მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 7:3

2. ხოლო იყო მახლობელ დღესასწაული იგი ჰურიათაჲ, რომელ არს კარვობისაჲ.3. ჰრქუეს მას ძმათა მისთა: გარდაგუალე ამიერ და წარვედ ჰურიასტანად, რაჲთა მოწაფეთაცა შენთა იხილნენ საქმენი შენნი, რომელთა იქმ.4. რამეთუ არავინ ფარულად რასმე იქმნ და ეძიებნ, რაჲთამცა განცხადებულ იყო. უკუეთუ ამას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 7
3. ჰრქუეს მას ძმათა მისთა: გარდაგუალე ამიერ და წარვედ ჰურიასტანად, რაჲთა მოწაფეთაცა შენთა იხილნენ საქმენი შენნი, რომელთა იქმ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუეს მას ძმათა მისთა: გარდაგუალე ამიერ და წარვედ ჰურიასტანად, რაჲთა მოწაფეთაცა შენთა იხილნენ საქმენი შენნი, რომელთა იქმ. რამეთუ არავინ იდუმალ რასმე იქმნ და ჰნებავნ, რაჲთამცა განცხადებულ იყო. უკუეთუ ამას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსა. რამეთუ არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი“ (7,3-5).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: და რომელი სიტყუაჲ თქუეს ურწმუნოებისაჲ, რომელნი ევედრებოდეს მას სასწაულთა ქმნად? გარნა ფრიადისა ურწმუნოებისა სახე არიან სიტყუანიცა მათნი და უჟამოჲ იგი კადნიერებაჲცა, რამეთუ ჰგონებდეს, თუ თჳსებისა მათისათჳს ჯერ-არს კადნიერებით სიტყუაჲ მისა მიმართ. და დაწყებაჲ იგი ჩანს, ვითარცა მოყუარეთაჲ, არამედ ფრიადითა სიმწარითა სავსე არიან სიტყუანი ესე, რამეთუ მო-შიშებასაცა და დიდებისმოყუარებასაცა დასდებენ მის ზედა, რამეთუ სიტყუაჲ ესე, თუ: „არავინ იდუმალ რასმე იქმნ“, მოშიშებისათჳს მაბრალობელთა სიტყუაჲ არს და რომელნი იჭუეულცა იყვნიან საქმეთა მათთჳს, ხოლო კუალად და ესე, თუ: „ჰნებავნ განცხადებულად ყოფაჲ“, დიდებისმოყუარებისა დამწამებელი არს.

ხოლო შენ გულისხმა-ყავ ძალი ქრისტესი, რამეთუ ამათგანნი, რომელნი ამათ სიტყუათა ეტყოდეს, ერთი იქმნა პირველ იერუსალჱმისა ეპისკოპოს, - ნეტარი იაკობ, - რომლისათჳს მოციქული პავლე იტყჳს: „სხუაჲ მოციქულთაგანი ვერ ვიხილეო, გარნა იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ“, და კუალად იუდა, და იგიცა ფრიად დიდ და საკჳრველ იქმნა. გარნა ჯერეთ ფრიად უმეცარ იყვნეს, დაღაცათუ ესენიცა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის