თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს? ესე იგი არს, ვითარმედ: უგულისხმოებაჲ ეგე აჴოცეთო და რისხვაჲ და შური და სიძულილი, რომელი გაქუს ჩემდა მომართ ამაოდ, და მაშინ არღარაჲ იყოს დამაყენებელ თქუენდა ცნობად სწავლაჲ ესე ჩემი, ვითარმედ ჭეშმარიტად სიტყუანი ღმრთისანი არიან, რამეთუ აწ ბოროტნი ეგე ზრახვანი თქუენნი დაგაბნელებენ და არა გიტევებენ გულისხმის-ყოფად სიტყუათა ჩემთა. უკუეთუ კულა ყოველივე ეგე ბოროტებაჲ თქუენი აღჰჴოცოთ, მერმე არღარა იყოს დამაყენებელ თქუენდა. არამედ ესრეთ განცხადებულად არა თქუა ბოროტთა მათთათჳს, თუ არა, უმეტესადმცა მოეწყლნეს გულნი მათნი, გარნა დაღაცათუ განცხადებულად არა თქუა, არამედ ესე ყოველი მოასწავა სიტყჳსა მის მიერ, რომელი თქუა:
სახარებაჲ იოვანესი 7:17
16. მიუგო იესუ და ჰრქუა: ჩემი ესე მოძღურებაჲ არა არს ჩემი, არამედ მომავლინებელისა ჩემისაჲ.17. უკუეთუ ვინმე ნებასა მისსა ჰყოფდეს, ცნას მან მოძღურებაჲ ესე, ვითარ რაჲ არს: ღმრთისაგან არს, ანუ მე თავით თჳსით ვიტყჳ.18. რომელი თავით თჳსით იტყჳნ, დიდებასა თავისა თჳსისასა ეძიებნ; ხოლო რომელი ეძიებნ დიდებასა მომავლინებელისა თჳსისასა, იგი ჭეშმარიტ არს, და სიცრუჱ არა არს მის თანა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 7