მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 7:27

26. აჰა ესერა განცხადებულად იტყჳს, და არარას ეტყჳან მას. ნუუკუე ჭეშმარიტად ცნეს მთავართა მათ, ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტად ქრისტე?27. არამედ ესე ვიცით, ვინაჲ არს. ხოლო ქრისტე ოდეს მოვიდეს, არავინ უწყოდის, თუ ვინაჲ არს.28. ღაღად-ყო იესუ ტაძარსა მას შინა, ასწავებდა და ეტყოდა: მეცა მიცით და იცით, ვინაჲ ვარ; და თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, და არს ჭეშმარიტ, რომელმან-იგი მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით.
სახარებაჲ იოვანესი თავი 7
27. არამედ ესე ვიცით, ვინაჲ არს. ხოლო ქრისტე ოდეს მოვიდეს, არავინ უწყოდის, თუ ვინაჲ არს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იტყოდეს ვინმე იერუსალჱმელთაგანნი: არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად? აჰა ესერა განცხადებულად იტყჳს, და არარას ეტყჳან მას. ნუუკუე ჭეშმარიტად ცნეს მთავართა, ვითარმედ ესე არს ქრისტჱ? არამედ ესე ვიცით, ვინაჲ არს“ (7,25-27).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს ესრეთ ლიტონად თქუმული წმიდათა წერილთა შინა, რამეთუ სულისა მიერ წმიდისა თქუმულ არიან. ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა ყოველსავე გამოწულილვით გამოვეძიებდეთ, რამეთუ მრავალგზის ერთისა სიტყჳსა მიერ იპოვების ძალი დიდი, ვითარი არს ესეცა, რომელი აწ წინამდებარე არს ჩუენდა:

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის