მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 6:8

7. ჰრქუა ფილიპე: ორასისა დრაჰკნისა პური ვერ კმა არს ამათა, რაჲთა კაცად-კაცადმან მცირედ რაჲმე მიიღოს.8. ჰრქუა მას ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან, ანდრია, ძმამან სიმონ-პეტრესმან:9. არს აქა ყრმაჲ, რომელსა აქუს ხუთი პური ქრთილისაჲ და ორი თევზი, არამედ ესე რაჲ არს ესოდენთა წინაშე?
სახარებაჲ იოვანესი თავი 6
8. ჰრქუა მას ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან, ანდრია, ძმამან სიმონ-პეტრესმან:
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მბ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად წიაღჴდა იესუ ზღუასა მას გალილეაჲსასა, რომელ არს ტიბერიისაჲ. და მისდევდა მას ერი მრავალი, რამეთუ ჰხედვიდეს სასწაულთა მათ, რომელთა იქმოდა უძლურთა ზედა. და აღვიდა მთასა იესუ და დაჯდა მოწაფეთა თჳსთა თანა. და იყო მოახლებულ პასქაჲ, დღესასწაული ჰურიათაჲ“ (6,1-4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ბოროტთა კაცთა ნუმცა ფრიად აღვერევით, ძმანო, არამედ ოდეს ჩუენსა სათნოებასა არა ევნებოდის, ადგილ-ვსცემდეთ მათსა უკეთურებასა და განვეშორებოდით; რამეთუ აჰა ესერა უფალი ფრიადისა მის ფარისეველთა და სხუათა ჰურიათა უკეთურებისათჳს მივიდა გალილეას, რაჲთამცა შური და რისხვაჲ მათი დაშრიტა, და აწ კუალად წიაღჴდა ზღუასა მას და წარვიდა მთად კერძო.

„და მისდევდა მას ერი მრავალი, რამეთუ ჰხედვიდეს სასწაულთა მათ, რომელთა იქმოდა“. გარნა არა იტყჳს მახარებელი თჳთოეულად სასწაულთა მათ, რამეთუ ამან ისწრაფა, რაჲთამცა უფროჲსად სწავლანი უფლისანი, რომელნი ჰრქუნა ჰურიათა, იგინიმცა მოგჳთხრნა. და აჰა ესერა წელიწდისაჲ მის არარაჲ სასწაული თქუა, გარნა ოდენ განრღუეულისაჲ მის და ძისა სამეუფოჲსა მის კაცისაჲ, რამეთუ შეუძლებელ იყო ყოველთა სასწაულთა მისთა თქუმაჲ....

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის