📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მოვიდეს მსახურნი იგი მღდელთმოძღუართა და ფარისეველთანი, და ჰრქუეს მათ: რად არა მოიყვანეთ იგი? მიუგეს მსახურთა მათ და ჰრქუეს: არასადა იტყოდა კაცი ესრეთ“ (7,45-46).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს ჭეშმარიტებისა უცხადეს, არარაჲ არს უკეთჱს, უკუეთუ ოდენ არა დავჰჴსნიდეთ მას, და კუალად არარაჲ არს კაცისა ბოროტისმოქმედისა უძჳრჱს და უძნელჱს. რამეთუ აჰა ესერა მწიგნობართა და ფარისეველთა რომელთა ბრძნად ეგონნეს თავნი მათნი, მარადის ქრისტეს თანა ამისთჳს იქცეოდეს, რაჲთამცა ბოროტი უყვეს მას, და სასწაულთა ჰხედვიდეს და წერილთა იკითხვიდეს და ამის ყოვლისაგან ვერარაჲ ირგეს, არამედ უფროჲსად ივნეს. ხოლო მსახურნი იგი რომელნი უსწავლელნი იყვნეს, ირგეს ერთისა ოდენ სწავლისა მიერ, და რომელნი-იგი წარსრულ იყვნეს მისა შეკრვად და მოყვანებად, მოიქცეს შეკრულნი საკჳრველებითა მით. და არა გონიერებისა მათისათჳს ოდენ მიკჳრს, რომელ ესრეთ თჳნიერ სასწაულისა სწავლითა ოდენ მოდრკეს, არამედ კადნიერებაჲცა იგი მათი, ვითარ ეტყოდეს მიმავლინებელთა მათთა ფარისეველთა, რომელნი მარადის მბრძოლ იყვნეს კეთილისა. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მოვიდეს მსახურნიო, და ჰრქუეს ფარისეველთა: რად არა მოიყვანეთ იგი?“ ხოლო მოსლვაჲ ფრიად უზეშთაეს იყო დადგრომისა, რამეთუ უკუეთუმცა ყოლადვე არა მოსრულ იყვნეს, განრომილმცა იყვნეს მათისა მის სიმძიმისაგან და ბრალობისა, ხოლო აწ ქადაგ იქმნებიან ქრისტეს სიბრძნისა და დიდსა კადნიერებასა აჩუენებენ. და არა თქუეს, თუ: ვერ შეუძლეთ ერისა მისთჳს, რამეთუ ყოველნი ვი-თარცა წინაჲსწარმეტყუელსა ჰხედვიდეს, არამედ ესრეთ თქუეს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არასადა იტყოდა კაცი ესრეთ“ (7,46).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ძალ-ედვა ამისაცა თქუმად, თუ: ვერ შეუძლეთ ერისა მისგან, არამედ მათ გამოაჩინეს მართალი იგი გონებაჲ, რამეთუ სიტყუანი ესე, რომელ მათ თქუნეს, არა ოდენ საკჳრველებაჲ იყო მისისა სიბრძნისაჲ, არამედ ფარისეველთაცა ბრალობაჲ, რომელ წარავლინნეს შეპყრობად მისა, რომლისა მორჩილებაჲ ჯერ-იყო, და რამეთუ არცა გრძელი რაჲმე სწავლაჲ ესმა მათ, არამედ მცირედი. რამე-თუ რაჟამს გონებაჲ კეთილ იყოს, არა ეჴმარებიან გრძელნი სიტყუანი, რამეთუ ესევითარი არს ჭეშმარიტებაჲ. ხოლო ფარისეველთა, იხილე, თუ რაჲ ყვეს; რამეთუ უჴმდა, რაჲთამცა ლმობიერ იქმნნეს, არამედ იგინი უმეტესად განრისხნესცა და იტყოდეს: „თქუენცა უკუე შეცთომილ ხართ?“ (7,47). ხოლო არა მრისხანებით ეტყჳან, რამეთუ ეშინოდა, ნუუკუე სრულიად იესუს შეუდგენ, არამედ ოდენ აბრალეს მათ. რამეთუ ჯერ-იყო, რაჲთამცა ეკითხა, თუ რაჲ თქუა, და რაჲთამცა დაუკჳრდა
სიტყუათა მისთათჳს, ხოლო ესე არა ქმნეს მათ, რამეთუ იცოდეს, ვი-თარმედ მარადის იძლევიან სიტყუათა მიერ მისთა. არამედ მოიღებენ სახესა ფრიად უგუნურსა და იტყჳან, ვითარმედ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა თუ მთავართაგანთა ვიეთმე ჰრწმენა მისი“ (7,48).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა იტყჳთ, ჵ უბადრუკნო? ამასცა ზედა ქრისტესა აბრალებთა და არა მათ, რომელნი ურწმუნო იქმნნეს? და იტყჳთ, ვი-თარმედ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერსა მას ჰრწმენა, რომელთა არა იციან შჯული; წყეულ არიან“ (7,49).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არამედ ესე არს თქუენი იგი დიდი შესმენაჲ, რომელ ერმან მან ირწმუნა, რომელთა არა იცოდეს შჯული, და თქუენ არა გრწმენა. ხოლო ვითარ წყეულ არიან იგინი, რომელნი დაღაცათუ შჯულსა უმეცარ იყვნეს, არამედ რაჲ-იგი შჯულისმეცნიერთა უჴმდა ქმნად, მათ ქმნეს? რამეთუ თქუენ ხართ წყეულ, რომელნი არა იმარხავთ შჯულსა, და არა იგინი, რომელთა ჰრწმენა შჯული. ხოლო ჯერ-იყო, რაჲთამცა არა აბრალებდით და შეასმენდით თქუენ უფალსა ამისთჳს, თუ მთავართა მისი არა ჰრწმენა, რამეთუ არა სიმართლისაჲ არს საქმჱ ესე; რამეთუ თქუენცა ურწმუნო იქმნენით ღმრთისა, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „რაჲ, უკუეთუ ურწმუნო ვიეთნიმე იქმნნეს ღმრთისა, ნუუკუე ურწმუნოებამან მათმან სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ განაქარვოსა? ნუ იყოფინ!“1 რამეთუ წინაჲსწარმეტყუელნი მარადის აყუედრებდეს მათ და ეტყოდეს: „ისმინეთ, მთავარნო სოდომისანო“;2 და კუალად: „მთავარნი შენნი ურწმუნო არიანო“;3 და კუალად: „არა თქუენი არსო ცნობაჲ საშჯელისაჲ“,4 და მარადის ამას აყუედრებდეს მათ. რაჲ არს უკუე? ღმერთსა ვინ აბრალოსა ამისთჳს, რომელ ურწმუნო ვიეთნიმე იყვნეს? ნუ იყოფინ! რამეთუ ესე ბრალობაჲ მათი არს, რომელთა არა ჰრწმენა, არა მისი, რომლისაჲ არა ჰრწმენა. ანუ რაჲ ვინ პოვოს სხუაჲ უმეტესი სასწაული თქუენისა უსწავლელობისაჲ? და ვითარ არა იცით შჯული უფროჲს ამისა, რომელ მისი არა გრწამს? ხოლო ვინაჲთგან თქუეს, თუ: „ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე ჰრწმენა? არამედ ერსა მას, რომელმან არა იცის შჯული“, ამისთჳს აბრალებს მათ ნიკოდემოს და ეტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუუკუე შჯული ჩუენი დაშჯისა კაცსა, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან?“ (7,51).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ გამოაჩინებს, ვითარმედ არცა იციან შჯული, არცა იქმან მას, რამეთუ უკუეთუ შჯული იტყჳს არა დაშჯად კაცისა უწინარეს მისგან სმენისა, და ამათ უწინარეს შჯულისა დასაჯეს, გარდამა-
1 რომ. 3,3-4. 2 ესაია 1,10. 3 ესაია 1,23. 4 მიქ. 3,1.
ვალ სადამე არიან შჯულისა; და ვინაჲთგან მათ თქუეს, ვითარმედ: „არავის მთავართაგანსა ჰრწმენა მისი“, ამისთჳს გამოაცხადებს მახარებელი და იტყჳს, ვითარმედ: „ერთი იყო მათგანი“ (7,50), რაჲთამცა ვცნათ, ვი-თარმედ მთავართაცა ჰრწმენა მისი, რამეთუ დაღაცათუ კადნიერებასა ჯეროვანსა არა აჩუენებდეს, გარნა ჰრწმენა ქრისტესი. ხოლო იხილე, ვითარ რიდობით იქმს მხილებასა მას, რამეთუ არა თქუა, თუ: თქუენ ეძიებთ მოკლვად მას და დაშჯით მას განუკითხველად და „მაცთურით“ სახელ-სდებთ; გარნა არა ესრეთ თქუა, არამედ ტკბილად თქუა, რაჲთამცა ფრიადი იგი მრისხანებაჲ და მკლველობაჲ მათი დააცხრვო. ამისთჳსცა შჯულისა მიმართ ჰყოფს სიტყუასა თჳსსა და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისი და ცნას, რასა იქმს“ (7,51).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესე არს, თუ: „ცნას, რასა იქმს“, თუ რაჲ ჰნებავსო, ანუ რაჲსათჳს და ვითარ, და თუ ბრძოლისა და-ჴსნისათჳს იქმს ერისა მის, ანუ არა. ხოლო იგინი განცჳბრებულ იქმნნეს, ვინაჲთგან ეთქუა, თუ: „არავის მთავართაგანსა ჰრწმენა მისი“. ამისთჳს არცა გულისწყრომით, არცა სიმშჳდით ეტყჳან მას. რამეთუ რაჲ შეწყობილებაჲ აქუნდა სიტყუათა მათთა, რომელმან თქუა რაჲ, თუ: „შჯული არავის დაშჯის“, და მათ თქუეს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუუკუე შენცა გალილეველ ხარო?“ (7,52).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ჯერ-იყო, რაჲთამცა გამოაჩინეს, ვითარმედ არა განუკითხველად დაშჯიან მას, ანუ თუ არა უჴმს მათ თქუმად სიტყჳსა. ხოლო იგინი უგუნურებით და გულისწყრომით ჰყოფენ თჳსსა მას სიტყუასა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გამოიძიე და იხილეო, რამეთუ გალილეაჲთ წინაჲსწარმეტყუელი არა აღდგომილ არს“ (7,52).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო რაჲ ეთქუა კაცსა მას? თუ: წინაჲსწარმეტყუელი არსო? ანუ არა ესრეთ თქუა, თუ: არა ჯერ-არს განუკითხველად მისი მოკლვაჲ? ხოლო მათ დაღაცათუ ესრეთ განცხადებულად არა ჰრქუეს, თუ: არა იცი წერილი, წარვედ და ისწავე, არამედ იგავითრე ამასვე იტყჳან, რამეთუ ესე არს, თუ: „გამოიძიე და იხილე“. ხოლო ქრისტემან, იხილე, რაჲ-იგი ყო: რამეთუ ვინაჲთგან ზე და ქუე აქცევდეს გალილეასა და წინაჲსწარმეტყუელთა, რაჲთამცა განარინნა იგინი ესევითარისა მის გულისსიტყჳსაგან და უჩუენა, ვითარმედ არა ერთი არს წინაჲსწარმეტყუელთაგანი, არამედ სრულიად სოფლისა მეუფჱ არს, ამისთჳს ჰრქუა მათ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვარ ნათელი სოფლისაჲ“ (8,12).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არა გალილეაჲსაჲ ოდენ და პალესტინისაჲ და ჰურიასტანისაჲ, არამედ ყოვლისა სოფლისაჲ. ხოლო ისმინე სიტყუაჲ იგი ჰურიათაჲ: „შენ თავისა შენისათჳს სწამებო“.1 რაჲ წამა უკუე თავისა თჳსისათჳს?
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვარ ნათელი სოფლისაჲ“ (8,12).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს სიტყუაჲ ესე, და ჭეშმარიტად დიდ არს, გარნა იგინი ვერვე მოდრიკნა, რამეთუ არცა შეასწორებს ამას ადგილსა თავსა თჳსსა მამისა თანა, არცა თქუა, თუ: ძჱ ვარ მისი, არცა თუ: ღმერთი ვარო, არამედ ესე ოდენ თქუა, ვითარმედ: „ნათელი ვარ სოფლისაჲ“. და მათ ენება, რაჲთამცა ესეცა სიტყუაჲ მისი დაჰჴსნეს. ხოლო ამისი ფრიად უზეშთაეს არს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის იგი ბნელსა შინა“ (8,12).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „ბნელად“ ამას ადგილსა საცთურსა მას ურწმუნოებისასა უწესს, ვითარმედ არა დაადგრესო ცთომასა შინა. ხოლო აქა ნიკოდემოსსცა მოიზიდავს და აქებს კადნიერებისათჳს მისისა, და მსახურთა მათცა აქებს, რომელთა ესრეთ სიტყუა-უგეს მათ, და მათცა ამხილებს, ვითარმედ ფარულად და ბნელსა შინა თხზნიდეს მზაკუვარებათა მათთა, არამედ ნათელსა მათ ვერ სძლონო, და ნიკოდემოსსცა მოაჴსენებს სიტყუათა მათთჳს, რომელთა პირველ ეტყოდა, ვითარმედ: „ყოველი რომელი იქმნ ბოროტსა, სძულნ ნათელი და არა მოვალნ ნათლად, რაჲთა არა განცხადნენ საქმენი მისნი“.2 რამეთუ ვინაჲთგან იტყოდეს, თუ: „არავის მთავართაგანსა ჰრწმენა მისი“, ამისთჳს თქუა, თუ: „ყოველი რომელი ბოროტსა იქმოდის, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა“, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არამოსლვაჲ იგი არა თუ უძლურებისაგან ნათლისა მის იქმნების, არამედ მათისა მის დრკუჲსა და განდრეკილისა გონებისაგან.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუეს მას ფარისეველთა: შენ თავისა შენისათჳს სწამებ, და წამებაჲ შენი არა არს ჭეშმარიტ“ (8,13).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ისმინეთ, რაჲ ჰრქუა მათ უფალმან:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „დაღაცათუ ვწამებდე თავისა ჩემისათჳს, ჭეშმარიტ არს წამებაჲ ჩემი, რამეთუ ვიცი, ვინაჲ მოსრულ ვარ და ვიდრე ვალ“ (8,14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? ესე იგი არს, ვითარმედ: ღმრთისაგან ვარ და ღმერთი და ძჱ ღმრთისაჲ, ხოლო ღმერთი თავისა თჳსისა სარწმუნოჲ მოწამჱ არს. ხოლო თქუენ არა იცითო, რამეთუ ბოროტი გნებავს, და რომელთა-ეგე უწყით, ვითარმედ ღმერთი ვარ, იჩემებთ არაცნობასა და ყოველსავე იტყჳთ გონებითა კაცობრივითა, რომელთა არა გნებავს, რაჲთამცა უმეტესი რაჲმე ხილულისაჲ გულისხმა-ჰყავთ.
1 იოან. 8,13. 2 იოან. 3,20.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ ჴორცთაებრ შჯით“ (8,15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა-იგი ჴორციელად ცხორებაჲ ბოროტსა ცხორებასა მოასწავებს, ეგრეთვე ჴორცთაებრ საშჯელი არს უსამართლოებით შჯაჲ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე არავის ვშჯი. და უკუეთუ ვშჯიდე, საშჯელი ჩემი ჭეშმარიტ არს“ (8,15-16).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს: რამეთუ თქუა, ვითარმედ: უსამართლოებით შჯით თქუენ, და ეთქუამცა, თუ: უკუეთუ უსამართლოებით ვშჯით, და რად არა გუშჯი და გუტანჯავ, ღმერთი თუ ხარ? და ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „მე არავის ვშჯი“, რამეთუ არა ამისთჳს მოსრულ ვარ, „და უკუეთუ ვშჯიდე, საშჯელი ჩემი ჭეშმარიტ არს“. ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუმცა ვსაჯე, თქუენმცა დაშჯილ იპოვენით, და სამართლადცა, არამედ აწ ჟამი საშჯელისაჲ არა არს; და საუკუნოჲსა მისთჳსცა განშჯისა მოასწავა, თქუა რაჲ, ვითარმედ: „მე მარტოჲ არა ვარ, არამედ მე და მომავლინებელი ჩემი მამაჲ ვართ“ (8,16). ხოლო აქა უჩუენა, ვითარმედ არა იგი ოდენ დაშჯის მათ, არამედ მამაჲცა, რაჟამს ჰრქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შჯულსა თქუენსა წერილ არს, ვითარმედ: ორისა კაცისა წამებაჲ ჭეშმარიტ არს“1 (8,17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამით სიტყჳთა ერთობასა მისსა და მამისასა გამოაჩინებს, რამეთუ არავინ თქუა სხუაჲ, არამედ მამაჲ, რაჲთამცა ერთარსებაჲ იგი გჳჩუენა, თუ არა, რად არა თქუა იოვანჱსთჳს, თუ: ვწამებ მე ჩემთჳს, და წამებს იოვანეცა, ანუ ანგელოზნი, ანუ წინაჲსწარმეტყუელნი? რამეთუ ესე ყოველნი მისთჳს წამებდეს. არამედ არა ამისთჳს ოდენ იტყოდა სიტყუასა ამას, რაჲთამცა გამოაჩინნა მოწამენი, არამედ რაჲთა გამოაჩინოს ერთარსებაჲ მისი და მამისაჲ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ეტყოდეს მას ჰურიანი იგი: ვინ არს მამაჲ შენი? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცა მე მიცით და არცა მამაჲ ჩემი“ (8,19).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ვინაჲთგან საცნაურსა მას საქმესა ვითარცა უცნაურსა იტყოდეს, და რომელი-იგი იცოდეს, ვითარმცა არა იცოდეს, და გამოსცდიდეს მას, ამისთჳსცა პასუხსა არა ღირს-ყვნა. ამისთჳს იწყო ყოველსავე განცხადებულად თქუმად და ფრიადითა კადნიერებითა, რა-ჟამს სასწაულთაგანცა და სწავლათა მათ თჳსთა მოიღო წამებაჲ, რამეთუ ჯუარ-ცუმაჲცა მისი ახლოს იყო, რამეთუ ჰრქუა, ვითარმედ: „ვიცი, თუ ვინაჲ მოვალ და ვიდრე ვალ“. ხოლო ესე სიტყუაჲ არა ძლიერად შეეხო მათ, არამედ მან სიტყუამან უფროჲსად შეაშინნა, რომელი შესძინა და თქუა, ვითარმედ: „სადა მე წარვალ, თქუენ ვერ ძალ-გიც მოსლვად“,2
1 შდრ. 2 სჯ. 19,15; მათ. 18,16; 2 კორ. 13,1. 2 იოან. 8,21; 13,33; შდრ. იოან. 7,34.
რამეთუ უჩუენა, ვითარმედ არა დადგრომად არს სიკუდილსა შინა. ხოლო რაჲსათჳს არა თქუა, თუ: ვიცი, ვითარმედ ღმერთი ვარ მე, არამედ ჰრქუა, თუ: „ვიცი, ვინაჲ მოვალ“? გარნა ამისთჳს, რამეთუ მარადის მდაბალთა სიტყუათა აღჰრევს მაღალთა თანა და ჰფარავს მათ. რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „მე თავისა ჩემისათჳს ვწამებ“, და რა-ჟამს ესე გამოაჩინა, კუალად მდაბლისა სიტყჳსა მიმართ მოვიდა, ვი-თარმცა ეტყოდა, ვითარმედ: „ვიცი, ვის მიერ მოვლინებულ ვარ და ვისა მიმართ მივალ“. რამეთუ ესრეთ ვერღარა ძალ-ედვა სიტყჳს-გებაჲ, რა-ჟამს ცნესმცა, ვითარმედ მის მიერ მოვლინებულ არს და მისა მიმართ მივალს. რამეთუ უჩუენებს იგი, ვითარმედ: ვითარმცა ვთქუ ტყუვილი, რომელი მის მიერ მოსრულ ვარ და მისა მიმართ წარვალ, ჭეშმარიტისა მის ღმრთისა? ხოლო თქუენ არა იცით ღმერთი, ამისთჳს ჴორციელად შჯით. რამეთუ რომელთა ესეოდენნი იგი სახენი და მხილებანი და იგავნი მიეხუნეს, ჯერეთ იტყოდეს, ვითარმედ: „არა არს ესე ჭეშმარიტ“, და მოსე უსარწმუნოესად აქუნდა. ხოლო ქრისტე ეტყოდა, ვითარმედ: „მე არავის ვშჯი“. არამედ ვითარ პირველ თქუა, ვითარმედ: „მამაჲ არავის შჯის“,1 და აქა იტყჳს, ვითარმედ: „მე არავის ვშჯი. და უკუეთუ ვშჯიდე, საშჯელი ჩემი ჭეშმარიტ არს, რამეთუ მარტოჲ არა ვარ“? გარნა კუალად მათისა იჭჳსაებრ მიუგებს, ესე იგი არს, ვითარმედ: ჩემი საშჯელი მამისაჲ არს, რამეთუ არამცა საჯა მამამან სხუაებრ, შჯიდა თუმცა, გარნა ესრე, ვითარცა მე, და არა ვშჯი მე სხუაებრ, გარნა ვითარცა მამაჲ. ხოლო რაჲსათჳს შჯულისაჲცა აჴსენა? ამისთჳს, რამეთუ იგინი არა ირწმუნებდეს მისსა, უკუეთუმცა წამებაჲ იგი მამისაჲ არა მოეღო და კუალად სიტყუაჲცა იგი არა დგა. რამეთუ კაცთა ზედა რაჟამს ორთა კაცთა უცხოსა საქმესა ზედა წამონ, მაშინ ჭეშმარიტ არს, რამეთუ ესე არს წამებაჲ ორთაჲ, ხოლო რაჟამს თავისა თჳსისათჳს ვინ წამებდეს, მა-შინ არღარა ორნი არიან. ჰხედავა, ვითარ სხჳსა არარაჲსათჳს თქუა ესე, გარნა ამისთჳს, რაჲთა უჩუენოს ერთობაჲ მისი მამისა თანა, და მერმე ამის მიერ უჩუენოს, ვითარმედ არარაჲთ ნაკლულევან არს მამისაგან? იხილე უკუე უფლებაჲ მისი, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მე ვარ, რომელი ვწამებ თავისა ჩემისათჳს, და წამებს ჩემთჳს მომავლინებელი ჩემი მამაჲ“ (8,18). და რაჲთა არა ჰგონებდე, ვითარმედ რიცხჳსათჳს თქუმულ არს ესე, იხილე ჴელმწიფებაჲ იგი, რომელსა არარაჲ აქუს შეცვალებული, რამეთუ წამებს კაცი, რაჟამს თავი თჳსი სარწმუნო-ყოს და არა რაჟამს წამებაჲ უჴმდეს, და ესეცა უცხოსა ზედა საქმესა, ხოლო თჳსსა ზედა რაჟამს სხჳსა წამებაჲ უჴმდეს, არღარა სარწმუნო არს. ხოლო აქა ყოველივე წინააღმდგომი არს, რამეთუ თჳსსა საქმესა ზედა წამებს და სხჳსა
1 იოან. 5,22.
მიერ იტყჳს წამებისა მოღებასა და სარწმუნო-ჰყოფს ესრეთ სიტყუასა თჳსსა ყოვლით კერძო, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ჴელმწიფებით არს წამებაჲ მისი. რამეთუ რაჲსათჳს, თქუა რაჲ, თუ: „არა ვარ მე მარტოჲ, არამედ მე და მომავლინებელი ჩემი მამაჲ“, და ვითარმედ: „ორთა კაცთა წამებაჲ ჭეშმარიტ არს“, არა დაიდუმა, არამედ შესძინა და თქუა, ვითარმედ: „მე ვარ, რომელი ვწამებ თავისა ჩემისათჳს“? საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ჴელმწიფებასა თჳსსა მოასწავებს; და პირველად თავი თჳსი თქუა, ვითარმედ: „მე ვარ, რომელი ვწამებ თავისა ჩემისათჳს“, და მერმე - მამაჲ, ვითარმედ: „წამებს ჩემთჳს მომავლინებელი ჩემი მამაჲ“, და აჩუენებს აქა პატივითა სწორებასა მამისა თანა და ვითარმედ არარაჲ ერგების, რომელნი იტყჳან, თუ: „ვიცით მამაჲ“, რომელთა-იგი არა იცოდიან, და ვითარმედ ესე არს მიზეზი, რამეთუ მათ არა ჰნებავს ცნობაჲ მისი. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: შეუძლებელ არს ცნობაჲ მამისაჲ თჳნიერ ძისა, რაჲთამცა ნუუკუე ამათ სიტყუათა მიერ მო-მცა-იზიდნა იგინი გულისხმის-ყოფად, რამეთუ ვინაჲთგან მას დაუტეობდეს და მამასა ეძიებდეს მარადის, ცნობასა უჩუენებს, ვითარმედ შეუძლებელ არს ამისი ქმნაჲ თჳნიერ ჩემსაო. აწ უკუე საცნაურ არს, ვითარმედ რომელნი ძესა ჰგმობდენ, არა მას ოდენ ჰგმობენ, არამედ მამასაცა.
სწავლაჲ ნბ სათნოებისათჳს
ხოლო ჩუენ ვივლტოდით ამათ საქმეთაგან და ვადიდებდეთ ძესა მხოლოდშობილისა ღმრთისასა არა ამით ოდენ მართლაღსაარებისა დიდებითა, არამედ საქმეთაცა მიერ კეთილთა, რამეთუ მართლმორწმუნეობაჲ ოდენ თჳნიერ საქმეთა კეთილთა არა სარგებელ არს, რამეთუ „უკუეთუ შენ ჰურია სახელ-გედების, და განისუენებ შჯულსა ზედა და იქადი ღმრთისა მიერ“,1 აწ უკუე „რომელი-ეგე ასწავებ სხუასა, თავსა შენსა არა ასწავება? რომელი-ეგე შჯულსა ზედა იქადი, გარდასლვითა შჯულისაჲთა ღმერთსა შეურაცხ-ჰყოფ?“2
აწ უკუე, ძმანო, ვიხილოთ ჩუენცა, ნუუკუე სიმართლესა ზედა სარწმუნოებისასა ვიქადოდით, და არა ვიქმოდით საქმეთა, რომელნი სარწმუნოებასა მას ჩუენსა შეეტყუებოდიან, და ამისთჳს განვარისხებდეთ ღმერთსა ჩუენ ზედა, და ჩუენ მიერ იგმებოდის სახელი მისი. რამეთუ ჯერ-არს, რაჲთა ქრისტეანჱ მოძღუარი იყოს ყოვლისა სოფლისაჲ და ნა-თელ და მარილ და საფუვარ კეთილთა საქმეთა, ვითარცა უფალი იტყჳს.
1 რომ. 2,17. 2 რომ. 2,21,23.
ხოლო რაჲ არს ნათელ-ყოფაჲ? ესე იგი არს ცხორებაჲ ბრწყინვალჱ და კეთილი, რომელსა შინა არცა ერთი იქმნების სიბნელჱ, რამეთუ ნათელი არა თავისა თჳსისა საჴმარ არს, არცა მარილი, არცა საფუვარი, არამედ სხუათა მიმართ გამოაჩინებნ საჴმარებასა თჳსსა. ეგრეთვე უკუე ჩუენგანცა არა თავთა ჩუენთა ოდენ სარგებელსა ეძიებს ღმერთი, არამედ სხუათასაცა, რამეთუ მარილი უკუეთუ არა შეამარილებდეს, არა არს მარილ.1 და კუალად ესეცა გულისხმა-ყავთ, ვითარმედ: უკუეთუ ჩუენ წარვჰმართოთ კეთილისა საქმჱ, მოსლვად არიან სხუანიცა ჩუენსა მას კეთილსა, ხოლო უკუეთუ ჩუენ წარუმართებელ ვიყვნეთ, ვითარ შეუძლოთ სხუათა სარგებელად?
ნუმცა არს უკუე ჩუენ შორის, ჵ ძმანო, დრკუჲ რაჲმე და დაჴსნილებისა და სიცოფისა სახჱ, რამეთუ ესევითარნი არიან საქმენი სოფლისანი, ესევითარნი არიან ზრუნვანი ამაოჲსა ამის ცხორებისანი. ამისთჳს ეწოდა ქალწულთა მათ ცოფ, რამეთუ სოფლისა ამის საქმეთა შექცეულ იყვნეს და შეიკრებდეს, სადა არა ჯერ-იყო შეკრებაჲ, და სადა სიმდიდრჱ კეთილი იყო, მუნ გლახაკ იყვნეს.2 შიშ არს უკუე და ძრწოლა, ნუუკუე წარვიდეთ ამიერ ჩუენცა შემოსილნი სამოსლითა შეგინებულითა, სადა-იგი ყოველთა მართალთა აქუნდეს ბრწყინვალები და დიდებული სამოსლები, რამეთუ არარაჲ არს ცოდვისა უბილწჱს და უსაძაგელჱს. ამისთჳს ბუნებასა მას ცოდვისასა გამოსთარგმნიდა წინაჲსწარმეტყუელი და იტყოდა: „შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი“.3 და უკუეთუ გნებავს, რაჲთამცა სცან სიმყრალჱ იგი ცოდვისაჲ და საძაგელებაჲ, მოიგონე, თუ რაჲ არს იგი შემდგომად ქმნისა, რაჟამს განეყენოს კაცი გულისთქუმისა მისგან ბოროტისა, რაჟამს არღარა სწუვიდეს ცეცხლი იგი გულისთქუმისაჲ, თუ ვითარ საძაგელად უჩნს იგი კაცსა. კუალად გულისხმა-ყავ გულისწყრომაჲ, რაჟამს დაწყნარებულად იყო, გულისხმა-ყავ ანგაჰრებისათჳს, რაჟამს გარეგან ვნებისა მის იყო, ვითარ არარაჲ არს უსაძაგელჱს მისა.
ამას ყოველსა ზედაჲსზედა გეტყჳ თქუენ არა თუ ამისთჳს, რაჲთამცა მოგაწყინენ, არამედ რაჲთამცა გარგე თქუენ ფრიად და საკჳრველად, რამეთუ რომელმან ერთგზის სმენითა ვერ წარჰმართოს კეთილი, მეორი-თა ანუ მესამითა სმენითა ნუუკუე წარჰმართოს. ხოლო ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად განთავისუფლებულნი ბოროტთა საქმეთაგან მოგებად სულნელებასა ქრისტესსა, რამეთუ მისი არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 შდრ. მათ. 5,13; მარკ. 9,50; ლუკ. 14,34. 2 შდრ. მათ. 25,1-12. 3 ფსალმ. 37,6.