მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 7:2

1. ამისა შემდგომად იქცეოდა იესუ გალილეას და არა უნდა მისლვად ჰურიასტანს, რამეთუ ეძიებდეს მას ჰურიანი იგი მოკლვად.2. ხოლო იყო მახლობელ დღესასწაული იგი ჰურიათაჲ, რომელ არს კარვობისაჲ.3. ჰრქუეს მას ძმათა მისთა: გარდაგუალე ამიერ და წარვედ ჰურიასტანად, რაჲთა მოწაფეთაცა შენთა იხილნენ საქმენი შენნი, რომელთა იქმ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 7
2. ხოლო იყო მახლობელ დღესასწაული იგი ჰურიათაჲ, რომელ არს კარვობისაჲ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად იქცეოდა იესუ გალილეას და არა უნდა ჰურიასტანს სლვად. იყო მოახლებულ დღესასწაული ჰურია-თაჲ, რომელ არს კარვობისაჲ“ (7,1-2).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს უძჳრეს შურისა. ამის მიერ შემოვიდა სიკუდილი სოფლად, რამეთუ იხილა რაჲ ეშმაკმან კაცი პატივსა შინა, ვერ თავს-იდვა მისი იგი კეთილი, ამისთჳს ყოვლით კერძო ისწრაფდა მოკლვად მისა. და ყოვლადვე ამის ძირისა ნაყოფი ესევითარი არს. ესრეთ აბელ მოიკლა, და დავითს ეგულებოდა კნინღა სიკუდილი შურითა ჴელითა საულისითა; ამის მიერ იქმნნეს ჰურიანიცა ქრისტესმკლველ, და ამისთჳს იტყჳს მახარებელი:

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო საშჯელისათჳს, რამეთუ მთავარი ამის სოფლისაჲ დაშჯილ არს“ (16,11).:

...11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად აქა სიმართლისა თჳსისა სიტყუასა წარმოიღებს, რამეთუ უკუეთუ დასაბამითგანთა წმიდათა ვერ უძლეს ამის საქმისა ქმნაჲ, და მე ვქმენ და დავსაჯე მთავარი ამის სოფლისაჲ, ვი-თარ იტყჳან, თუ: „ცოდვილი არს“ და „არა ღმრთისაგან არს“? რამეთუ იტყჳან ჩემთჳს, თუ: „მაცთური არს, და ეშმაკი არს მის თანა“, ; (10,20) არამედ ამასცა ზედა მხილებაჲ აქუნდეს, რამეთუ უკუეთუმცა ესრეთ ვიყავ, ვი-თარმცა დავსაჯე მთავარი ამის სოფლისაჲ?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ არღარა ძალ-გიც ტჳრთვად აწ. ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გიძღოდის ჭეშმარიტებასა ყოველსავე“ (16,12-13).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲ არს? უმეტეს შენსა არსა სული, რომელ აწ ვერ ვიტჳრთავთ, ხოლო ოდეს მოვიდეს, მაშინ ვიტჳრთოთ? ნუ იყოფინ! რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „თავით თჳსით არარას იტყოდის, არამედ რაოდენი ესმეს, მას იტყოდის და მომავალი გითხრას თქუენ. რამეთუ ყოველი, რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს“ (16,13,15). რამეთუ ვინაჲთგან ჰრქუა, ვითარმედ: „მან გასწავოს ყოველი და მოგაჴსენოს და ნუგეშინის-გცეს“, და ვითარმედ: „ჯერ-არს ჩემი წარსლვაჲ და მისი მოსლვაჲ“,

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელმან შეურაცხ-მყოს მე და არა დაიმარხნეს სიტყუანი ჩემნი, აქუს მსაჯული თჳსი“ (12,48).:

...48), რამეთუ ვინაჲთგან იტყოდეს, ვითარმედ: „არა ღმრთისაგან არს“, ამისთჳს, რაჲთა მაშინ ამათ სიტყუათა ვერღარა იტყოდიან, არამედ სიტყუანი ჩემნი მიუღებდენ მათგან ყოველსა სიტყუასა და დაშჯიდენ მათ, რომელმან სიტყუანი ესე, რომელნი თქუნა, ვითარმედ: „თავით ჩემით არა მოსრულ ვარ“, ; (8,42) და ვითარმედ: „მამამან, რომელმან მომავლინა მე, მომცა მცნებაჲ და სხუანი ესევითარნი, რაჲ ვთქუა და რასა ვიტყოდი“, ; (14,10) და ესე ყოველნი დაუყოფდენ მათ მას დღესა პირსა და მოუღებდენ ყოველსა მიზეზსა. რამეთუ მან ყოველნი ესე სიმდაბლისა სახენი სიტყუანი მათთჳს თქუნა, რაჲთა იგინი მოიქცენ, და ვინაჲთგან არა მოიქცეს, ამისთჳს მათ სიტყუათა დასაჯნენ იგინი. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „რომელმან მომავლინა მამამან, მან მომცა მცნებაჲ, თუ რაჲ ვთქუა, ანუ რასა ვიტყოდი“ (12,49)? ანუ ვითარ არს ესე? ნუუკუე ოდეს მოივლინებოდა, მაშინ ისწავლიდა, თუ რასა იტყოდის, და პირველ არა იცოდაა? და რაჲ არს უკუე ამის უბოროტეს, უკუეთუ ესრეთვე ვინ გულისხმა-ყოს სიტყუაჲ ესე და არა გულისხმაჰყოფდეს სიმდაბლისა მის სიტყუათა მიზეზსა? რამეთუ პავლე იტყჳს თავსა თჳსსაცა და მოწაფეთაცა ცებნა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განწვალებაჲ იყო კუალად ჰურიათა შორის ამისთჳს. და რომელნიმე იტყოდეს: ეშმაკეულ არს და ცბის. რასა ისმენთ მისსა? სხუანი იტყოდეს: ესე სიტყუანი არა ეშმაკეულისა არიან. ნუუკუე ეშმაკსა ჴელ-ეწიფებისა ბრმისა თუალთა აღხილვად?“ (10,19-21).:

...არა ეშმაკეულისა არიან. ნუუკუე ეშმაკსა ჴელ-ეწიფებისა ბრმისა თუალთა აღხილვად?“ (10,19-21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან უზეშთაეს კაცობრივისა ძალისა იყვნეს სიტყუანი მისნი, ამისთჳს „ეშმაკეულ“ უწოდეს. და აჰა ესერა ესე სიტყუაჲ სამგზის უთქუამს მისდა, რამეთუ პირველ იტყოდეს: „ეშმაკი არს შენ თანა. ვინ გეძიებს შენ მოკლვად?“ და კუალად თქუეს: „არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ შენ, და ეშმაკი არს შენ თანა?“ და კუალად აქა ესრეთ იტყჳან: „ეშმაკეულ არს და ცბის“. და უფროჲს არა სამგზის, არამედ მრავალგზის ჰრქუეს, რამეთუ სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ, და ეშმაკი არს შენ თანა?“ მოასწავებს, ვითარმედ მრავალგზის ეთქუა მისდა სიტყუაჲ იგი. ხოლო რომელნიმე იტყოდეს, ვითარმედ: „ესე სიტყუანი არა ეშმაკეულისანი არიან. ნუუკუე ეშმაკსა ჴელ-ეწიფებისა ბრმისა თუალთა ახილვად?“ ვინაჲთგან რომელთამე იწყეს ბოროტთა მათ წინააღდგომად, და სიტყუათა მიერ ვერ დაუყვეს პირი, საქმენი მოიხუნეს შორის, ვითარმცა იტყოდეს, ვითარმედ: სიტყუანი მისნი კეთილ არიან. უკუეთუ სიტყუანი არა გრწმანან, საქმენი იხილენით. ხოლო ქრისტემან არარაჲ მიუგო ამის ყოვლისათჳს, რამეთუ პირველ მიუგო, ვითარმედ: „ჩემ თანა ეშმაკი არა არს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მე ვადიდებ თავსა ჩემსა, დიდებაჲ ჩემი არარაჲ არს“ (8,54).:

...ებულსა სდევნით. არამედ ესე სიტყუაჲ ურწმუნო-უჩნდა მათ, ხოლო შემდგომი ესე უსიტყუელ-ჰყოფს მათ, ვი - თარმედ: „სიტყუათა მისთა ვიმარხავ“ (8,55). რამეთუ ამას ადგილსა უკუეთუმცა რაჲ აქუნდა სიტყუაჲ, შეეძლო მხილებად მისა, გარნა არარაჲ აქუნდა, რამეთუ ესე სიტყუაჲ უმეტესი წამებაჲ არს მისი, ვიდრეღა იგი, თუ: „მან მომავლინა მე“. ; (8,42) ამისთჳს იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღჱ ესე ჩემი, იხილა და განიხარა“ (8,56).

თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველად გამოაჩინნა იგინი, ვითარმედ უცხო არიან მისგან, რამეთუ რომელსა ზედა იგი მხიარულ იყო, ესენი მწუხარე იყვნეს. „ხოლო დღჱ ჩემი იხილა და განიხარაო“, დღესა მას ჯუარ-ცუმისასა იტყჳს, რომელი მან შეწირვასა მას ვერძისასა და ისაკისსა პირველ გამოსახა, რაჟამს შესწირვიდა ისაკს, და იხილა ვერძი იგი დამოკიდებული ნერგსა მას საბეკსა და განიხარა, რამეთუ იგი იყო სახჱ ქრისტეს ჯუარ-ცუმისაჲ. და მის დღისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „იხილა დღჱ ჩემი და განიხარა“, ესე იგი არს, იხილა რაჲ სახჱ ჯუარ-ცუმისაჲ. ხოლო ისმინე, რასა იგინი იტყჳან:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერგასის წლისა არღა ხარ და შენ აბრაჰამ გიხილავსა? ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერთი საქმჱ ვქმენო“ (7,21).:

...თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰნებავს ჩუენებად, ვითარმედ არაქმნაჲ დაჴსნაჲ იყო შჯულისაჲ, და ვითარ სხუანიცა მრავალნი საქმენი არიან შჯულისა უმტკიცესნი, რამეთუ მოსეცა თავს-იდვა შეწყნარებად მცნებისა შჯულსა ზედა და უმტკიცჱსიცა შჯულისაჲ, რამეთუ შაბათსაცა წინადაცუეთაჲ უმტკიცჱს არს, რამეთუ იგი არა შჯულისაჲ არს, არამედ მამათაჲ, ხოლო მე წინადაცუეთისაცა უმჯობესი და უზეშთაესიცა ვქმენ. და არა აჴსენა აქა მცნებაჲ შჯულისაჲ, ვითარცა თქუა მღდელთათჳს შაბათისა შეურაცხისმყოფელთა, და აქა უმეტესითა მიზეზითა დაუყოფს პირსა. ხოლო თუ: „გიკჳრს“, ესე იგი არს, ვითარმედ: შფოთ ხართ და აღიძრვით. რამეთუ უკუეთუმცა შჯულიმცა შაბათისაჲ მტკიცედმცა ჯერ-იყო ყოფად, არამცა იყო წინადაცუეთაჲ უმტკიცჱს მისა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ წინადაცუეთილებაჲ მიიღის კაცმან შაბათსა შინა“ (7,23).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარმედ მაშინ უფროჲსად დაემტკიცების შჯული, რაჟამს დაიჴსნას? ჰხედავა, რამეთუ დაჴსნაჲცა შაბათისაჲ დამარხვაჲ არს შჯულისაჲ? რამეთუ უკუეთუმცა არა დაიჴსნა შაბათი, იქმნების დაჴსნაჲ შჯულისაჲ, და ამის მიერ ჩანს, ვითარმედ მეცა სადამე დავამტკიცე იგი. და არა თქუა, თუ: მე მრისხავთ, რომელ უმეტესი წინადაცუეთისაჲ ვქმენ, არამედ საქმჱ ოდენ უთხრა და საშჯელი მისი მათა მიაგდო, რაჲთა საჯონ, თუ: ა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წარვედ, მოუწოდე ქმარსა შენსა და მოვედ აქა. მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა: არა მივის ქმარი. ჰრქუა მას იესუ: კეთილად სთქუ, რამეთუ არა გივის ქმარი. ხოლო ხუთ ქმარ გესხნეს, და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი; ეგე ჭეშმარიტად სთქუ. ჰრქუა მას დედაკაცმან: უფალო, ვხედავ, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელი ხარ“ (4,16-19).:

...საქმე არს. გარნა ჰურიათა არა თუ ოდენ არა დაუკჳრდა, არამედ განრისხნესცა, რაჟამს ჰრქუა, ვითარმედ: „რაჲსა მეძიებთ მე მოკლვად?“ რომელთა-იგი სხუანიცა მრავალნი სასწაულნი მისნი ეხილვნეს და მას ყოველსა ზედა ეტყოდეს, ვითარმედ: „ეშმაკი არს შენ თანა. ვინ გეძიებს შენ მოკლვად?“ ხოლო დედაკაცსა მას იგი ოდენ ეხილვა საკჳრველი, ხოლო არა აღშფოთნა, არამედ დაუკჳრდა და წინაჲსწარმეტყუელად აღიარა.

და უკუეთუ ვინ იტყოდის, თუ: რაჲსათჳს ჰრქუა, ვითარმედ: „მოხადე ქმარსა შენსა“? გულისხმა-ყავთ, ვითარმედ ამისთჳს, რამეთუ ითხოვდა დედაკაცი იგი ნიჭსა მას წყლისა ცხოველისასა, ხოლო უფალსა ენება, რაჲთამცა უჩუენა ძალი სასწაულთა თჳსთაჲ, რაჲთამცა ჰრწმენა მისი დედაკაცსა, რამეთუ უკუეთუმცა არა ჰრწმენა, ვითარმცა მოეღო წყალი იგი ცხოველი? და კუალად ესრეთ უკითხავად არა ამხილა. ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „მოხადე ქმარსა შენსა“. ხოლო დედაკაცსა მას ენება, რაჲთამცა ბილწი იგი საქმჱ დაფარა, რამეთუ ვითარცა კაცსა ჰხედვიდა, და ჰრქუა: „არა მივის ქმარი“. ესე რაჲ ესმა ქრისტესა, და მერმე კუალად და თჳსსა ჟამსა ჰრქუა მხილებისა იგი სიტყუაჲ უცთომელად, რამეთუ პირველნი იგი აღრაცხნა და მაშინდელი იგი ქმარი, რომელი არა ჭეშმარიტი და შჯულიერი ქმარი იყო, გამოაჩინა....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესმა რაჲ მღდელთმოძღუართა მათ და ფარისეველ-თა იგავი ესე მისი, ცნეს, რამეთუ მათთჳს თქუა. და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა ერისა მისთჳს, რამეთუ ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი აქუნდა მათ“ (21,45-46).:

...ის ჴელ-ყვეს შეპყრობად მისა, ხოლო თავადი ოდესმე შორის მათსა განვიდის, დაეფარის, და ვერ ხედვიდიან; და ოდესმე შორის მათსა დგან და ბორგნეული იგი გონებაჲ მათი ვითარცა აღჳრი-თა დააყენის, რომელ მათცა უკჳრდა და იტყოდეს: „არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად? და აჰა ესერა განცხადებულად ეტყჳს, და არას ეტყჳან მას“. ხოლო აწ, ვინაჲთგან შიში იგი ერისაჲ მის იყო უკეთურთა მათ მღდელთმოძღუართა და ფარისეველთა ზედა, ესე კმა-იყო და სხუაჲ უაღრესი სასწაული არაჲ ქმნა, რამეთუ არა ენება ყოვლადვე უაღრეს ბუნებათა ქმნად, რაჲთა განგებულებაჲ იგი განკაცებისა მისისაჲ სარწმუნო იქმნას.

არამედ ჵ ფრიადი იგი სიბრმე ჰურიათა მათ მღდელთმოძღუართა და მწიგნობართაჲ! ვითარ არცა სიტყუათაგან უფლისათა შეიკდიმეს, არცა წინაჲსწარმეტყუელთა ჴმანი ისმინნეს, არცა თჳსთა სიტყუათაგან შეირცხჳნეს, არცა ერისა მისგან შეიგონეს. ესრეთ ყოვლით კერძო დააბნელნა იგინი შურმან და დიდებისმოყუარებამან და ძიებამან წარმავალისა ამის პატივისამან. რამეთუ არარაჲ არს ესრეთ წარმწყმედელ კაცისა, ვი-თარ შემსჭუალვაჲ და სიყუარული ამის საწუთროჲსაჲ და საცთურთა მათ მისთაჲ; არარაჲ ესრეთ უცხო-ჰყოფს საუკუნეთა კეთილთაგან, ვითარცა ტრფიალებაჲ ცუდისა ამის და ამაოჲსა სოფლისაჲ. ხოლო რომელთაცა შეიყუარონ საუკუნე იგი სუფევაჲ და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვინ არს თქუენგანი, რომელსა ედგას ცხოვარი ერთი, და შთავარდეს იგი დღესა შაბათსა ჯურღმულსა, არა-მე უპყრასა და აღმოიქუას იგი? რავდენ უმჯობეს არს კაცი ცხოვრისა? ამისთჳს ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმე. მაშინ ჰრქუა იესუ კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! და მან განირთხა ჴელი, და კუალად მოეგო ცოცხალი, ვითარცა ერთი იგი“ (12,11-13).:

...და ვი-თარცა კაცმანცა; ვითარცა ღმერთმან, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი მოაქამდე იქმს, და მეცა ვიქმ“; ხოლო ვითარცა კაცმან, რაჟამს ჰრქუა: „უკუეთუ წინადაცუეთილებაჲ მიიღის კაცმან შაბათსა, რაჲთა არა განქარდეს შჯული მოსესი, მე მაბრალებთა, რამეთუ ყოვლადვე განვაცოცხლე კაცი შაბათსა?“

და კუალად, ოდეს მოწაფეთა აბრალებდეს, საქმე იგი დავითისი წინაუყო; და კუალად აქა ჰკითხა, თუ: „რაჲ ჯერ-არს შაბათსა შინა, კეთილისა საქმე ანუ ბოროტისაჲ?“ და ვითარმედ: „ვინ არს თქუენგანი, რომელმან არა აღმოიქუას ცხოვარი თჳსი ჯურღმულისაგან დღესა შაბათსა?“ გარნა იგინი ამას ყოველსა ზედა უკურნებელ იყვნეს და უკეთურებითა სავსე. ვინაჲთგან უკუე იხილნა, რამეთუ არა შეიწყნარებდეს კურნებასა სულთა მათთასა, მაშინ კაცსა მას მიექცა და ჰრქუა: „განირთხ ჴელი შენი! და მან განირთხა ჴელი, და კუალად მოეგო ცოცხალი, ვითარცა ერთი იგი“. ესევი-თარი რაჲ აღესრულა საკჳრველებაჲ, იხილე, ვითარსა გულისჴმის-ყოფასა მოვიდეს უღმრთონი იგი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ფარისეველნი იგი გამოვიდეს და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთა წარწყმიდონ იგი. ხოლო იესუ გულისჴმა-ყო და განეშორა მიერ და წარვიდა. და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგი ყოველნი. და ამცნო მათ, რაჲთა არა გამოაცხ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად“ (5,17).:

...(იოან. 5,17) და რომელნიმე კუალად ფრიადითა სიმდაბლითა სავსენი, ვითარ-იგი იტყოდა რაჲ საცხოვრისათჳს შაბათსა შინა წარწყმედადისა, და ვითარმედ ცხორებისა მისისათჳს შაბათი დაიჴსნების, და წინადაცუეთასა აჴსენებს, ვითარ შაბათსა შინა აღესრულებოდა. რამეთუ ამისთჳს სიტყუათა სიმდაბლისათა იტყოდა მრავალგზის, რაჲთა აღმოუგდოს იჭჳ იგი, რომელი აქუნდა მათ და იტყოდეს, ვითარმედ წინააღმდგომ ღმრთისა არს; რომლისათჳსცა, რომელმან-იგი ბევრეულნი მკუდარნი აღადგინნა სიტყჳთა ხოლო და ბრძანებითა, რაჟამს-იგი ლაზარეს აღადგენდა, ლოცვად დადგა, რაჲთა იგინი გულსავსე-ყვნეს. ხოლო რაჲთა ვერვინ კუალად ესეცა თქუას, ვითარმედ ლოცვაჲ იგი უდარესობასა მისსა გამოაჩინებს მამისაგან, ამისთჳს ლოცვასავე მას თანა შესძინა, ვითარმედ: „ერისა ამისთჳს ვთქუ ესე, რაჲთა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე“; რამეთუ არცა ყოველსავე ჴელმწიფებით იქმოდა, რაჲთა მათი იგი უძლურებაჲ გონებისაჲ განკურნოს, არცა ყოველსავე ლოცვითა აღასრულებდა, რაჲთა არა ამისა შემდგომად ბოროტი ვიეთმე იჭჳ შემოიღონ და თქუან, ვითარმედ ვერ ძალედვა ყოვლისავე ბრძანებითა აღსრულებად. ამისთჳს აღრეულად იქმოდა ორსავე ამას,...

სრულად ნახვა