თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას ადგილსა მახარებელი ნებსითობასა მას მისისა განგებულებისასა აჩუენებს და ძჳრუჴსენებელობასა მას მისსა. და ესეცა უკუე სიტყუაჲ, თუ: „პირველითგან იცოდა“, არა ცუდად არს აქა, არამედ რაჲთა გულისხმა-ჰყო მისი იგი პირველითგანი ცნობაჲ უწინარჱს მრავლისა ჟამისა, და ვითარმედ უწინარეს ამათ სიტყუათა იცოდა ყოველივე და არა შემდგომად დაბრკოლებისა და დრტჳნვისა ცნა მიმცემელი იგი, არამედ უწინარეს ამის ყოვლისა, რომელი-იგი საქმჱ იყო ღმრთეებისა მისისაჲ.
მერმე იტყჳს, ვითარმედ: „არა თუმცა მიცემულ იყო მისა ზეცით მამისა მიერ ჩემისა“, რაჲთამცა დაარწმუნა მათ მამად მისა აღსაარებად ღმრთისა და არა იოსებისა, და რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არამცირედი საქმჱ არს და ლიტონი მისა მიმართ სარწმუნოებაჲ. ვითარმცა იტყოდა, თუ: არა შევძრწუნდები, არცა უცხო-მიჩნს მათი, რომელთა არა ჰრწმენეს, რამეთუ მე ესე პირველითგანვე ვიცი ყოველივე, თუ ვითარ ყოფად არს, უწინარეს ყოფისა ვიცი ყოველი, თუ ვიეთდა მიუცემიეს მამასა.
ხოლო რაჟამს გესმეს, თუ: „მიუცემიეს“, ნუ ესრეთ გულისხმა-ჰყოფ, თუ რომელთადამე მიუცემიეს ესრეთ ცუდად და რომელთამე არა მისცემს, არამედ ესრეთ გულისხმა-ყავ და...