მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 7:36

35. იტყოდეს ურთიერთას ჰურიანი იგი: ვიდრე-მე ეგულების ამას წარსლვად, და ჩუენ არა ვპოოთ იგი? ნუუკუე განთესულთა მათ წარმართთასა ეგულების მისლვად და სწავლად მუნ წარმართთა?36. რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს: მეძებდეთ მე და არა მპოვოთ, და სადა მე ვიყო, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად?37. და დასასრულსა მას დიდისა მის დღესასწაულისასა დადგა იესუ, ღაღატ-ყო და თქუა: უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 7
36. რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს: მეძებდეთ მე და არა მპოვოთ, და სადა მე ვიყო, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იტყოდეს ვინმე იერუსალჱმელთაგანნი: არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად? აჰა ესერა განცხადებულად იტყჳს, და არარას ეტყჳან მას. ნუუკუე ჭეშმარიტად ცნეს მთავართა, ვითარმედ ესე არს ქრისტჱ? არამედ ესე ვიცით, ვინაჲ არს“ (7,25-27).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს ესრეთ ლიტონად თქუმული წმიდათა წერილთა შინა, რამეთუ სულისა მიერ წმიდისა თქუმულ არიან. ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა ყოველსავე გამოწულილვით გამოვეძიებდეთ, რამეთუ მრავალგზის ერთისა სიტყჳსა მიერ იპოვების ძალი დიდი, ვითარი არს ესეცა, რომელი აწ წინამდებარე არს ჩუენდა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იტყოდეს ვინმე იერუსალჱმელნი: არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად? და აჰა ესერა განცხადებულად იტყჳს, და არარას ეტყჳან მას“ (7,25-26).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე რადღა არს აქა, თუ: „იერუსალჱმელთაგანნი“? ამისთჳს, რამეთუ გჳჩუენებს მახარებელი, ვითარმედ რომელნი-იგი უმეტესთა და დიდთა სასწაულთა მისთა მხილველ იყვნეს, იგინი იყვნეს უსაწყალობელჱს ყოველთასა, - რომელთა ეხილვა ღმრთეებისა მისისა სასწაული დიდი, იგინი ყოველსა მას საშჯელსა ზედა მთავართა მათ განხრწნილთასა გულისხმა-ჰყოფდეს. ანუ არა დიდი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის