📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად იქცეოდა იესუ გალილეას და არა უნდა ჰურიასტანს სლვად. იყო მოახლებულ დღესასწაული ჰურია-თაჲ, რომელ არს კარვობისაჲ“ (7,1-2).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს უძჳრეს შურისა. ამის მიერ შემოვიდა სიკუდილი სოფლად, რამეთუ იხილა რაჲ ეშმაკმან კაცი პატივსა შინა, ვერ თავს-იდვა მისი იგი კეთილი, ამისთჳს ყოვლით კერძო ისწრაფდა მოკლვად მისა. და ყოვლადვე ამის ძირისა ნაყოფი ესევითარი არს. ესრეთ აბელ მოიკლა, და დავითს ეგულებოდა კნინღა სიკუდილი შურითა ჴელითა საულისითა; ამის მიერ იქმნნეს ჰურიანიცა ქრისტესმკლველ, და ამისთჳს იტყჳს მახარებელი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად იქცეოდა იესუ გალილეას და არა ჴელ-ეწიფებოდა ჰურიასტანს სლვად, რამეთუ ეძიებდეს მას ჰურიანი მოკლვად“ (7,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა იტყჳ, ჵ ნეტარო იოვანე? არა ჴელ-ეწიფებოდაა ამას, რომელსა ძალ-ედვა ყოველივე, რაჲცა ენება, ქმნად? რამეთუ თქუა, ვითარმედ: „ვის ეძიებთ?“1 და მეყსეულად დასცნა იგინი მართლუკუნ.2 რომელი მრავალგზის არნ მათ შორის, და ვერ ხედვიდიან, ამას ვერ ჴელ-ეწიფებოდაა? და ვითარ უკუანაჲსკნელცა შორის მათსა განვლო შორის ტაძარსა, რაჟამს კრებაჲ იყო, და მკლველნი იგი მუნ იყვნეს? და ფიცხელთა სიტყუათა ეტყოდა, ვიდრეღა მათცა უკჳრდა, ვითარმედ: „არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად? და აჰა ესერა კადნიერებით ეტყჳს მათ, და არარას ეტყჳან მას“.3 რანი არიან უკუე იგავნი ესე? გარნა არა იგავნი არიან. ნუ იყოფინ! არამედ ესრეთ ვიტყჳ, თუ ღმრთეებისაცა საქმეთა აჩუენებდა და კაცებისათაცა; და რაჟამს თქუას, თუ: „ჴელმწიფებაჲ არა აქუნდა“, ვითარცა კაცისათჳს იტყჳს და კაცობრივთა მათ საქმეთა მოქმედისა, ხოლო ოდეს იტყოდის, თუ: შორის მათსა დგა, და ვერ შეიპყრობდეს, მაშინ ღმრთეებისა მისისა საქმეთა გჳჩუენებს და ძალსა მას მისსა. რამეთუ ჭამაცა, ვი-თარცა კაცმან, და იყო ღმერთი, და ორივე ჭეშმარიტებით აქუნდა: ღმრთეებაჲცა და კაცებაჲცა. რამეთუ რომელი-იგი შორის მათსა დგა, და ვერ შეიპყრობდეს, ესე ძალსა მას მისსა უძლეველსა აჩუენებს, და კუალად, რომელი-იგი იშიშვოდა, ესე განგებულებასა მას კაცებისა მისისასა გამოაცხადებს, რაჲთა ვერცა პავლე სამოსატელი შემძლებელ იქმნეს თქუმად გმობისა თჳსისა, ვერცა კუალად მარკიონ, რამეთუ ამათ ორთავე პირთა დაუყოფს.
1 იოან. 18,4. 2 შდრ. იოან. 18,6. 3 იოან. 7,25-26.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შემდგომად ამისა იყო დღესასწაული ჰურიათაჲ, რომელ არს კარვობისაჲ“ (7,2).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე, თუ: „შემდგომად ამისა“, არარას სხუასა მოასწავებს, გარნა ამას, ვითარმედ ფრიადი ჟამი დაუტევა შორის ამისა; და ესე ამისგან საცნაურ არს, რამეთუ რაჟამს მთასა ზედა ჯდა, პასექი იყო,1 ხოლო აქა კარვობასა აჴსენებს და ხუთთა მათ თთუეთა შინა ქმნილი საქმჱ არღარა გუასწავა, გარნა ხუთთა მათ პურ-თა სასწაული ოდენ და მჭამელთა მათ მიმართ ქმნილი იგი სიტყუაჲ მისი, და სხუაჲ არარაჲ თქუა ხუთთა მათ თთუეთა საქმჱ, რამეთუ ხუთი თთუჱ გარდაჴდების პასექითგან ვიდრე კარვობადმდე. ხოლო იგი არაოდეს დასცხრებოდა ქმნად სასწაულთა, არცა დღისი, არცა მწუხრი, და მრავალგზის ღამითცა, ვითარცა-იგი მივიდა მოციქულთა თანა ზღუასა შინა ღამით,2 ვითარცა ყოველნი მახარებელნი იტყჳან. რაჲსათჳს უკუე თანაწარჰჴდების მრავალთა მათ სასწაულთა? ამისთჳს, რამეთუ ყოველ-თავე საკჳრველებათა მისთა თქუმად ვერ ძალ-ედვა, არამედ ისწრაფდა თქუმად საქმეთა მათ, რომელთაგან ბრალობაჲ ანუ სიტყჳს-გებაჲ რაჲმე ქმნილ იყო ჰურიათაგან; რამეთუ მათ საკჳრველებათა, რომელთა იქმოდა, მსგავსნი მრავალნი იყვნეს. რამეთუ ესე მრავალგზის გუასმიეს, თუ სნეულნი განკურნნა და მკუდარნი აღადგინნა და საკჳრველნი ქმნნა, ხოლო სადა უცხოჲ რაჲმე აქუნდეს თქუმად, ანუ რაჲმე ვნებაჲ და ჭირი მის ზედა მოწევნული, მას იტყჳან.
ვითარ არს ესეცა, ვითარმედ ურწმუნო იყვნეს მისა ძმანიცა მისნი? რამეთუ არამცირედი შესმენაჲ არს ამასცა საქმესა შინა, და ღირს არს საკჳრველებისა ჭეშმარიტებისმოყუარჱ იგი საქმჱ მათი, ვითარ ყოლადვე არა ჰრიდებენ თქუმად საქმეთა მათ, რომელნი ვითარცა სასირცხჳლოდ ჩანან. და აწ უკუე მრავალსა თანაწარჰჴდა სასწაულსა და სწავლათა და საკჳრველებათა და ესე თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუეს მას ძმათა მისთა: გარდაგუალე ამიერ და წარვედ ჰურიასტანად, რაჲთა მოწაფეთაცა შენთა იხილნენ საქმენი შენნი, რომელთა იქმ. რამეთუ არავინ იდუმალ რასმე იქმნ და ჰნებავნ, რაჲთამცა განცხადებულ იყო. უკუეთუ ამას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსა. რამეთუ არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი“ (7,3-5).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და რომელი სიტყუაჲ თქუეს ურწმუნოებისაჲ, რომელნი ევედრებოდეს მას სასწაულთა ქმნად? გარნა ფრიადისა ურწმუნოებისა სახე არიან სიტყუანიცა მათნი და უჟამოჲ იგი კადნიერებაჲცა, რამეთუ ჰგონებდეს, თუ თჳსებისა მათისათჳს ჯერ-არს კადნიერებით სიტყუაჲ მისა მიმართ. და დაწყებაჲ იგი ჩანს, ვითარცა მოყუარეთაჲ,
1 შდრ. იოან. 6,3-4. 2 შდრ. მათ. 14,23-33; მარკ. 6,47-51; იოან. 6,16-21.
არამედ ფრიადითა სიმწარითა სავსე არიან სიტყუანი ესე, რამეთუ მო-შიშებასაცა და დიდებისმოყუარებასაცა დასდებენ მის ზედა, რამეთუ სიტყუაჲ ესე, თუ: „არავინ იდუმალ რასმე იქმნ“, მოშიშებისათჳს მაბრალობელთა სიტყუაჲ არს და რომელნი იჭუეულცა იყვნიან საქმეთა მათთჳს, ხოლო კუალად და ესე, თუ: „ჰნებავნ განცხადებულად ყოფაჲ“, დიდებისმოყუარებისა დამწამებელი არს.
ხოლო შენ გულისხმა-ყავ ძალი ქრისტესი, რამეთუ ამათგანნი, რომელნი ამათ სიტყუათა ეტყოდეს, ერთი იქმნა პირველ იერუსალჱმისა ეპისკოპოს, - ნეტარი იაკობ, - რომლისათჳს მოციქული პავლე იტყჳს: „სხუაჲ მოციქულთაგანი ვერ ვიხილეო, გარნა იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ“,1 და კუალად იუდა, და იგიცა ფრიად დიდ და საკჳრველ იქმნა. გარნა ჯერეთ ფრიად უმეცარ იყვნეს, დაღაცათუ ესენიცა იყვნეს კანას, რაჟამს წყალი ღჳნოდ გარდააქცია, და ჯერეთ ვერაჲვე გულისხმა-ეყო. სადაჲთ უკუე იქმნა მათა ესეზომი იგი ურწმუნოებაჲ? ნებისაგან მათისა და შურისაგან, რამეთუ თჳსთა მიმართ იქმნების მრავალგზის შური. ხოლო ვიეთ იტყჳან აქა მოწფად? ერსა მას მრავალსა და არა ათორმეტთა. იხილე უკუე, თუ ქრისტემან რაჲ ყო, ვითარ ტკბილად მიუგო, რამეთუ არა ჰრქუა, თუ: თქუენ ვინ ხართ, რომელ ამას მეტყჳთ და მასწავლით? გარნა მიუგო, ვი-თარმედ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს“ (7,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ამით სიტყჳთა, მე ვჰგონებ, თუ სხუასაცა რასმე მოასწავებს, რამეთუ ნუუკუე მიცემასაცა მისსა განიზრახვიდეს ჰურიათა, და ამისთჳს თქუა, თუ: „ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს“, ესე იგი არს, ჟამი ჯუარ-ცუმისა და სიკუდილისაჲ, და რაჲსათჳს უწინარეს ჟამისა ისწრაფით მოკლვად ჩემდა?
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ჟამი თქუენი ოდესვე განმზადებულ არს“ (7,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: თქუენ დაღაცათუ მარადის იყოფებოდით ჰურიათა თანა, არაოდეს მოგკლვენ, რომელნი-ეგე მსგავსადვე მათსა მოშურნენი ხართ, ხოლო ჩემსა მეყსეულად განიზრახვენ სიკუდილსა. ამისთჳს უკუე თქუენდა მარადის არს ჟამი მათ თანა ყოფად, უკუეთუ გნებავს, რამეთუ არარაჲ მათ მიერ მოიწევის თქუენ ზედა. ხოლო ჩემი ჟამი მაშინ არს, რაჟამს ჟამი იგი ჯუარ-ცუმისა ჩემისაჲ მოიწიოს და ჯერ-იყოს სიკუდილი ჩემი. და ვითარმედ ამას იტყოდა და შემდგომითა მით სიტყჳთა გამოაცხადა, რაჟამს ჰრქუა მათ, ვითარმედ: „ვერ ძალ-უც სოფელსა მოძულებად თქუენდა“ (7,7), რამეთუ ვითარ მოგიძულნესო, რომელნი-ეგე ესევითარისა მზრახვალნი ხართ და ესევი-თარისათჳს მოსწრაფენი?
1 გალ. 1,19.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მე ვსძულ, რამეთუ ვამხილებ მას, რამეთუ საქმენი მისნი ბოროტ არიან“ (7,7).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ჩუენ ამის ყოვლისაგან ვისწავოთ არამრისხანებაჲ და რაჲთა არა უღირს-ვიჩენდეთ განზრახვასა სხუათასა, დაღაცათუ უნდონი და შეურაცხნი იყვნენ განმზრახნი იგი. რამეთუ უკუეთუ უფალმან ურწმუნოდ განმზრახნი იგი სიმშჳდით თავს-ისხნა, რომელნი განაზრახებდეს უჯეროსა და არა კეთილითა ნებითა, ჩუენ რაჲ წყალობაჲ ვპოვოთ, რომელნი მიწა და ნაცარ ვართ, და განმზრახთა მიმართ განვრისხნებით, უკუეთუ მცირედცა უდარეს ჩუენსა იყვნენ?
იხილე უკუე, ვითარ სიმშჳდით გარემიაქცევს შესმენასა მას, რამეთუ თქუეს რაჲ, თუ: „გამოუცხადე თავი შენი სოფელსა“, თავადმან თქუა, ვითარმედ: „მე სოფელსა ვსძულო“, რაჲთამცა სიტყუაჲ იგი მათი განაქარვა, ვითარმედ: ესეზომ შორს ვარ კაცობრივისა დიდებისა ძიებისაგან, რომელ არაოდეს დავსცხრები მხილებად მათა, რომელმან ესე ვიცი, ვითარმედ შური იშვების მის მიერ და სიძულილი და სიკუდილი შეიმზადების. და თუ იტყჳთ, თუ ოდეს ვამხილე, მითხართ, თუ ოდეს დავსცხერ მხილებისაგან? არა ვეტყოდეა: „ნუ ჰგონებთ, თუ მე შეგასმინენ თქუენ მამასა; არს შემასმენელი თქუენი მოსე“;1 და: „მე გიცნი თქუენ, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ არა გაქუს“;2 და: „ვითარ ძალგიც რწმუნებად, რომელნი დიდებასა კაცთაგან მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ?“3
ხოლო სიტყუათა ამათ მიერ სხუასაცა მოასწავებს, ვითარმედ ამის მიერ იქმნებოდა სიძულილი მათი მისა მიმართ, რომელ ესრეთ კადნიერებით ამხილებდა, და არა მისგან, რომელ შაბათსა დაჰჴსნიდა. ხოლო რაჲსათჳს მათ წარავლინებს დღესასწაულად და ეტყჳს, ვითარმედ: „აღვედით თქუენ დღესასწაულსა ამას, ხოლო მე არა აღვალ აწ“ (7,8)? ამისთჳს, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ არა ეჴმარებიან მას იგინი, არამედ ვინაჲთგან მათ არა ჰნებავს მის თანა ყოფაჲ, მიუშუებს ყოფად საქმეთა მათ ჰურიათაჲსა. ხოლო რაჲსათჳს აღვიდა, ვინაჲთგან ეთქუა, თუ: არა აღმოვალო? არა თქუა, თუ: არა აღმოვალ, არამედ: „აწო არა აღმოვალ“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ჟამი ჩემი არღა აღსრულებულ არს“ (7,8).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ იგი მომავალსა მასღა პასექსა ჯუარს-ეცუმოდა, ვითარ უკუე არა აღვიდა იგიცა? რამეთუ უკუეთუ რომელ ჟამი არღა მოწევნულ იყო, ამისთჳს არა აღვიდოდა, ყოლადვე არა უჴმდა მა-შინ აღსლვაჲ. არამედ არა ამისთჳს არა აღვიდა, რაჲთა ივნოს, არამედ რაჲთა იგინი განსწავლნეს. ხოლო რაჲსათჳს ფარულად აღვიდა? რამეთუ ძალ-ედვა, რაჲთამცა ცხადადმცა აღსრულ იყო და უწესოებისა მათისადა
1 იოან. 5,45. 2 იოან. 5,42. 3 იოან. 5,44; შდრ. იოან. 12,43.
აღჳრ-ესხნესმცა, ვითარცა მრავალგზის ქმნა, არამედ არა ენება ზედაჲსზედა ამის საქმისა ქმნაჲ, რამეთუ უკუეთუმცა აღსრულ იყო ცხადად და კუალადმცა დაებრმნეს იგინი, უმეტესადმცა გამოეჩინა სასწაული ღმრთეებისაჲ და გამოეცხადამცა იგი. ვინაჲთგან უკუე იგინი ჰგონებდეს, თუ მოშიშებისათჳს ქმნა საქმჱ ესე და დაადგრა მუნ, ამისთჳს თავადმან აჩუენა განგებულებაჲცა კაცებისა მისისაჲ და უშიშოებაჲცა მისი, ვი-თარმედ დაღაცათუ იცოდა ჟამი იგი ვნებისაჲ, მაშინ უმეტესად აღვიდოდეს მუნ. ხოლო რომელ ეტყჳს, თუ: „აღვედით თქუენ დღესასწაულსა ამას“, ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ ჰგონებთ, თუ მე იძულებით გაიძულებ ჩემ თანა ყოფად თქუენ და უნებლებით.
ხოლო სიტყუაჲ იგი, თუ: „ჟამი ჩემი არღა აღსრულებულ არს“, მომასწავებელი იყო, ვითარმედ სხუათაცა სასწაულთა ქმნაჲ ჯერ-იყო და სწავლათა თქუმაჲ, რაჲთა ერთაცა უმეტესთა ირწმუნონ და მოწაფენიცა უმეტესად განემტკიცნენ, ჰხედვიდენ რაჲ კადნიერებასა მას მოძღურისა მათისასა და რაჲ-იგი თავს-იდვა.
სწავლაჲ მჱ გულისწყრომისათჳს
ვისწაოთ უკუე ჩუენცა ამის ყოვლისა მიერ სახიერებაჲ და სიმშჳდჱ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“.1 ესრეთ ვისწავოთ და აღჳრ-ვასხნეთ ყოველსავე უკე-თურებასა. უკუეთუ ვინმე მაღლოოდის ჩუენ ზედა, ჩუენ დავმდაბლდეთ და ნუ შურისმეძიებელ ვართ და ამისთჳს მოვჰკლავთ სულთა ჩუენთა. რამეთუ გულისწყრომაჲ მჴეცი არს, მჴეცი ბოროტი და ფიცხელი. ვეტყოდით უკუე თავთა ჩუენთა ჟამსა მას რისხვისასა სიტყუათა მათ წერილისათა, ვითარმედ: „მიწა ხარ და ნაცარ“;2 და კუალად, ვითარმედ: „წამი იგი გულისწყრომისა მისისაჲ დაცემასა მისსა“;3 და ვითარმედ: „კაცი მრისხანჱ უშუერ არს“,4 რამეთუ არარაჲ არს უბოროტეს პირისა განრისხებულისა, არცა უუშუერჱს; ხოლო უკუეთუ პირისა უუშუერჱს არარაჲ არს, სულისა განრისხებულისა უუშუერჱს რაჲ იყოს? რამეთუ სკორესა რაჲ ურევნ ვინ, უფროჲსად აღიძრვინ სული სიმყრალისა მისისაჲ, ეგრეთვე სული გულისწყრომისა მიერ რაჲ შეშფოთებულ არნ, და ზამთარი ფრიადი არნ შორის მისა.
ანუ იტყჳ, თუ: ვერ თავს-ვიდებ, რაჟამს სხუაჲ მაგინებდეს; გარნა რაჲსათჳს ვერ თავს-იდებ? რამეთუ უკუეთუ ჭეშმარიტსა გეტყჳს
1 მათ. 11,29. 2 შდრ. დაბ. 3,19. 3 შდრ. ზირ. 1, 22. 4 შდრ. იგავ. 11,25.
სიტყუათა მათ გინებისათა, თჳთ მისა პირველცა თანაგაც უფროჲსად ბრალობაჲ თავისა შენისაჲ. უკუეთუ კულა ტყუვის, ნუ განჰრისხნები, არამედ უფროჲსად ეცინოდე და სულთ-ითქუენ მისთჳს, რამეთუ „რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიისა“.1 რამეთუ რაჟამს გაგინოს, გულისხმა-ყავ სატანჯველი, რომელსა შინა შესლვად არს რისხვისა მისთჳს და გინებისა, და ნუ ოდენ რისხვასა დააყენებ, არამედ ცრემლნიცა დასთხიენ მისთჳს, რამეთუ სნეულისაცა მიმართ, გინა თუ მოწყლულისაცა არავინ განრისხნების, არამედ უფროჲსად ეწყალის იგი, და სულიცა განრისხებული ესრეთ არს. დაღაცათუ ბოროტის-ყოფაჲ მისი გნებავს, დადუმენ და ესრეთ უწყოდე, რამე-თუ მოგიწყლავს იგი ძლიერად; უკუეთუ ყოფად კულა გინებაჲ გინებასა ზედა დაჰრთო, უფროჲსად ცეცხლსა მას აღატყინებ.
ანუ იტყჳ: ანუ თუ დავიდუმო, მუნ მყოფნი ყოველნი უძლურებასა დამწამებენ. გარნა გულისხმა-ყავ, ვითარმედ არა უძლურებასა, არამედ სიბრძნესა ფრიადსა იტყჳან შენთჳს და განკჳრვებულ იქმნებიან. უკუეთუ კულა, იგინო რაჲ, განჰრისხნე და აგინო შენცა, მაშინ დაამტკიცებ შენ თჳთ, ვითარმედ უგუნურ ხარ შენ, და ვითარმედ სიტყუანი იგი ჭეშმარიტ არიან. რამეთუ უკუეთუმცა არა ჭეშმარიტ იყვნეს, რადმცა განჰრისხენ? რამეთუ მდიდარსა უკუეთუ ვინ ჰრქუას, თუ: გლახაკ ხარ, რად არა განჰრისხნების, არამედ უფროჲსად ეცინის? ამისთჳს, რამეთუ იცის, ვითარმედ არა გლახაკი არს. აწ უკუეთუ ჩუენცა, ვიგინნეთ რაჲ, ვიცინოდით გინებასა მას ზედა, დავამტკიცებთ, ვითარმედ არარაჲ იპოვების ჩუენ თანა სიტყუათა მათგანი. და კუალად, დაღაცათუ ესე არა ესრეთ არს, ჩუენ ვიდრემდის გუეშინის სიტყჳსაგან კაცთაჲსა, ვიდრემდის შეურაცხ-ვჰყოფთ მეუფესა მას ყოველთასა და შემშჭუალულ ვართ ქუეყანისადა? „რამეთუ ვინაჲთგან არს ჩუენ თანა შური და ჴდომაჲ და განწვალებანი, არა ჴორციელ ვართა?“2
ვიქმნნეთ უკუე სულიერ და აღჳრ-ვასხნეთ ბოროტსა მას მჴეცსა, რამეთუ არარაჲ არს განყოფაჲ რისხვისა და სიცოფისაჲ, არამედ ეშმაკი არს ესე მძჳნვარჱ და უფროჲსად ეშმაკეულისა უარეს ჰყოფს კაცსა, რამეთუ ეშმაკეული საწყალობელ არს, ხოლო მრისხანჱ ბევრეულთა სატანჯველ-თა ღირს არს, რამეთუ ნეფსით შთააგდებს თავსა თჳსსა მთხრებლსა მას წარწყმედისასა და უწინარჱს საუკუნოჲსა მის გეჰენიისა აქავე დაშჯილ არს, რამეთუ ამბოხებასა და შფოთსა ბოროტსა ღამე და დღე მოაწევს თუალთა ზედა სულისათა.
აწ უკუე განვდევნოთ ჩუენგან ბოროტი ესე ვნებაჲ და ვაჩუენოთ ყოვლით კერძო სიმშჳდჱ, რაჲთა ამასცა საწუთროსა ვიჴსნნეთ თავნი
1 მათ. 5,22. 2 შდრ. 1 კორ. 3,3.
ჩუენნი ბოროტისაგან და მას საუკუნესა სატანჯველთა მათგან მწარეთა განვერნეთ; და ვპოვოთ აქაცა განსუენებაჲ სულისაჲ და მერმესა მასცა საუკუნესა სასუფეველი ცათაჲ ვპოოთ, რომელსა-იგი ღირსმცა ქმნულ ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.