აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა, და აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“, რამეთუ აჩუენა, ვითარმედ ყოველნივე სიტყუანი მისნი აჴსოვნან, რაჟამს თჳთ იგინი თქუნა. ხოლო ქრისტემან, იხილეთ, რაჲ ყო, არა აქო, არცა დაუკჳრდა პეტრჱსთჳს, არამედ მიუგო და ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა-მე ათორმეტნი გამოგირჩიენა? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს“ (6,70).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ვინაჲთგან თქუა პეტრე, თუ: „ჩუენ გურწმენაო“, მერმე უფალმან კრებულისა მისგან განყო იუდა. რამეთუ სხუასა მას ადგილსა არარაჲ თქუა მან მოწაფეთათჳს, არამედ ოდენ ჰკითხა რაჲ იესუ, თუ: „თქუენ რასა იტყჳთ ჩემთჳს?“4 მან ჰრქუა, ვითარმედ: „შენ ხარ ქრისტე, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ“, ხოლო აქა ვინაჲთგან თქუა, თუ: „ჩუენ გურწმენა“, ამისთჳს სამართლად არა უტევა იუდას კრებულსა შინა მათსა. ხოლო ესე თქუა, რაჲთამცა პირველითგანვე თქუმითა მით უკეთურებაჲ იგი მიმცემელისა მისისაჲ მოაქცია, რამეთუ მან იცოდა, ვითარმედ არარაჲ ერგების მას სიტყუათა მათგან, გარნა იგი თჳსსა იქმოდა, რაჲთამცა ყოვლით კერძო არარაჲ დაუტევა, რომელიმცა ჯერ-იყო მის მიერ ქმნად. და იხილე სიბრძნჱ იგი! არცა სრულიად გამოაცხადა იგი, არცა დაფარა. ერთი იგი ამისთჳს, რაჲთა არა უმეტესსა კადნიერებასა და ურცხჳნოებასა მოვიდეს, ხოლო მეორჱ ესე ამისთჳს, რაჲთა არა ჰგონებდეს მიმცემელი, თუ დაფარულ არს და უცნაურ არს მისგან მისი იგი განზრახვაჲ. ამისთჳსცა ქუემორე უმეტესთა მოაწევს მის ზედა მხილებათა, რამეთუ პირველად სხუათა თანა შეჰრაცხა იგი და თქუა, ვითარმედ: „არიან ვინმე თქუენგანნი, რომელთა არა ჰრწამს“. და რამეთუ მიმცემელისა მისთჳს თქუა, ისმინე, რასა-იგი იტყჳს მა-

1 რომ. 10,6-7. 2 შდრ. იოან. 6,42. 3 მათ. 16,16; იოან. 6,69; შდრ. მარკ. 8,29; ლუკ. 9,20. 4 შდრ. მათ. 16,15; მარკ. 8,29; ლუკ. 9,20.

ხარებელი: „იცოდა იესუ პირველითგან, თუ ვინ არიან, რომელთა არა ჰრწამს, ანუ ვინ არს მიმცემელი მისი“. ვინაჲთგან უკუე მას ზედაცა ეგრეთვე დაადგრა, ისმინე, რასა იტყჳს უფიცხლჱსად, ვითარმედ: „ერ-თი თქუენგანი ეშმაკი არს“, და ყოველთა ზედა მოაწევს შიშსა მას, რაჲ-თამცა მან უბადრუკმან გულისხმა-ყო. ხოლო კეთილ არს აქა ძიებაჲ, თუ რაჲსათჳს არას იტყჳან აქა მოციქულნი, ხოლო უკუანაჲსკნელსა მას თქუმასა მისსა შეშინდეს და თჳთოეული ეტყოდა, „ნუუკუე მე ვარო?“1 და „პეტრე იოვანეს წამ-უყოფდა კითხვად მიმცემელისა მისთჳს, თუ ვინ არს“.2 რაჲ არს უკუე მიზეზი ამისი? რამეთუ ვინაჲთგან არა ეთქუა პეტრესდა, თუ: „წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო“,3 ამისთჳსცა არცა ეშინოდა. ვინაჲთგან უკუე შეჰრისხნა მას უფალმან, და მას ფრიადითა გულსმოდგინებითა ეთქუა, და არა სათნო-ეყო უფალსა, არამედ სატანა უწოდა, ამისა შემდგომად ესმა რაჲ, ვითარმედ: „ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“,4 სამართლად შეძრწუნდა. და აწ უკუე არა იტყჳს, თუ: „ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“, არამედ: „ერთი თქუენგანი ეშმაკი არსო“. ხოლო თქუა ესე, რაჲთა უჩუენოსცა, თუ ვითარ არარაჲ კაცობრივი იპოვების მისსა სწავლასა შინა. რამეთუ ვინაჲთგან ყოველთა დაუტევეს და იგინი ოდენ დაადგრეს მის თანა, პეტრჱს მიერ ყოველნივე აღიარებდეს მას ქრისტედ; რაჲთა არა ჰგონებდენ მას, თუ: ამისთჳს კაცობრივად გუეტყოდის ჩუენ, ამისთჳს განაყენებს იგი სიტყუასა თჳსსა ყოვლისაგანვე კაცობრივისა.

ხოლო სიტყუაჲ მისი, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ: არარაჲ არს, რომელმანმცა დამაყენა მე მხილებად ბოროტთა. ნუ ჰგონებთ, თუ ვინაჲთგან ჩემ თანა დაადგერით, ამისთჳსმცა კაცობრივ რაჲმე გეტყოდე თქუენ, ანუ რომელ შემომიდეგით მე, ამისთჳსმცა არა ვამხილე უკეთურთა. რამეთუ რომელი ამათსაცა უზეშთაეს არს, ვერცა იგი დამაყენებს ამისგან, რამეთუ რომელი დაადგრეს, იგი სიყუარულსა მოძღურისასა გამოაჩინებს, ხოლო რომელი გამორჩეულ იყოს მის მიერ და მერმე განვარდეს, გულისსიტყუასა უგულისხმოებისასა მისცემს უგუნურთა, გარნა ვერცა ესე დამაყენებს მხილებისაგან. და აწცა უკუე ამასვე შემოიღებენ წარმართნი ბრალობად ქრისტესა უგულისხმოებისა და ბოროტებისა მათისაგან, რამეთუ არა უწყიან, ვითარმედ ღმერთი იძულებით არავის ჰყოფს კეთილ, და არცა გამორჩევაჲ მისი მაიძულებელ არს მომავალთათჳს ჟამთა, არამედ ოდენ მწოდებელი არს კეთილისა მიმართ და მასწავლელი; რამეთუ რაჲთა სცნა, ვითარმედ წოდებაჲ მისი არა იძულებით არს, ისმინე, რაჲ წერილ არს, ვითარმედ: მრავალნი

1 მათ. 26,22; მარკ. 14,19. 2 იოან. 13,24. 3 მარკ. 8,33. 4 მათ. 26,21; მარკ. 14,18; იოან. 13,21.

წოდებულთაგანნი წარწყმდეს.1 ამისთჳსცა ცხად არს, ვითარმედ ჩუენსა ნებასა ზედა არს ცხორებაჲცა და წარწყმედაჲცა.

სწავლაჲ მზ ვეცხლისმოყუარებისათჳს

ვინაჲთგან უკუე ესე ყოველი გუესმის, ვისწრაფოთ ჩუენცა განფრთხობად და მღჳძარებად მარადის, რამეთუ რომელი-იგი წმიდასა მას კრებულსა შინა იყოფვოდა და ესოდენნი ნიჭნი მიეხუნეს უფლისა მიერ, რომელსა ესოდენნი სასწაულნი ექმნნეს, რამეთუ ერთი იგი იყო სხუათა მათგანი, რომელნი წარავლინნა იესუ მკუდართა აღდგინებად და კეთროვანთა განწმედად, ვინაჲთგან უკუე ესევითარი იგი შეპყრობილ იქმნა სენითა მით ბოროტითა ვეცხლისმოყუარებისაჲთა და მოძღუარი თჳსი განყიდა, და არარას სარგებელ ეყვნეს მას ქველისმოქმედებანი იგი და ნიჭნი უფლისანი, არცა მის თანა ყოფაჲ მისი, არცა დაბანაჲ იგი ფერჴთაჲ, არცა ზიარებაჲ იგი ტაბლისა მისისაჲ, არცა ტჳრთვაჲ იგი გუადრუცისაჲ, არამედ უფროჲსად დასაშჯელ ექმნა მას ესე ყოველი, ამისთჳს გევედრები, რაჲთა შევიშინოთ ჩუენცა, ნუუკუე მივემსგავსნეთ იუდას ვეცხლისმოყუარებითა. რამეთუ დაღაცათუ ქრისტესა არა განვჰყიდით, არამედ რაჟამს ვიხილოთ გლახაკი სიყმილითა მომკუდარი ანუ სიცივითა შეჭირვებული და სიკუდილად მიახლებული და შეურაცხ-ვყოთ, მითვე საშჯელითა დავისაჯებით; და კუალად, ოდეს უღირსებით მოუჴდეთ ზიარებად წმიდათა საიდუმლოთა, ესრეთ წარვწყმდებით, ვითარცა ქრისტეს მკლველნი; და კუალად, რაჟამს მოვიტაცებდეთ და ვაშთობდეთ უდარჱსთა ჩუენთა, ფრიადსა საშჯელსა მოვაწევთ თავთა ზედა ჩუენთა, და სამართლადცა.

ვიდრემდის შეუპყრიეთ ჩუენ ტრფიალებასა წარმავალთა ამათ საქმეთასა, რომელთა შინა არცა ერთი არს სარგებელი? რამეთუ სიმდიდრჱ უსარგებლოთა მათ საქმეთაჲ არა კეთილ არს. ვიდრემდის შემშჭუალულ ვართ ამაოებისადა? ვიდრემდის არა მივჰხედავთ საქმეთა მათ მიმართ ზეცისათა, არა განვიფრთხობთ, არცა განვძღებით საქმეთა ამათგან ქუეყანისათა, უნდოთა ამათ და უმალეს წყლისა მდინარეთა? არცა ვისწაო-თა უნდოებაჲ მათი თჳთ საქმეთა მათ გამოცდილებისაგან? მოვიგონნეთ უწინარეს ჩუენსა განმდიდრებულნი იგი, არა ყოველივე დიდებაჲ მათი სიზმარ იქმნაა? არა აჩრდილ და ყუავილ დაჭნობილ იქმნაა? არა ზღაპარ და ჰამბავ იქმნაა ყოველივე იგი? ვინმე განმდიდრდაო, და აწ სადა არს სიმდიდრე მისი? წარწყმდა და განიხრწნა. და ცოდვანი იგი, რომელნი სიმდიდრისა მის მიერ ექმნნეს, ჰგიან, და ცოდვათა მისთათჳს სატან-

1 შდრ. მათ. 20,16; 22,14; ლუკ. 14,24.

ჯველი იგი არს. და უფროჲსად, დაღაცათუმცა არცა სატანჯველი, არცა სასუფეველი წინამდებარე იყო, ბუნებისა მისგან ნათესავისა ჩუენისა სირცხჳლი ჯერ-იყო, რომელ არიან გლახაკნი.

ხოლო აწ ჩუენგანნი მრავალნი ძაღლთა და ქორებთა და ავაზათა და სხუათა თჳთოსახეთა მჴეცთა ზრდიან და კაცთა გლახაკთა შეურაცხჰყოფენ, ჭირვეულთა შიმშილითა, და უპატიოსნეს არს წინაშე ჩუენსა უცხოჲ იგი უფროჲს ჩუენისა ბუნებისა, და უპატიო არს ჩუენდა თჳსი იგი უფროჲს მისა, რომელსა-იგი არცა ერთი თჳსებაჲ აქუს ჩუენ თანა.

ანუ ტაძართა შინა კეთილადგებულთა ყოფაჲ და ოქრომოლესულთა სართულთა ხედვაჲ და ურიცხუთა მონათა ქონებაჲ კეთილ და პატიოსან არსა? ნუ იყოფინ! არამედ უფროჲსად ბოროტ არს და უსარგებლო, რამეთუ არიან სხუანი ტაძარნი და სართულნი ამათ უმჯობჱსნი და უპატიოსნესნი. ესევითართა მათ ტაძართა ხედვითა კეთილ არს განმხიარულებაჲ თუალთაჲ, რამეთუ არავინ არს დამაყენებელ.

გნებავსა უკუე კეთილისა სართულისა ხილვაჲ? მე გიჩუენო შენ. მწუხრი მოიწიოს, მიჰხედენ ცასა ვარსკულავითა შემკობილსა. ანუ იტყჳა, თუ: არა ჩემი არსო სართული იგი? არამედ გულისხმა-ყავ, ვითარმედ იგი არს უფროჲსად შენი, ვიდრეღა ესე, რამეთუ შენთჳს ქმნილ არს და ზიარად არს შენი და ძმათა შენთაჲ, ხოლო ესე არა შენი არს, არამედ მათი, რომელთა შემდგომად სიკუდილისა შენისა დაიმკჳდრონ იგი; იგი ფრიად სარგებელ გეყოს შენ, რაჟამს შუენიერებითა მისითა დამბადებელისა მიმართ გულისხმის-ყოფასა მოგცემდეს შენ, ხოლო ამან ფრიად გავნოს, რაჟამს შემასმენელ შენდა იქმნეს დღესა მას საშჯელისასა, რაჟამს შენ ოქროჲთა შემოსილ იყო, და გლახაკსა, რომელ არს ქრისტე, არცა მცირე სამოსელი აქუნდეს.

ნუ, ძმანო, ნუ ესრეთ უგულისხმო ვართ, ნუ ვსდევთ საქმეთა მათ, რომელნი გუევლტიან; ვსდევდეთ მათ, რომელნი გუელიან. ნუცა განვსცემთ ცხორებასა ჩუენსა, არამედ მოვეკიდნეთ სასოებასა მას მერმისა საუკუნოჲსასა. ბერნი ვიგონებდეთ, ვითარმედ აჰა ესერა მოახლებულ არს სიკუდილი; ჭაბუკნი კუალად ვიგონებდეთ, ვითარმედ უცნაურ არს ჟამი სიკუდილისაჲ, და „ვითარცა მპარავი ღამით, ესრეთ მოიწევის დღჱ იგი“.1 ამისთჳს უკუე ვეკრძალნეთ ყოველნი და ვასწავებდეთ ურთიერ-თას შეურაცხ-ყოფად წარმავალთა ამათ და წარუვალთა მათ ზრუნვად, რაჲთა ღირს ვიქმნნეთ პოვნად კეთილთა მათ საუკუნეთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 2 პეტ. 3,10; 1 თეს. 5,2.