მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 8:2

1. ხოლო იესუ წარვიდა მთასა მას ზეთის ხილთასა.2. და განთიად კუალად მოვიდა ტაძრად. და ყოველი ერი მოვიდოდა მისა მიართ, და დაჯდა და ასწავებდა მათ.3. ხოლო მწიგნობართა მათ და ფარისეველთა მოიყვანეს მისა დედაკაცი, რომელი ცხადად ერსა ზედა დაეპყრა მრუშებასა, და დაედგინეს იგი შორს
სახარებაჲ იოვანესი თავი 8
2. და განთიად კუალად მოვიდა ტაძრად. და ყოველი ერი მოვიდოდა მისა მიართ, და დაჯდა და ასწავებდა მათ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მოვიდეს მსახურნი იგი მღდელთმოძღუართა და ფარისეველთანი, და ჰრქუეს მათ: რად არა მოიყვანეთ იგი? მიუგეს მსახურთა მათ და ჰრქუეს: არასადა იტყოდა კაცი ესრეთ“ (7,45-46).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს ჭეშმარიტებისა უცხადეს, არარაჲ არს უკეთჱს, უკუეთუ ოდენ არა დავჰჴსნიდეთ მას, და კუალად არარაჲ არს კაცისა ბოროტისმოქმედისა უძჳრჱს და უძნელჱს. რამეთუ აჰა ესერა მწიგნობართა და ფარისეველთა რომელთა ბრძნად ეგონნეს თავნი მათნი, მარადის ქრისტეს თანა ამისთჳს იქცეოდეს, რაჲთამცა ბოროტი უყვეს მას, და სასწაულთა ჰხედვიდეს და წერილთა იკითხვიდეს და ამის ყოვლისაგან ვერარაჲ ირგეს, არამედ უფროჲსად ივნეს. ხოლო მსახურნი იგი რომელნი უსწავლელნი იყვნეს, ირგეს ერთისა ოდენ სწავლისა მიერ, და რომელნი-იგი წარსრულ იყვნეს მისა შეკრვად და მოყვანებად, მოიქცეს შეკრულნი საკჳრველებითა მით. და არა გონიერებისა მათისათჳს ოდენ მიკჳრს, რომელ ესრეთ თჳნიერ სასწაულისა სწავლითა ოდენ მოდრკეს, არამედ კადნიერებაჲცა იგი მათი, ვითარ ეტყოდეს მიმავლინებელთა მათთა ფარისეველთა, რომელნი მარადის მბრძოლ იყვნეს კეთილისა. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მოვიდეს მსახურნიო, და ჰრქუეს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის